08.05.2020, 21:33 | |
ფელიცია ასტრისებრთა ოჯახის მცენარეა. ძირითადად ბინადრობს წყლის ნაპირას. ფელიცია ნახევრად ბუჩქი ან მთლიანად ბუჩქოვანი მცენარეა, რომელიც კარგად ყვავის. ამასთანავე, ის ძალიან გამძლე და უპრეტენზიოა. ეს მცენარე იმდენად ლამაზია, რომ მეორე სახელად „სამოთხის დედოფალსაც” უწოდებენ. ნორმალური მოვლის პირობებში ის მთელი წლის განმავლობაში ყვავის. არსებობს სხვადასხვა ფერის ფელიცია: წითელი, ყვითელი, იასამნისფერი და თეთრი. ფელიციას უყვარს კაშკაშა მზისგან განათებული ადგილი, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივები. ფელიცია განსაკუთრებით ლამაზი სწორედ ყვავილობის დროსაა. ის ზაფხულის პერიოდში იყვავილებს, კერძოდ ივლისში. ამ პერიოდში მორწყვა არ დააკლოთ და მთელი სეზონის განმავლობაში დატკბებით მისი ყვავილების სილამაზით. მცენარეს არ უყვარს დაბალი 10 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა. დაბალ ტემპერატურაზე მცენარე აჩერებს ზრდას.
როგორ გავამრავლოთ ფელიცია: ფელიცია მრავლდება თესლით და კალმებითაც. დასათესად კარგი პერიოდია თებერვალი. ამოდის 7-10 დღეში. ხშირად მცენარე თვითნათესზეც ამოდის. კალამი შემოდგომით აიღეთ და დააფესვიანეთ. ის მართლაც სამოთხის დედოფალია, ყვავის უხვად და, ამავე დროს, უპრეტენზიო მცენარეა. ამიტომ, თუ გსურთ, ამ სეზონზე სახლი ან ეზო გაალამაზოთ, აუცილებლად გაზარდეთ ფელიცია.
მისგან მზადდება არომატული სასმელები, სუნამოები; ფელიციას ურევენ, ასევე, ტეკილაშიც. ასე რომ, მას საკმაოდ დიდი დანიშნულება აქვს. | |
| |
ნანახია: 2295 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |