13.06.2019, 19:11 | |
ფაცია დეკორატიული მარადმწვანე მცენარეა არალიასებრთა ოჯახიდან, აქვს ნაზი სურნელოვანი ყვავილები. ნაყოფი კენკრაა მუქი ლურჯი, საჭმელად გამოუყენებელი. ფაციას აქვს მწვანე ორნამენტული ფორმის ფოთლები. იზრდება ბუჩქის ფორმის ან ბონსაი. ხშირად რგავენ ბაღებისა და ტერასების გასალამაზებლად. შეგიძლიათ ამ მცენარის ყოლა როგორც სახლის პირობებში ასევე ღია გრუნტში. სახლის პირობებში თითქმის არ ყვავის. ბუნებრივ პირობებში ფაცია ოთხ მეტრამდე იზრდება, ხოლო სახლის პირობებში მაქსიმუმ მეტრანახევარი.
როგორ მოვუაროთ: მცენარე ფაციას უყვარს კარგად განათებული მზის პირდაპირი სხივებისგან დაცული ადგილი. არ უყვარს ჩახუთული ჰაერი. ოთახი სადაც ეს მცენარე არის მოთავსებული ხშირად უნდა ნიავდებოდეს. არ უყვარს სიცხე. ზამთრის ოპტიმალური ტემპერატურაა 5-8 გარდუსი. გაზაფხულ-ზაფხულში უნდა მოირწყას უხვად, მხოლოდ ისე რომ არც ზედმეტი მოგივიდეთ. მაშინ არის მოსარწყავი როცა მიწა ორი თითის სიღრმეზე გაშრება. ზამთარში მორწყვა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ. ზედმეტი მორწყვისგან მცენარეს ფოთლები უყვითლდება და სცვივა. თუ ოთახში 25 გრადუსზე მაღალი ტემპერატურაა დღეში ერთხელ უნდა დაუნამოთ ფოთლები, ხოლო კვირაში ერთხელ სველი ღრუბლით გაუწმინდოთ,ამით მტვერს მოარიდებთ და ხელს შეუჭყობთ კარგად ისუნთქოს მცენარემ.
სასუქი: როგორც ყველა მცენარეს ფაციასაც სჭირდება სასუქის მიწოდება. გაზაფხულიდან შემოდგომამდე ორ კვირაში ერთხელ უნდა მიეწოდოს უნივერსალური სასუქი. კარგია აზოტის შემცველი სასუქის გამოყენება. ზამთარში თავი შეიკავეთ სასუქის მიცემისგან, ამ პერიოდში მცენარე ისვენებს.
ნიადაგი და გადარგვა: ახალგაზრდა მცენარე ყოველ წელს უნდა გადავიყვანოთ ახალ ოდნავ დიდ ქოთანში. ნიადაგი უნდა იყოს: ტყის მიწა+ტორფი+ქვიშა+გადამწვარი ნაკელი. ქოთნის ძირში ერთი მესადი უნდა ჩაყაროთ სადრენაჟე მასალა. მოზრდილი ნერგები არ საჭიროებს ახალ ქოთანში გადაყვანას, მხოლოდ მიწის ზედაპირი უნდა შეეცვალოს ახლით.
როგორ მრავლდება ფაცია: ფაცია მრავლდება კალმებით. გასამრავლებლად კარგი პერიოდია ზამთარი ან ადრე გაზაფხული. კალმები უნდა მოათავსოთ ტორფსა და ქვიშის ნარევში. დაასათბუროთ და მოათავსოთ ნათელ ადგილას. პერიოდულად გაანიავეთ და დანამეთ ნიადაგი, ყურადღება მიაქციეთ ნიადაგი ყოველთვის ნესტიანი ჰქონდეს.
დაავადებები: მცენარე იშვიათ შემთხვევაში ავადდება მავნებლებით, ასეთ შემთხვევაში ზომები მაშინვე უნდა მიიღოთ. თუ მცენარე დაავადდა ადვილად მიხვდებით, ამ დროს ფოთლები უყავისფრდება და ფოთლებზე შეიმჩნება ნაცრისფერი ნადები. კარგ შედეგს იძლება აქტელიკით შეწამვლა, ათი დღის ინტერვალებით. სრული შედეგის მისახებად პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ.
| |
| |
ნანახია: 3031 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |