მიხაკი - მოვლა, გამრავლება, სასარგებლო თვისებები (Dianthus)
29.08.2019, 12:24

მიხაკი  ერთი ან მრავალწლოვანი, ძალზე იშვიათად ბუჩქბალახოვანი მცენარეა, გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. ხშირად სურნელოვანი, მარტოული ან ყვავილედად შეკრებილი, მეწამული, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილები აქვს. მისი სახელი ლათინურად ღმერთების ყვავილს ნიშნავს. 

აერთიანებს 300-მდე სახეობას, გავრცელებულია ევროპაში -ხმელთაშუა ზღვისპირეთში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში 21 სახეობა გვხვდება. იზრდება ქვიან და ღორღიან ფერდობებზე, მშრალ მდელოებზე, ბუჩქნარებში, ველის, ნახევარუდაბნოს, ტყის, სუბალპურსა და ალპურ სარტყელებში. მიხაკს, როგორც ლამაზად მოყვავილე დეკორატიულ მცენარეს, იყენებენ დეკორატიულ სამრეწველო მეყვავილეობაში. ფორმებისა და ჯიშების სიუხვით. ყვავილის სილამაზით გამოირჩევა ბაღის მიხაკი. მცენარეს აქვს გრძელი ხაზოვანი ფოთლები, რომლებიც მოპირდაპირედაა განლაგებული ღეროებზე, ის მწვანე ან მოცისფერო ფერისაა. სახეობის მიხედვით ყვავილის ფორმითაც განსხვავებულია: ზოგი ცალფოთოლაა, ზოგი ხუჭუჭა, ზოგიც სურნელოვანი. ამათგან ყველაზე მიმზიდველი მაინც ხუჭუჭა ყვავილიანი მიხაკია. 

მიხაკის წითელი ყვავილი ტრადიციულად მიღებულია რევოლუციის სიმბოლოდ. დეკორატიული მიხაკის გარდა არის სურნელოვანი მიხაკის ხე. მის ნაყოფს სანელებლად იყენებენ კვების მრეწველობაში.

მიხაკს უძველესი დროიდან იცნობენ და გამოიყენებენ სხვადასხვა დანიშნულებით. სხვადასხვა ქვეყანაში ის სამართლიანობის, სიკეთის, ერთგულების სიმბოლოდ ითვლება. 

 

როგორი მოვლა უნდა:

მიხაკს უყვარს მზიანი და ნათელი ადგილი. კარგად ხარობს ღია გრუნტში. მცენარეს მოსწონს ნესტიანი ნიადაგი, კარგია სააღამოობით მორწყათ. პერიოდულად გაუფხვიერეთ ნიადაგი, რათა თავიდან აიცილოთ წყლის ფესვებში ჩადგომა, რაც უარყოფითად მოქმედებს მცენარეზე. მორწყვისას ეცადეთ ფოთლებზე არ მოხვდეს წყალი. 

მოყვავილებული ღერები უნდა მოეჭრას თავის დროზე, რათა ძალა არ დაკარგოს. ამის შემდეგ კარგია თუ კომპლექსური სასუქით მორწყავთ. მცენარე მალე ახალ ღეროებს განივითარებს და ხელმეორედ იყვავილებს. 

მცენარეს უყვარს ნოყიერი და ფხვიერი ნიადაგი. 

სახლის პირობებშიც ადვილად შეგიძლიათ გაახაროთ ეს მცენარე. უნდა მოათავსოთ კარგად განათებულ ადგილას. უყვარს ნოყიერი ნიადაგი. ეცადეთ მიწა მუდმივად ნესტიანი ჰქონდეს. თუ ცხელი ზაფხულია საღამოობით დანამეთ მცენარე. ორ კვირაში ერთხელ მიაშველეთ კომპლექსური სასუქები. სახლის პირობებში შეიძლება დაავადდეს აბლაბუდას ტკიპით, ასეთ დროს უნდა შეასხუროთ საპნიანი წყალი კვირაში ერთხელ. 

 

როგორ მრავლდება:

მიხაკი მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად.

ადვილია მცენარის გამრავლება გადაწვენით, ამისათვის ტოტი უნდა გადააწვინოთ და ზედ დააყაროთ ქვიშა, ქვიშიანი ადგილი ხშირად უნდა ირწყვებოდეს. როცა კარგად განივითარებს ფესვებს შეგიძლიათ ცალკე გადარგოთ.

დაკალმება სჯობს მაისში. ამისათვის უნდა მოეჭრას 5-7 სანტიმეტრიანი კალამი, რომელსაც ექნება მინიმუმ ოთხი ფოთოლი. ქვედა ფოთლები უნდა მოაცალოთ და ჩარგათ პერლიტში. დაასათბურეთ, და პერიოდულად გაანიავეთ. 

თესლით გამრავლების შემთხვევაში ამოსული მცენარე შეიძლება დედა მცენარეს არ დაემგვანოს. თესლი უნდა დაითესოს ქვიშაში, ქოთანში. დასათესად კარგი პერიოდია მაისი. ასეთ დროს სჭირდება სინათლე და 20-22 გრადუსი. 3-4 ფოთლის განვითარების შემდეგ უნდა გადაიყვანოთ ცალკე ქოთნებში, მაგრამ არა ღია გრუნტში. 

 

მიხაკის სასარგებლო თვისებები:

ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ამ მცენარეს გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება. მიხაკი ხელს უშლის სოკოების, მიკრობების და სხვა მავნე ნივთიერების გამრავლებას ორგანიზმში. მიხაკისთვის დამახასიათებელია ანტივირუსული ეფექტი, ის ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას. 

მიხაკის კვირტები აფერხებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-განვითარებას. სწორედ ამიტომ თამამად შეაზავეთ კერძები ამ სასარგებლო მცენარით. შეგიძლიათ ჩაიშიც ჩაამატოთ უმნიშვნელო რაოდენობით. 

მიხაკის სასარგებლო თვისებები გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ მედიცინაშიც. სამკურნალო თვისებებს სანელებელს მასში შემავალი ზეთი ანიჭებს. სწორედ ის უზრუნველყოფს სანელებელს სპეციფიკური არომატით და ანიჭებს მას სამკურნალო თვისებებს. 
მიხაკს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური, ანტიმიკრობული, შარდმდენი და ოფლმდენი თვისებები.
 მიხაკს ფართოდ გამოიყენებენ სტომატოლოგიაში: ის ებრძვის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებებს და ანთებით პროცესებს პაროდონტოზის და კარიესის დროს.
 მიხაკის ანტიმიკრობული თვისების დახმარებით მკურნალობენ დიარეას, მეტეორიზმს და აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას.
 მიხაკის ზეთი - ძლიერი ანტისეპტიკია, რომელიც ეფექტურად ებრძვის ჭიებს და პათოგენურ ბაქტერიებს.

 მიხაკი ხსნის დიაფრაგმულ და კუნთოვან კრუნჩხვებს, შველის სლოკინს.
 აძლიერებს ჭინთვებს მშობიარობის დროს და ამაღლებს საშვილოსნოს ტონუსს.
 ეს სანელებელი დადებითად მოქმედებს ართრიტების, ართროზების და ტრავმების დროს.
 მიხაკის ნახარშს იყენებენ თვალის დაავადებების სამკურნალოდ.
 მიხაკი კურნავს დაბალ წნევას და ასთმას.
 მიხაკი შეუცვლელია ანგინის და სლოკინის სამკურნალოდ. ამ რეცეპტის დასამზადებლად აადუღეთ 200 მლ რძე და დაამატეთ 5 ც. დანაყული მიხაკი. დალიეთ ცხელ მდგომარეობაში, მცირე ყლუპებით, ამასთანავე ცოტა ხნით გააჩერეთ პირის ღრუში.
მიხაკი შესანიშნავად სპობს სუნს პირის ღრუდან, მაგალითად ნივრის და ხახვის სუნს. დაღეჭეთ 1 ც. მიხაკი ჭამის შემდეგ, ასევე ასეთი პროცედურა კარგი პროფილაქტიკაა კარიესის საწინააღმდეგოდ.
    მიხაკი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ბავშვებისთვის, ფეხმძიმე ქალებისთვის, მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის, გასტრიტით, მაღალი მჟავიანობით და წყლულით დაავადებულთათვის.

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 10198 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 0
avatar