ტიტა (tulpan)
14.02.2019, 10:52

ტიტა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, შრორანისებრთა გვარიდან. titebi-ის სურათის შედეგიაქვს კვერცხისებრი ან მომრგვალო ბოლქვი, ცილინდრული სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 6-50 სანტიმეტრს აღწევს, ზედ 2-6 ფოთოლია. ღეროზე უვითარდება ერთი ან რამდენიმე ყვავილი, რომელიც მზიან ამინდში გადახსნილია, ხოლო ღამით დახურული. მისი ნაყოფი სამწახნაგიანი კოლოფია, თესლი ბრტყელია, მოყავისფრო ყვითელი. ტიტა ევროპაში მხოლოდ შუა საუკუნეებში შეიტანეს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მალევე დაიპყრო მთელი ევროპა. მისით განსაკუთრებით ჰოლანდიელები აღფრთოვანდნენ და დაუყოვნებლივ სელექციური სამუშაოები დაიწყეს. სწორედ მათი დამსახურებაა დღეს სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტიტების სიმრავლე. ტიტა მრავლდება ბოლქვით. გვარში 140 სახეობაა. საქართველოში, კერძოდ ქართლის რაიონებში ტიტას 2 სახეობა ხარობს - Tulipa Eichleri დაTulipa bieberstenianna. ამჟამად კულტურაშია ველური სახეობებისაგან მიღებული 4000–ზე მეტი ჯიში. ტიტას ყვავილი სურნელოვანია, ზოგიერთი ჯიშის გარდა.დაკავშირებული სურათი ყვავილობს საშუალოდ 15 დღეს, საგვიანო ჯიშები 25-30 დღემდე. ღეროს სიმაღლისა და ყვავილის ფორმის მიხედვით ტიტა იყოფა შემდეგ საბაღო ჯგუფებად: მარტივი ადრეულა, ბუთხუზყვავილა ადრეულა, ტრიუმფი, კოტეჯისა, დარვინისა, ბრიდერისა, დარვინის ჰიბრიდები და სხვა. ტიტას იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში, კლუმბებს, რაბატების, კლდებაღის, ყვავილწნულების გასაფორმებლად, თაიგულებად და სხვა. ტიტას გაზრდა ასევე შესაძლებელია ქოთანშიც. 

 

ტიტას ჩარგვა და მოვლა:

 

ტიტას ბოლქვები მიწაში გვიან შემოდგომით ირგვება (ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის პირველ ნახევრამდე). მცენარეს ნოყიერი და ფხვიერი ნიადაგი უყვარს, ამიტომ დარგვის წინ, ადგილი კარგად უნდა დაამუშაოთ: მიწა კარგად დაბარეtitebi-ის სურათის შედეგით, შემდეგ გააფხვიერეთ და სასუქიც (ნაკელი ან ნიტროამოფოსი, იგივე NPK) შეიტანეთ.  იმ შემთხვევაში, თუ მიწა მძიმეა მასში ცოტაოდენი ქვიშა შეურიეთ - ქვიშა ჯერ მიწაზე მიმოაბნიეთ და შემდეგ ჩაბარეთ. თუ მშრალი ამინდებია და ნიადაგის ტენიანობა ნაკლებია, ჩარგავმდე რამდენიმე დღით ადრე მიწა კარგად მორწყეთ. ტიტები ირგვება სათითაოდ, ერთმანეთისგან განცალკავებულად, მზიან და ქარისგან დაცულ ადგილზე. ინტერვალი დამოკიდებულია ჯიშის სიდიდეზე ანუ რაც მეტად დიდი ზომის უნდა გაიზარდოს მცენარე, მით უფრო მეტად ვაშორებთ ბოლქვებს ერთმანეთისგან.  დაბალი ჯიშის ტიტები ერთმანეთისგან 8-12 სმ-ის, ხოლო მაღალი ჯიშები 20-25 სმ-ის დაშორებით უნდა ჩაირგას. ჩასარგავი ორმოები, დაახლოებით, ბოლქვის სამმაგი სიღრმის უნდა ამოვიღოთ, რომელშიც წინასწარ გადარჩეულ საღ და მსხვილ ბოლქვებს წვეროთი ზემოთ მოვათავსებთ. ზემოდან მიწა კარგად უნდა გადავასწოროთ ისე, რომ ბოლქვის ზემოდან მიწა, დაახლოებით, ორი ბოლქვის სიმაღლისა იყოს.tita-ის სურათის შედეგი

დარგვიდან დაახლოებით 10-15 დღეში ბოლქვი დაფესვიანებას დაიწყებს, ფოთლის კვირტიც მიწისქვეშ დაიბერება და მცენარე ამ სტადიაში გამოიზამთრებს. მიწის ზემოთ მცენარე მხოლოდ გაზაფხულზე, დათბობისთანავე ამოიწვერება.  

ახალდარგული ტიტა, თუ მას ტენიან მიწაში ჩარგავთ, მორწყვას არ საჭიროებს. ტიტა უნდა მოირწყას გვალვიან გაზაფხულზე, რადგან ვეგეტაციის პერიოდში სიმშრალეს ცუდად იტანს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტიტა, ისე როგორც ყველა სხვა ბოლქვიანი მცენარე, მიმდინარე წელს ივითარებს მომავალი წლის ყვავილსაც, ანუ წლევანდელი მოვლის პირობები მომავალ წელს მის ყვავილობას განსაზღვრავს.  შესაბამისად, მიმდინარე წელსაც ისევე იყვავილებს, როგორი პირობებიც შარშან ჰქონდა. თუ დარგვისას სასუქი კარგად მოვუმარაგეთ, ამოსვლისას შეგვიძლია, მხოლოდ აზოტიანი სასუქი დავუმატოთ. ყვავილობისას კი სასარგებლო იქნება წყალში გახსნილი ნიტროამოფოსის მიცემა.დაკავშირებული სურათი

 

 

როდის ამოვიღოთ მიწიდან:

ეზოში ჩარგული ტიტის ბოლქვები აუცილებლად თავის დროზე უნდა ამოთხაროთ, ამოთხრის დროს კი მცენარე თავად მიგანიშნებთ - ფოთლები გაყვითლებას დაიწყებს და წვერები გაუხმება. თუ ადრე ამოთხრით, ბოლქვი გამსხვილებას ე.ი. საკვების კარგად მომარაგებას ვერ მოასწრებს, ხოლო დაგვიანებით ამოთხრის შემთხვევაში ხელთ უხარისხო ბოლქვი შეგრჩებათ. ამიტომ, ამოთხრამდე კიდევ ერთხელ დააკვირდით - ბოლქვის გარეთა ფურცლები ღია ყავისფერი უნდა იყოს. ამოთხრილი ბოლქვები თავისივე ფოთლებიანად მშრალად, გადახურულ ადგილას მოათავსეთ, ისე რომ კარგად ნიავდებოდეს. დაკავშირებული სურათი7-10 დღეში ბოლქვი შესანახად მომწიფდება. ამის შემდეგ მსხვილი და საღი ბოლქვები შეარჩიეთ. მას ფოთლები, შემხმარი მიწა, ახალგანვითარებული შვილეული ბოლქვები და ფესვები მოაცილეთ და ფართო დაბალ ყუთში მოათავსეთ. შეგიძლიათ, გამოცალკავებული შვილეული ბოლქვები ცალკე შეინახოთ და მათგან შემდეგში ახალი, სრულფასოვანი ყვავილი გამოზარდოთ (ასეთი ბოლქვები 1 წელი უნდა გამოზარდოთ, გამოკვებოთ ზემოთ აღწერილი წესით 2 წლის განმავლობაში, მე-3 წლიდან კი სრულფასოვნად იყვავილებენ).  გადაყარეთ მხოლოდ დაწვრილებული, ფერშეცვლილი და დეფორმირებული ბოლქვები. ვარგისიანი ბოლქვები გვიან შემოდგომამდე მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას მოათავსეთ. áƒ“აკავშირებული სურათი

 

  ტიტა ქოთანში:

შეგიძლიათ ტიტა ქოთანშიც აყვავილოთ. ამისთვის საჭიროა, ქოთანში ჩარგული ბოლქვი, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში, სიცივეში 5-10 გრადუსზე გყავდეთ. ამოსვლის შემდეგ კი გრილ ადგილას გადაიტანოთ და განვითარება აცადოთ.  როცა ტიტის ღერო ამოიწვერება დაიწყეთ რეგულარული მორწყვა, ისე რომ ნიადაგი ბოლომდე არ გამოშრეს. გახსოვდეთ, რომ 20 გრადუსზე მეტი სითბო ტიტას ზრდა-განვითარებისთავის ხელშემშლელია. აყვავების შემდეგ, თუ ტიტას ქოთნით გრილ ადგილას დავდგავთ, ყვავილობა გაუხანგრძლივდება. თუმცა, ქოთანში აყვავებული ტიტა მხოლოდ ერთჯერადად შეიძლება გამოვიყენოთ, რადგან მომავალი წლისთვის საკვების მარაგის მოგროვებას ვერ ახერხებს და მომდევნო წელს მისი აყვავება ნაკლებად არის მოსალოდნელი.tita qotanshi-ის სურათის შედეგი

ქოთანში მოთავსებული ტიტის ქოთანი სიმაღლით 30 სანტიმეტრს არ უნდა აჭარბებდეს. უმჯობესია თიხის ქოთანი გამოიყენოთ, რადგან ის კარგად ატარებს ჰაერს. ქოთნის ძირში აუცილებელია სადრენაჟე მასალის ჩაყრა. 

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 6225 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar