ფურისულა, პრიმულა (primula)
09.02.2019, 11:25

ფურისულა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესვის ყელთან როზეტად  შეკრებილი ფოთლები  აქვთ.   ყვავილის შეფერილობა მრავალფეროვანია, აქვს: იისფერი, თეთრი, ყვითელი, წითელი, ვარდისფერი და სხვა შეფერილობის ყვავილები. სულ ცნობილია 500-მდე სახეობა. ყველაზე პოპულარულია შემდეგი სახეობები:
გაზაფხულის ფურისულა - 30 სმ-მდე იზრდება, გამოირჩევა ქოლგისებურად შეკრული ყვითელი ან ფორთოხლისფერი ყვავილებით და მაისიდან ივნისის ბოლომდე ყვავის. 
დაკავშირებული სურათი
ტანმაღალი ფურისულა - 35 სმ-მდე იზრდება, ფოთლები ფესვის ყელთან როზეტისებურად აქვს შეკრული, ხოლო ყვავილები შესაძლოა, ჰქონდეს: ყვითელი, თეთრი, ფორთოხლისფერი, წითელი ან ცისფერი.
იაპონური ფურისულა - წარმოშობით იაპონიიდანაა და სიმაღლეში 25 სმ-ს აღწევს, ყვავილედი აქვს, რომელზეც წვრილ-წვრილი ყვავილები შანდლისებურად აქვს განლაგებული. იაპონური ფურისულას ყვავილები შეიძლება იყოს წითელი, ჟოლოსფერი ან ვარდისფერი.
ჩვეულებრივი ფურისულა - უხვად ყვავის და კონკრეტული სახეობიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს: წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, იასამნისფერი ან ფორთოხლისფერი.
საოთახო მემცენარეობაში ყველაზე პოპულარულია ე.წ. ოთახის ფურისულა, რომელსაც მრგვალი ფორმის ფოთლები ქვემოთ აქვს დახრილი, ხოლო ყვავილები ქოლგისებურად აქვს შეკრული და შესაძლოა იყოს თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ლურჯი ან იასამნისფერი. 
furisula-ის სურათის შედეგი

გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, უპირატესად ზომიერ ზონებში და მთის ალპურ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 22 სახეობა, მათგან 10 კავკასიის ენდემია. ჩვენში გავრცელებულია დაბლობიდან სუბნივალურ სარტყლამდე, მაგრამ სახეობათა უმეტესობა ალპურ მდელოებსა და ტყეებში იზრდება. ყველაზე ძველი სუბტროპიკული აზიის, ტროპიკული აფრიკისა და სინის ნახევარკუნძულის სახეობებია.

საქართველოში უძველესი რელიქტური სახეობა Primula magaseifolia, რომელიც აჭარის დაბლობის ტყეებში იზრდება. ბევრი სახეობა შეიცავს საპონინებს, ეთერზეთებს, გლიკოზიდებს და ვიტამინებს. იყენებენ ავიტამინოზისა და ხველების სამკურნალოდ, აგრეთვე ლიქიორ-არყის წარმოებაში. ზოგირთი ჯიშის ნორჩ ფოთლებს კი იყენებენ სალათებში, ითვლება რომ ველური ფურისულას ერთი ფოთოლი ორგანიზმისთვის აუცილებელი C ვიტამინის დღიურ დოზას შეიცავს. ასევე ამზადებენ დამამშვიდებელ ჩაის.furisula-ის სურათის შედეგი

ფურისულა ძირითადად ეზოს მცენარეა, მაგრამ ამ ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს სახლის მემცენარეობაშიც. ფურისულა ადრე გაზაფხულზე იწყებს ყვავილობას და ხანგრძლივად ყვავის, ივნისის დასაწყისამდე. 

 

 

ფურისულას მოვლა სახლის პირობებში:furisula-ის სურათის შედეგი

ფურისულას მზის პირდაპირი სხივები ვნებს ფოთლები უხუნდება და ეწვება, ამიტომ შუადღისას მზე ფარდით უნდა მოუჩრდილოთ, ან ცოტა ხნით ნახევრად ჩრდილში გადადგათ.
ყვავილობის პერიოდში ფურისულას სახეობათა უმრავლესობას 150C ტემპერატურაც ჰყოფნის, თუმცა ოთახის ფურისულას ოდნავ მაღალი 16-200C ტემპერატურა სჭირდება. ყვავილობის დასრულების შემდეგ მცენარე სახლის ყველაზე გრილ ოთახში დადგით, ან ბაღში ნახევრად ჩრდილიან ადგილას გადარგეთ და სახლში მხოლოდ ზაფხულის ბოლოს დააბრუნეთ.
ყვავილობის დროს, ნიადაგი მუდმივად ტენიანი უნდა იყოს, მხოლოდ ზედმეტი არ მოგივიდეთ და ფესვებში წყალი არ ჩადგეს. ყვავილობის დასრულების შემდეგ მორწყვა შედარებით შეამცირეთ და მცენარე მხოლოდ ნიადაგის ზედა ფენის გამოშრობის შემდეგ, დაახლოებით კვირაში ერთხელ მორწყეთ. უნდა მოირწყას ფრთხილად, რათა ფოთლებზე არ მოხვდეს წყალი, ან ძირიდან უნდა მორწყათ. 
furisula-ის სურათის შედეგი

 

 

სასუქი:

გაკვირტვიდან ყვავილობის დასრულებამდე, 2 კვირაში ერთხელ მცენარე მიკროელემენტებით მდიდარი რომელიმე კომპლექსური სასუქის სუსტი ხსნარით გაანოყიერეთ. აგვისტოს ბოლოს კი გვარჯილის სუსტი ხსნარით მორწყეთ.

დაკავშირებული სურათი

 

ნიადაგი და გადარგვა:

ყვავილობის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ, ფურისულა ღია გრუნტში გადარგოთ, მაგრამ თუ მცენარეს ოთახში დატოვებთ, შვილეული როზეტები მაინც გადარგეთ.
ნიადაგი ფხვიერი და წყლისა და ჰაერის კარგად გამტარი უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ მას თანაბარი რაოდენობის კორდის მიწის, ტორფის, ფოთლოვანი მიწისა და ქვიშისგან მოამზადებთ. ქოთნის ფსკერზე მსხვილი კენჭების, ან აგურის ნატეხებით კარგი დრენაჟის მოწყობაც არ დაგავიწყდეთ.

 

 

ფურისულას გამრავლება:

ფურისულას თესლით, ფოთლის დაკალმებით ან გადარგვისას ბუჩქის დაყოფით ამრავლებენ.
თესლით გამრავლება სახლის პირობებში რთულია, ამ მეთოდს მიმართავენ სათბურები. თესლით გამრავლებისთვის საჭიროა: ხელოვნური დამტვერვით მიღებული თესლი ივნისში ან ივლისში უნდა ჩათესოთ ტორფისა და ქვიშის ნაზავში და ზემოდან შუშა დააფაროთ. ნათესი უნდა მოათავსოთ გრილ (15-180C) და ბნელ ადგილას და პირველი ყლორტების ამოსვლას დაელოდოთ. წესით, ნათესი დაახლოებით 2 კვირაში ამოიწვერება. ერთი თვის მერე გადააქვთ ოდნავ მოზრდილ ჭურჭ
furisula-ის სურათის შედეგიელში, ერთი თვის შემდეგ ისევ ცოტა მოზრდილ ქოთანში. დათესილი მცენარე ერთი წლის შემდეგ იყვავილებს.
ფოთლის დაკალმებისთვის მცენარეს უნდა მოაჭრათ კარგად განვითარებული, მოზრდილი ფოთოლი თავისივე ყუნჭით და კვირტით. ქოთანში ყრიან ჯერ ტორფს და შემდეგ ზემოდან აყრიან დაახლოებით ორ სანტიმეტრზე ქვიშას და რგავენ არა ღრმად მომზადებულ ქოთანში. უნდა მოათავსოთ 18-20 გრადუს ტემპერატურაზე. როცა 3-4 ფოთოლი განუვითარდება ცალკე შეგიძლიათ გადარგოთ.
დაკავშირებული სურათი
რაც შეხება ბუჩქის დაყოფით გამრავლებას, ეს ძალიან მარტივია და საკმარისია დედა ბუჩქს მხოლოდ „შვილეული“ ამონაყარი მოაშოროთ და ცალკე ქოთანში გადარგოთ. ე პროცედურა უნდა ჩატარდეს ყვავილობის დასრულების შემდეგ. ერთი მცენარე შეგიძლიათ 2-3 ნაწილად გაყოთ. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 8438 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.2/5
სულ კომენტარები: 0
avatar