29.10.2018, 16:33 | |
ფორზიციას სამშობლო აღმოსავლეთ აზია არის. იქ ამ მცენარის 6 სახეობა ხარობს, ხოლო ჩვენთან მხოლოდ ერთი– ჩინეთიდან შემოტანილი. მცენარემ სახელი მიიღო შოტლანდიელი ბოტანიკოსის ფორსაიტის პატივსაცემად, სწორედ მან შემოიტანა პირველად ფორზიცია ევროპაში. ადრე გაზაფხულზე ბუჩქი კაშკაშა
დარგვა და მოვლა: ფორზიცია იზრდება გარე გრუნტში. ხარობს როგორც მზიან ადგილას ისე ნახევარჩრდილშიც. უნჯობესია დაირგას ადრე გაზაფხულზე ან შმოდგომაზე. მცენარეს არ მოსწონს მჟავე ნიადაგი, თუ ტუტე ნიადაგია წინასწარ უნდა შეიტანოთ ხის ნაცარი. ორმო უნდა იყოს ღრმა, რომ ფესვები სიღრმეში მოხვდეს. მცენარე არ არის პრეტენზიული და არც მორწყვის მიმართ მომთხოვნი, მაგრამ ცხელი ზაფხულის შემთხვევაში პერიოდულად მაინც სჭირდება მორწყვა. სასუქი: წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ სჭირდება სასუქის მიწოდება. ადრე გაზაფხულზე, სანამ მცენარე ყვავილობას დაიწყებს უნდა შეიტანოთ გადამწვარი ნაკელი. შემდეგ ყვავილობისას და ყვავილობის დასასრულს უნდა მიაწოდოთ მინერალური და უნივერსალური სასუქი.
როგორ გავამრავლოთ: მცენარის გასამრავლებლად იყენებენ კალმებს, რომელსაც ივლისში აჭრიან. ტოტი უნდა იყოს დაახლოებით 15-17 სანტიმეტრის. შეაცალეთ დაბლითა ფოთლები და ჩარგეთ პერლიტში ან ქვიშაში. უნდა დასათბურდეს და მოათავსოთ ნათელ ადგილას. პერიოდულად გაანიავეთ და დანამეთ კალმები. გაზაფხულიდან უხვად ყვავილობს და მთლიანად ფარავს მცენარეს.
| |
| |
ნანახია: 2064 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |