როგორ დავაფესვიანოთ ვარდი სახლის პირობებში
14.09.2019, 09:55

თუ გაჩუქეს ვარგის თაიგული და გული გწყდებათ, რომ რამოდენიმე ხანში დაჭკნება, შეგიძლიათ კალმები დააფესვიანოთ და საკუთარი ვარდები გქონდეთ. 
ასე, რომ, თუ ლარნაკში ვარდები გაქვთ, რომლის ნახვას საკუთარ ბაღში ან საკარმიდამო ნაკვეთზე ისურვებდით, დაჭკნობის შემდეგ ნუ გადააგდებთ. შეგიძლიათ, მისი დაფესვიანება სცადოთ. ბოლოს და ბოლოს, ხომ არაფერს კარგავთ? ხოლო, ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს თუ შეასრულებთ, ყველაფერი გამოგივათ და მხოლოდ მოგებული დარჩებით.

დამჭკნარი ვარდის ღეროს ბასრი დანით მოაჭერით ზედა ნაწილი ისე, რომ კალმის სიგრძე 25–30 სმ იყოს. გადაჭრის ადგილზე გადაუსვით ცვილი. ამის შემდეგ მოაცილეთ მას ყველა ფოთოლი და ქვედა მხარესაც მოაჭერით ცოტა, რომ გადაჭრის ადგილი განახლდეს.
შენიშვნა: კალმის ქვედა ნაწილის მოჭრისას (განახლებისას) გაითვალისწინეთ, რომ გადაჭრის ხაზი 45 გრადუსით უნდა იყოს დახრილი, არც სწორედ უნდა იყოს გადაჭრილი და არც მკვეთრად ჩამოთლილი.
შემოგთავაზებთ რამოდენიმე მეთოდს ვარდების დასაკალმებლად, თქვენ უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი მეთოდი და ვარდის კალმები დააფესვიანოთ:

1) მოამზადეთ საფუარიანი ხსნარი (50 გრ. საფუარი გახსენით 5 ლ. წყალში). მოათავსეთ მასში ვარდის კალამი 1/3 -ზე და გააჩერეთ 24 საათი. ამის შემდეგ, კარგად გარეცხეთ თბილი წყლით და ჩადეთ გამჭვირვალე ჭურჭელში ისე, რომ წყალი ნახევრამდე სწვდებოდეს. ვიდრე დაფესვიანების პროცესი არ დასრულდება, რეგულარულად დაამატეთ წყალი, იმდენი რომ, წყალი ყოველთვის ერთ დონეზე იყოს.

2) 1 ჩ. კ. თაფლი გახსენით 1 ლ. წყალში. მოათავსეთ ხსნარში ვარდის კალამი 1/3-ზე და გააჩერეთ 12 სთ. ამის შემდეგ ამოიღეთ ხსნარიდან და ჩადეთ გამჭვირვალე ჭურჭელში ისე, რომ წყალი ნახევრამდე სწვდებოდეს. ვიდრე დაფესვიანების პროცესი არ დასრულდება, რეგულარულად დაამატეთ წყალი, იმდენი რომ წყალი ყოველთვის ერთ დონეზე იყოს.

3) გამჭვირვალე ჭურჭელში ჩაასხით იმდენი წყალი, რომ კალამს ნახევრამდე ფარავდეს. ჩაამატეთ 10 წვეთი ალოეს წვენი. 10 დღის შემდეგ, კიდევ 5-7 წვეთი დაამატეთ (წვენი ახალი უნდა იყოს). რეგულარულად დაამატეთ წყალი.

4) კალმები ჩადეთ დასაფესვიანებელ ხსნარში, მაგალითად კორნევილში 12 საათის განმავლობაში. შემდეგ ჩარგეთ ტორფიან კონტეინერში და დააფარეთ გამჭვირვალე პლასმასი. უნდა მოათავსოთ ნათელ ადგილას და ტემპერატურა სასურველია იყოს 25 გრადუსი. პერიოდულად გაანიავეთ და შეასხურეთ ოთახის ტემპერატურის წყალი. ეცადეთ მიწა ბოლომდე არ გამოშრეს. 

  მას შემდეგ, რაც ვარდის კალმებს საკმაოდ მსხვილი ფესვები გაეზრდება, ის, მცენარის დარგვის ყველა წესის დაცვით, გადარგეთ ქოთანში, ყვავილებისთვის გათვალისწინებულ გრუნტში ან ბაღში.

წარმატებებს გისურვებთ...

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3952 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
avatar