ოლეანდრა (Oleander)
08.07.2019, 14:27

ოლეანდრა მიეკუთვნება ქენდირისებრთა ოჯახს და გაერთიანებულია 7-8 სახეობა. სახელი ოლეანდრი ლათინურად ნიშნავს ნესტიანს, მისი სახელიდან გამომდინარე უყვარს წყლიანი ადგილი, კარგად გრძნობს თავს თუ მის Image result for oleander

სიახლოვეს წყალი გადის. ოლეანდრა შხამიანი მცენარეა, მისგან ამზადებენ გულსისხლძარღვთა წამლებს.  მისი როგორც ფოთოლი, ასევე ფესვებიც შხამიანია, მაგრამ, ეს საერთოდ არ უქმნის ადამიანს საშიშროებას. მთავარია, რომ ფოთოლი არ დაანაწევროთ და  პირის ღრუში არ მოხვდეს, სხვა მხრივ კი ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მცენარესთან მუშაობისას გამოიყენეთ ხელთათმანები, მუშაობის დამთავრების თანავე კი ხელები დაიბანეთ საპნით. ოლეანდრა ყვავის ძალიან ლამაზად და დიდხანს. მისი ყვავილები დიდი ზომის არის და სურნელოვანი, მისი სურნელი იწვევს თავის ტკივილს. ყვავილები მრავალი ფერის არსებობს: წითელი, თეთრი, ყვითელი, მუქი წითელი და ჭრელიც კი.

Image result for oleander

ოლეანდრას მოვლა სახლის პირობებში:

ოლეანდრას სამშობლო ტროპიკებია, აქედან გამომდინარე მას უყვარს მზიანი ადგილი, თუმცა ასევე ჩრდილშიც კარგად გრძნობს თავს. ოლეანდრა ჩვენთან, საქართველოში კარგად ეგუება კლიმატურ პირობებს, ამიტომ, არ არის აუცილებელი, რომ ის ბინაში იყოლიოთ. თუ მაინც გსურთ მისი ყოლა ოთახში არ არის რთული, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ. მცენარე უნდა მოათავსოთ კარგად განათებულ ადგილას, ჩრდილოეთ მხარეს თუ დევს აუცილებელია დამატებითი ხელოვნური განათების მოწყობა. სინათლის უკმარისობის გამო ფოთლები სცვივა. 

ზაფხულში კარგია თუ აივანზე ან ტერასაზე გაიყვანთ, მზიან ადგილას. ოღონდ მცენარე პირდაპირ მზეზე არ დადგათ, გაზაფხულიდან ნელ-ნელა შეაჩვიეთ მზის სხივებს. თუ გარეთ გატანის საშუალება არ გაქვთ ხშირად გაუნიავეთ ოთახი. 

See the source image

მორწყვის რეჟიმი:

ოლეანდრს უყვარს ნესტიანი ნიადაგი, გაზაფხულიდან შემოდგომამდე ეცადეთ მიწა არ გამოუშროთ. ასევე მოსწონს წყლიან სადგამზე ყოფნა, ეს ჰაერის გამოშრობას უწყობს ხელს. სარწყავად უნდა გამოიყენოთ ოთახის ტემპერატურის ნადგამი წყალი, უყვარს წვიმის წყლით მორწყვაც. ზამთარში მორწყვა უნდა მინიმუმამდე შეამციროთ, ორონდ არც მიწის ბოლომდე გამოშრობა ივარგებს. 

აუცილებელია პერიოდულად ფოთლებზე წყლის შესხურება, მითუმეტეს თუ ოთახში მშრალი ჰაერია, ეს თქვენს მცენარეს დაიცავს ფოთლის წვერების გახმობისგან. 

 

სასუქი:

აქტიური ზრდის პერიოდში ოლეანდრს სჭირდება სასუქი. კარგია მინერალური და ორგანული სასუქის მიცემა ათ დღეში ერთხელ, ეს ხელს შეუწყობს მის ზრდას და კარგ ყვავილობას. 

See the source image

გასხვლა: 

ყვავილობის დასრულების შემდეგ ტოტები უნდა დაუმოკლოთ მცენარეს. ეს ხელს უწყობს მის უხვ ყვავილობას. თუ არ გასხლავთ პერიოდულად მცენარეს არ იყვავილებს, ან ექნება მწირი ყვავილობა. 

 

ნიადაგი და გადარგვა:

ოთახის პირობებში ოლეანდრს ყოველ წელს სჭირდება გადარგვა ახალ ქოთანში. ეს უნდა მოხდეს გაზაფხულზე. გადარგვისას აუცილებლად უნდა დაუმოკლოთ ფესვები და მოჭრილი ადგილები უნდა დაუმუშაოთ დაფქვილი ნახშირით. ასეთი წესით გადარგული მცენარე უხვად იყვავილებს. 

მისთვის სასურველი სუბსტრატი უნდა შედგებოდეს: ტყის მიწა + ტორფი + ქვიშა + ნეშომპალა თანაბარი რაოდენობით. პირველ რიგში ქოთნის ძირში ჩაყარეთ კარგად სადრენაჟე მასალა და შემდეგ გადარგეთ მცენარე. 

 

როგორ მრავლდება: 

მცენარე მრავლდება ამონაყარით, კალმებით და თესლითაც. See the source image

ყველაზე ადვილია ამონაყარით გამრავლება. გაზაფხულზე როცა მცენარე ახალ ქოთანში გადაგვყავს შეიძლება მისი დაყოფა, თუ ამის საშვალებაა. 

კალმებით გასამრავლებლად უნდა მოაჭრათ მცენარეს 10-12 სანტიმეტრის კალმები, გადანაჭერ ადგილას დააყარეთ დაფხვნილი ნახშირი, ცოტახნით დადეთ მშრალ ადგილას,რომ გაშრეს კალამი. შემდეგ კი ჩარგეთ პერლიტისა და ქვიშის ნარევში. მოათავსეთ კარგად განათებულ ადგილას 20-22 გრადუს ტემპერატურაზე, სუბსტრატი უნდა იყოს მუდმივად სველი. კალამი ასევე შეგიძლიათ დააფესვიანოთ წყალში, ოღონდ წყალში უნდა ჩაამატოთ დაფხვნილი ნახშირი.   

თესლი აღებიდან მალევე უნდა დაითესოს, რადგან მალე კარგავს ამოსვლის უნარს. დათესვამდე ერთი საათით ჩაალბეთ თესლი ღია ფერის მარგანცოვკიან წყალში. შემდეგ უნდა დაითესოს ქვიშის, ვერმიკულიტის და ხის ნახშირის ნარევზე. ზემოდან ძალიან თხლად დააყარეთ ნარევი. უნდა დაასათბუროთ და მოათავსოთ თბილ და კარგად განათებულ ადგილას. პერიოდულად გაანიავეთ და დანამეთ ზედაპირი. პირველი ორი ფოთლის ამოსვლის შემდეგ აღარ უნდა დასათბურება და უნდა მოუაროთ ჩვეულებრილი წესით, როგორც მოზრდილ მცენარეს. 4-5 სრული ფოთლის განვითარების შემდეგ უნდა გადაიტანოთ ცალ-ცალკე ქოთნებში. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 16695 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar