ლანთანა
15.12.2018, 13:36

ლანთანას გვარში გავრცელებულია 150-მდე სახეობა. ლანთანას სამშობლო ამერიკის ტროპიკებშია. ბუნებაში ლანთანა სიმაღლით მეტრანახევარს აღწევს, სახლის პირობებში (ქოთანში) მაქსიმუმ 50 სანტიმეტრი იზრდება. მცენარეს ზრდიან სხვადასხვა ფორმით: დაბუჩქული, შტამპზე, ბონსაი. მას აქვს სურნელოვანი ყვავილები: თეთრი, ნარინჯისფერი, ყვითელი, წითელი, იისფერი ყვავილები.

ლანთანა-ის სურათის შედეგი

 

მოვლა სახლის პირობებში:

სახლის პირობებში უყვარს ნათელი ადგილი. მაგრამ არა პირდაპირი მზე. უხვად უნდა მოირწყას გაზაფხულიდან შემოდგომამდე, როცა მიწის ზედა ფენა შეშრება. შემოდგომიდან კი მორწყვა უნდა შეამციროთ, მაშინ უნდა მოირწყას როცა მიწა ბოლომდე გაშრება. 

 

სასუქი:

სასუქი უნდა მიეცეს მაისიდან შემოდგომამდე, რომელიმე კომპლექსური სასუქი 10 დღეში ერთხელ. áƒšáƒáƒœáƒ—ანა-ის სურათის შედეგი

 

 

როდის უნდა გადავრგათ:

ახალგაზრდა მცენარე ყოველ წელს უნდა გადაირგას. კარგია მარტში თუ გადარგავთ. ქოთანი უნდა იყოს არაღრმა და ძირში უნდა ჰქონდეს კარგი დრენაჟი. შეგიძლიათ გადარგვისას მისი ფორმირებაც. მოაჭერით ტოტები და მიეცით სასურველიფორმა. 

 

როგორი ნიადაგი უყვარს:

ნიადაგი უნდა შედგებოდეს: 2წილი კორდის მიწა + 1 წილი ქვიშა + ტორფი. 

 

გამრავლება:ლანთანა-ის სურათის შედეგი

მრავლდება კალმებით და თესლით. კალმით გამრავლებისას უნდა მოეჭრას დაახლოებით 10 სანტიმეტრიანი ტოტი და ჩაირგას ქვიშანარევ ტორფში. დაასათბურეთ და პერიოდულად გაანიავეთ და დანამეთ ზედაპირი. 

თესლით გამრავლებისას: თესლი ითესება მარტში და უნდა მოათავსოთ 22 გრადუსზე. დაახლოებით ორ კვირაში ამოდის. როცა 3-4 ფოთოლი განუვითარდება უნდა გადაიგას ქოთანში. 

ლანთანა-ის სურათის შედეგი

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1624 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar