03.06.2019, 12:28 | |
ტორენია ფართოდ გავრცელებული ყვავილ-დეკორატიული მცენარეა, რომელიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ როგორც საოთახო მემცენარეობაში, ისე აივნებისა და ეზოების გასალამაზებლად და სხვა ყვავილოვან მცენარეებთან ერთად, ულამაზესი კომპოზიციების შესაქმნელად. ტორენია ლინდერნიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ერთი და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც 50-მდე სახეობას აერთიანებს. ის ძირითადად ტროპიკულ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. მემცენარეობაში ყველაზე გავრცელებულია ტორენია ფურნიერი, რომელიც შეგიძლიათ, გამოზარდოთ როგორც ოთახის პირობებში, ისე აივნებსა და ეზოებში, მხოლოდ ერთწლოვანი მცენარის სახით. ძალიან ლამაზად იზრდება დაკიდებულ ქოთნებშიც.
ტორენიას მოვლა: ტორენიას გახარებას თუ სახლის პირობებში აპირებთ, გაითვალისწინეთ რომ კარგად განათებულ ადგილას უნდა მოათავსოთ, მაგრამ შუადღის მწველი მზე ვნებს და დღის ამ მონაკვეთში მცენარეს თხელი ფარდით მოუჩრდილეთ. გაზაფხულსა და ზაფხულში ოთახის ტემპერატურა 20-25 გრადუსს უნდა აღწევდეს, ზამთარში კი 15 გრადუსს ქვემოთ არ უნდა ჩამოსცდეს. გაითვალისწინეთ რომ ეს მცენარე გარე პირობებსაც კარგად ეგუება, ამიტომ კარგი იქნება რაც შეიძლება გრილად გამოაზამთროთ, გამათბობელ საშუალებებისგან რაც შეიძლება შორს გყავდეთ. ჰაერის ტენიანობა და მორწყვა: სასუქი: აქტიური ზრდის პერიოდში, ანუ გაზაფხულიდან სანამ აყვავებას დაიწყებს უნდა მიაწოდოთ სასუქი. კარგია ტორენია ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე კომპლექსური სასუქით გაანოყიეროთ თვეში ორჯერ. ეს ხელს შეუწყობს მის უხვ და ხანგრძლივ ყვავილობას.
ნიადაგი და გადარგვა: თუ ტორფში დათესილ მცენარეს შევიძენთ ის უნდა გადავიყვანოთ აუცილებლად ოდნავ მოზრდილ ქოთანში, მხოლოდ ტორფი არ უნდა შემოაცალოთ. გადაიყვანეთ თავისივე ტორფით და შემოაყარეთ შემდეგი ნარევი: ფოთლოვანი მიწა + ქვიშა + გადამწვარი ნაკელი. ქოთნის ძირში აუცილებლად გაუკეთეთ კარგი დრენაჟი.
როგორ მრავლდება: ტორენიას ძირითადად, თესლით ამრავლებენ. თესლს თებერვალში ან მარტის დასაწყისში თესავენ, ნათესს ზემოდან გამჭვირვალე პარკს ან შუშას აფარებენ და სითბოში (22-24 გრადუსზე) ათავსებენ. ნათესიდან ყლორტები მალე დაახლოებით 1-2 კვირაში ამოიწვერება, მაგრამ დაელოდეთ, მიწიდან 2-3 ფოთოლი მაინც გამოჩნდეს და მცენარე ახალ ქოთანში მხოლოდ ამის შემდეგ გადარგეთ. ასევე კალმითაც შეგიძლიათ ტორენიას გამრავლება, ქვემოთ ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ უნდა გავამრავლოთ კალმებით.
| |
| |
ნანახია: 4258 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |