03.04.2019, 12:13 | |
ნარცისი ადრე მოყვავილე მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა. ეს ბალახოვანი მცენარე ამარილისებრთა ოჯახის გვარისაა, რაც აერთიანებს მის 60-მდე სახეობას. იზრდება ევროპაში, ხმელთაშუა ზღვისპირეთში, წინა და შუა აზიაში. ბოლქვი დაფარულია მოყავისფრო ქერცლებით. უფოთლო საყვავილე ღერზე კი ერთი ან რამდენიმე ყვითელი ან თეთრი ყვავილი აქვს. დეკორატიულია, იყენებენ ბაღ-პარკების გასაფორმებლად. ნარცისის(იგივე ნარგიზის)ზოგიერთი ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს, ბოლქვი კი-ალკალოიდებს. სწორედ ალკალოიდების წყალობით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნარცისი სიმსივნესთან შედეგიანი ბრძოლის იმედის სიმბოლოა, მაგრამ აყვავილებული ნარცისის როლი ამ საქმეში უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ბელგიაში უნივერსიტეტ ბრუკელის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მასში მოპოვებული ალკოლოიდები ხელს შეუწყობს სიმსივნეების კონტროლს ორგანიზმში, შეანელებს მათ ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები დამაინტრიგებელია, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა, მაგრამ დადგება დრო, როცა ეს მცენარე მედიცინაში, კერძოდ კი, სიმსივნესთან ბრძოლის საკითხებში, თავის სიტყვას იტყვის, რისი პოტენციალიც, თავისი ქიმიური შემცველობით, მას ნამდვილად აქვს.
ჩარგვა და მოვლა: ნარცისების ბოლქვები საზაფხულო გაშრობის შემდეგ სექტემბრის ბოლოს ირგვება. ბოლქვების ჩარგვის სიღრმე დაახლოებით 15 სმ-ია და ბოლქვის ზომაზეა დამოკიდებული. ნარცისები ადრე გაზაფხულზე ყვავის ლამაზი ყვითელი ყვავილებით. დაყვავილების შემდეგ ფოთლები თანდათან ჭკნობას იწყებს, ამიტომ უმჯობესია მრავალწლიანი ბუჩქოვანი მცენარეების გვერდით დავრგოთ, რომ ნარცისის დაყვავილების შემდეგ ისევ ლამაზი ადგილი დაგვრჩეს. ნარცისებს უყვარს მზიანი ადგილი. მორწყვის მიმართ არ არის პრეტენზიული. ნარგავებს შორის დაშორება მინიმუმ 10 სანტიმეტრი უნდა იყოს, რათა მცენარე მალე მრავლდება. დაყვავილების შემდეგ შემოდგომაზე შეგვიძლია ბოლქვები ამოვიღოთ და სხვა ადგილას გადავრგოთ. პერიოდულად საჭიროა მცენარის ფოთლების გაწმენდა მტვრისგან.
| |
| |
ნანახია: 3019 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |