ლავანდა (lavanda)
02.02.2019, 09:45

ვისაც უნახავს ეს დაუვიწყარი სანახაობა, ვისაც ერთხელ შეუგრძნია მისი სილამაზე და მისი სურნელი, დაკავშირებული სურათიარასდროს დაავიწყდება.

ამ ერთი შეხედვით არც თუ განსაკუთრებული ყვავილის ისტორია საუკუნეების სიღრმეებში იკარგება: მას იცნობდნენ ძველი ეგვიპტელები, ლავანდის ყვავილთა სურნელება მდიდარი ეგვიპტელი ქალბატონების პარფიუმერიის ძირითადი შემადგენელი იყო. მედიცინის მამა — ჰიპოკრატე წერდა, რომ ლავანდა გარდასულ წელთაგან დაღლილ გონებას ათბობს, მისი მირთმევა ძალიან სასარგებლოა დაავადებული ღვიძლისა და ნაღველისათვის, ხოლო ლავანდის კვამლი აქრობს სიმყრალეს და აფრთხობს ავ სულებს; ლავანდის გამხმარ ყვავილებს რომაულ აბანოებში დასაბანად იყენებდნენ საპნის ნაცვლად (საპონი ჯერ არ იყო გამოგონილი).  გარდა ამისა, ეპიდემიების დროს, რომაული ქალაქების ქუჩებში ლავანდას გამხმარი ტოტებისგან კოცონს ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ მისი კვამლი იხსნიდა ქალაქის მოსახლეობას.  შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია ამ მცენარეს იყენებდა ავი სულებისა და ეშმაკის განდევნის მთავარ ატრიბუტად და იმ პერიოდში არ არსებობდა არც ერთი სამონასტრო ბაღი, რომელშიც ლავანდის კულტურას საპატიო ადგილი არ ჰქონდა მიჩენილი.დაკავშირებული სურათი

პირველად ლავანდის ზეთის მიღება მეთორმეტე საუკუნეში შეძლეს და მას შემდეგ ამ არომატმა ვარდის ზეთის სურნელთან  ერთად დაიწყო საზეიმო მსვლელობა ევროპაში.  ასე გაგრძელდა მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, შემდეგ კი ზედმეტად მასობრივი წარმოების გამო, ბებერ ევროპას მოყირჭდა ლავანდის სურნელი და იგი მოდიდან გადავიდა. მხოლოდ მოგვიანებით, როცა ქიმიისა და მედიცინის განვითარებამ, ამ მცენარეში კიდევ მრავალი ადამიანისათვის სასარგებლო თვისება აღმოაჩინა, იგი კვლავ აქტუალური გახდა.

ლავანდის ბაღები მსოფლიოში მრავლადაა გავრცელებული. ლავანდის უამრავი ჯიშია გამოყვანილი: იასამნისფერი, ცისფერი, ვარდისფერი, თეთრი და სხვა ფერები. áƒ“აკავშირებული სურათი

ყველაფერთან ერთად, ლავანდა ძალიან კარგი თაფლოვანი მცენარეა და ბაღში მისი გამოჩენით ჩათვალეთ, რომ პეპლებისა და ფუტკრების გუნდს მოიზიდავთ, რაც თავის მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანია ხეხილის ბაღებისათვის. ამავე დროს ვარდებისა და ხეხილის რიგებს შორის დარგული ლავანდების ძლიერი სურნელი მცენარეებს მავნე მწერებისგანაც საკმაოდ ეფექტურად დაიცავს.

 

 

ლავანდის სასარგებლო თვისებები:დაკავშირებული სურათი

ბრონქიტის დროს: შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ მდგომარეობა: თითო წილი ლავანდის, ჩაის ხისა და ბეგქონდარას, ორი წილი ბაღის პიტნის ზეთის ნარევი დილა-საღამოს წაისვით მკერდსა და ზურგზე და თბილად შეიკარით.

გადაღლილობის დროს:  50გ ლავანდის ყვავილს დაასხით 1ლ წყალი. მიიყვანეთ დუღილამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და 8 წუთს გააჩერეთ, გაწურეთ, დაამატეთ აბაზანაში 38 გრადუს ცელსიუსზე გამთბარ წყალს და ჩაწექით 15-20 წუთი.

ხველების დროს: 2 წვეთი ლავანდის ზეთი დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლს და მიიღეთ.lavanda-ის სურათის შედეგი

ძლიერ თავის ტკივილს მოგიხსნით ლავანდის კომპრესი. ბამბის ქსოვილი დაასველეთ ლავანდის სპირტში და ცივი კომპრესი დაიდეთ შუბლზე ნახევარი საათით.

გაღიზიანების, ნერვული დაძაბულობისა და სტრესის დროს ლავანდის ზეთის 3 წვეთი დაამატეთ თბილ წყალს, დაასველეთ ბამბის ქსოვილი, დაიფინეთ სახეზე და გაიჩერეთ 5 წუთი.

ლავანდის ზეთით მკურნალობენ: დალურჯებულს, დერმატიტს, ეგზემას, ფსორიაზს, მწერების ნაკბენს და მზით დამწვრობას.

lavanda-ის სურათის შედეგი

 

როგორო პირობები სჭირდება:

ლავანდის ზოგიერთი სახეობა იმდენად გვალვაგამძლეა, რომ უკვე მოზრდილ მცენარეებს, წელიწადში სულ რამდენჯერმე მორწყვაც კი ჰყოფნის. ამ მცენარის ზოგიერთი სახეობა კარგად იტანს ყინვასაც  25 გრადუსამდე.

მცხუნვარე მზის მოყვარულ ლავანდას შეუძლია სრულიად უნაყოფო, მსუბუქ ქვიშნარ-თიხნარზეც იარსებოს. მისი ფესვები 4 მეტრამდე აღწევს ნიადაგში და სასიცოცხლო ენერგიას ლამის მიწის გულიდან იღებს, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ ნაყოფიერ ნიადაგს შეურჩევთ, ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებთ. lavanda-ის სურათის შედეგი

ლავანდის ზრდასრული ბუჩქის ზომები სახეობების მიხედვით 30 სმ-დან 1,5 მეტრამდეც კი მერყეობს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლამდეა, თუმცა რეგულარული კრეჭვით მცენარეს ფორმასაც შეუნარჩუნებთ და გაახალგაზრდავებთ კიდეც.

სახლის პირობებში მისი გაზრდა ცოტა რთულია. უყვარს მზიანი ადგილი და სუფთა ჰაერი. ქოთანში შეგიძლიათ ნებისმიერ ნიადაგში ჩარგათ, ოღონდ არა მჟავე ნიადაგში. ქოთნის ძირში აუცილებელია დრენაჟი. ლავანდა კარგად რეაგირებს კალიუმიან სასუქებზე, ნუ მისცემთ აზოტიან და ნაკელიან სასუქს, რადგან ის ხელს უწყობს მწვანე მასის ზრდას და ყვავილობა ნაკლები ექნება. აუცილებელია მისი გადაკრეჭა გაზაფხულზე და შემოგდომაზე. 

დაკავშირებული სურათი

როგორ მრავლდება:

ლავანდა მრავლდება: თესვით, დაკალმებით და გადაწვენით.

თესვის მეთოდს ძირითადად სამრეწველო პლანტაციების გაშენებისას მიმართავენ და შემოდგომაზე დათესილი მოსავლის აღება უკვე ორწლიანი ბუჩქებიდან არის შესაძლებელი.

რაც შეეხება კალმით გამრავლებას, ამისათვის გაზაფხულზე გასხლული ბუჩქების უკვე გახევებულ კალმებს იყენებენ და ერთი ლავანდის ბუჩქიდან აჭრილი კალმები, სრულიად საკმარისია ერთი წლის შემდეგ ლავანდას ათეულობით ბუჩქის მისაღებად.დაკავშირებული სურათი

ლავანდის გამრავლება ყველაზე ადვილია ტოტის გადაწვენით. ტოტი გადააწვინეთ გვერძე და დააყარეთ ცოტა მიწა და დაადეთ სიმძიმე,რომ ზემოთ არ ამოვიდეს. რამოდენიმე თვეში დაფესვიანდება და შეგიძლიათ ცალკე გადარგოთ. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2885 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar