ლობელია
22.05.2019, 10:58

    ლობელია ლობელიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ერთწლიანი და დაკავშირებული სურათიმრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც 350-მდე სახეობას აერთიანებს და თითქმის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ამერიკის და აფრიკის სუბტროპიკულ და ზომიერი კლიმატის რაიონებშია გავრცელებული. სამკურნალო მცენარეა, შეიცავს ალკალოიდ ლობელინს. ლობელიას ზრდიან როგორც ოთახის პირობებში, ასევე აივნებსა და ბაღებში. მცენარეს სახელი ნიდერლანდელი ბოტანიკოსის მატიას დე ლობელის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც გახლდათ იაკობ პირველის სამეფო ბოტანიკური ბაღის დირექტორი.

   ბაღებსა და ეზოებში გასახარებლად ყველაზე პოპულარულია ლობელიას ერთწლიანი სახეობა ლობელია ერინუსი, რომელიც წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდანაა და სამშობლოში იზრდება პატარა ბუჩქის სახით, ტენიან და ქვიან ადგილებში. ლობელიას საბაღო სახეობებს სამი ფორმა აქვს: 25 სმ-მდე ბუჩქოვანი, 30-35 სმ-მდე სიგრძის უხვად მოყვავილე და ამპელური, 10-15 სმ-მდე სიგრძის მრგვალი ფორმისა და კომპაქტური ბუჩქი.
   ლობელიას სახეობებს პატარა, 2 სმ-მდე დიამეტრის ყვავილები აქვს, რომლებიც მოკლე ყვავილედებზეა განლაგებული. მათი შეფერილობა დამოკიდებულია კონკრეტულ ჯიშზე. არსებობს ლობელიას ცისფერი, მუქი ლურჯი, მოლურჯო იასამნისფერი, თეთრი ან ვარდისფერ ყვავილიანი სახეობები. 
    ლობელია დათესვიდან 1,5-2 თვეში იწყებს ყვავილობას და ივნისიდან სექტემბრამდე ყვავის. იმ შემთხვევაში, თუ გადაყვავილებულ ტოტებს დროულად მოაცილებთ, მაშინ უხვად და ხანგრძლივად გაგახარებთ ყვავილობით. 

დაკავშირებული სურათი

 

ლობელიას მოვლა:

ლობელია სინათლის მოყვარული მცენარეა, კარგად იტანს მზის პირდაპირ სხივებსაც კი. ლობელიას უყვარს ტენი, ამიტომ ხშირ მორწყვას საჭიროებს. ეცადეთ მიწა მუდმივად ტენიანი ჰქონდეს, მაგრამ არა ძალიან სველი. თუ ლობელიას სიგრილეში აზამთრებთ, მორწყვა შედარებით შეამცირეთ, ხოლო თუ ოთახში თბილა, მაშინ მორწყვა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეთ. არ უყვარს სიმშრალე და ამოტომ ხშირ მორწყვას საჭიროერბს. ზამთარში კარგად უძლებს -2 გრადუს სიცივეს.

პირველი ყვავილობის დასრულებისთანავე ლობელიას ყველა ტოტი დაახლოებით 5 სმ-მდე დაუმოკლეთ. ამის შემდეგ ის ახალ ტოტებს განივითარებს და მალე ხელმეორედ აყვავდება.

lobelia-ის სურათის შედეგი

 

 

სასუქი:

ლობელია გაზაფხულიდან განოყიერებას საჭიროებს რათა ხანგრძლივი და უხვი ყვავილობა ჰქონდეს. უნდა მიაწოდოთ უნივერსალური და მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქები მონაცვლეობით, ორ კვირაში ერთხელ. 

 

 

როგორ ნიადაგში ჩავრგათ:

  მცენარე ბუნებრივ პირობებში ქვიან ადგილებსა და არანოყიერ ნიადაგში ხარობს. ამიტომ არ ითხოვს ნოყიერ ნიადაგს. უნდა ჩავრგათ კორდის მიწისა და ქვიშის ნარევში, რათა წყალი კარგად გაატაროს.

 

lobelia-ის სურათის შედეგი

როგორ მრავლდება:

ლობელიას გამრავლება შეგიძლიათ ორი გზით: თესლით და კალმით.
თესლით გამრავლება თებერვალ-აპრილში უნდა მოახდინოთ. თესლი უნდა ჩათესოთ ტორფისა და ქვიშის ნარევში, დაასათბუროთ და მოათავსოთ ნათელ და თბილ ადგილას. პერიოდულად ძალიან ფრთხილად მორწყეთ, რადგან თესლი ძალიან წვრილია. ეცადეთ, მიწა მუდმივად ტენიანი იყოს, რათა თესლი არ გამოშრეს და არ გახმეს. როგორც კი ნათესიდან ორი ზრდასრული ფოთოლი ამოიწვერება, შეგიძლიათ ცალკე ქოთანში გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
რაც შეეხება კალმით გამრავლებას: ამისთვის საჭიროა მცენარეს 8-10 სმ-ის სიგრძის ტოტი მოაჭრათ და პირდაპირ ტორფისა და ქვიშის ნაზავში დააფესვიანოთ. კალმებს დაფარება არ სჭირდება.

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1669 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.5/4
სულ კომენტარები: 0
avatar