მირტი (myrtus)
06.05.2019, 23:44

მირტი მრავალწლოვანი ბუჩქოვანი მცენარეა. მისი სამშობლოა flowers myrtus-ის სურათის შედეგისამხრეთ ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. უმეტესად სუბტროპიკულ და ტროპიკულ მხარეებში ხარობს. ყვავილობას იწყებს 5 წლის შემდეგ, აქვს თეთრი ფერის სურნელოვანი ყვავილები, მუქი ლურჯი ფერის ნაყოფი-კენკრა. მირტის ეთერული ზეთი მდიდარია კამფოლით, ცენეოლით,კამფენით,ალდეჰიდებით. ფოთლები შეიცავს ცხიმოვან, მთრიმლავ, ფისოვან ნივთიერებებს.

მირტი სახელი ბერძნულად ნიშნავს მირონს, ბალზამს, მართლაც მისი ეთერზეთები ეფექტურად კურნავს მრავალ დაავადებას. ძველ საბერძნეთში ეს მცენარე სიწმინდის და უბიწოების სიმბოლოდ ითვლებოდა. მირტის ყვავილებით აფორმებდნენ პატარძლის გვირგვინს. ფიტონციდები, რომელიც გამოიყოფა მისი ფოთლებიდან წმენდს ჰაერს მოკროორგანიზმებისგან. 

მირტის ნახარში სასარგებლოა კუჭის ტკივილისას, თორმეტგოჯა ნაწლავის, თირკმლის, ტვინის დაავადებებისას. ნახარში რეაგირებს როგორც ანტისეპტიკი, არის შარდმდენი. ხალხური მედიცინა იყენებს ბრონქიტის და ფილტვების ტუბერკულოზის დროს. კურნავს ჭრილობებს, დამწვრობას, ყურების ჩირქოვან დაავადებებს. ნაყენს სვამენ სისხლნაკლულობის დროს, ამზადებენ საფენებს მოტეხილობის შემთხვევებში.

დაკავშირებული სურათი

 

მირტის მოვლა:

მცენარე მირტი სიგრილის მოყვარულია და ამიტომ უჭირს სახლის პირობებში გაზრდა. გამონაკლის შემთხვევებში მაინც ყავთ სახლში. მცენარე ცუდად ეგუება ჰაერის სიმშრალეს და სინათლის ნაკლებობას. უნდა მოათავსოთ ყველაზე ნათელ და მზიან ადგილას, სინათლის ნაკლებობისას ღეროები ეწელება, ფოთლები იშვიათად გამოსდის და ფორმას კარგავს.  ზაფხულში უმჯობესია გარეთ გატანა. უნდა გამოაზამთროთ გრილად ათ გრადუს ტემპერატურაზე. თუ ამაზე მაღალ ტემპერატურაზე გამოაზამთრებთ აუცილებლად უნდა მოუწყოთ ხელოვნური განათება. 

გაზაფხულიდან შემოდგომამდე უნდა მოირწყას უხვად, როგორც კი მიწის ზედაპირი გაუშრება. ზამთარში უფრო იშვიათად ირწყვება, მაგრამ მიწის ბოლომდე გამოშრობა არ უნდა დაუშვათ. მირტი თვითონაც გვაგრძნობინებს როცა წყალი აკლია, წყლის ნაკლებობისას ტოტებს დაბლა ხრის. მიწის ბოლომდე გამოშრობას ვერ ეგუება მცენარე, უჭირს ძალების აღდგენა და უღუპება. 

 

 

სასუქი: áƒ“აკავშირებული სურათი

აქტიური ზრდის პერიოდში, როგორც ყველა მცენარეს მირტსაც სჭირდება სასუქი. მიეცით ათ დღეში ერთხელ კომპლექსური სასუქი. 

 

 

ნიადაგი და გადარგვა: 

ახალგაზრდა მცენარეს ყოველ წელს სჭირდება გადარგვა ახალ ქოთანში, მოზრდილს კი სამ წელიწადში ერთხელ. თუ მიწის ზედაპირზე თეთრი ნადები გაუჩნდა მიწის ზედა ფენა უნდა გამოუცვალოთ. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი, უნდა შედგებოდეს: ტყის მიწა + ტორფი + ნეშომპალა + ქვიშა და ფიჭვის ქერქები. 

 

დაკავშირებული სურათი

როგორ მრავლდება:

მირტი მრავლდება თესლით და ტოტით. ტოტით გამრავლება უფრო იოლი მეთოდია, თანაც მცენარე შემდეგ წელს იყვავილებს. გაზაფხულზე მცენარეს უნდა მოაჭრათ 7-10 სანტიმეტრიანი ტოტები, უნდა იყოს აუცილებლას ხის ქვედა ან შუა ადგილიდან აჭრილი ტოტი, ქვემოთა რამოდენიმე ფოთოლი მოაცალოთ და ჩადოთ წყალში დასაფესვიანებლად. მოათავსეთ ნათელ ადგილას. მალე ფესვიანდება. როცა ფესვები კარგად გაეზრდება უნდა ჩარგათ ქოთანში, მისთვის შესაფერის სუბსტრატში და მოათავსოთ კარგად განათებულ ადგილას. 

 

დაავადებები: flowers myrtus-ის სურათის შედეგი

ჰაერის სიმშრალის გამო და მაღალ ტემპერატურაზე გამოზამთრებისას შეიძლება დაავადდეს მცენარე. მცენარე ავადდება ფარიანათი და ტკიპით. ასეთ დროს ფოთლები უყვითლდება და სცვივა. თუ დროულად არ აღმოუჩენთ დახმარებას მცენარე დაიღუპება. ცრუფარიანა თეთრად ედება ფოთლებს, შეგიძლიათ საპნიანი წყლით გაუწმინდოთ ფოთლები, თუ ვერ მოერია ეს მეთოდი გამოიყენეთ ქიმიური პრეპარატები: აქტელიკი, აქტარა, ფიტოვერმი და სხვა. 

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1213 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar