03.05.2019, 16:47 | |
ქრიზანთემა ( Chrysanthemum) ერთ და მრავაწლოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 50 - 150 სმ აღწევს. ფოთოლი მუქი მწვანეა, კიდემთლიანი ან კიდენაკვთული, ყვავილები შეკრებილია სხვადასხვა ზომის კალათა ყვავილედად, ნაყოფი თესლურაა. ქრიზანთემის 180 სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში ველურად არსად არ არის. ბევრი სახეობა გამოყენებულია დეკორატიულ მებაღეობაში. მეყვავილეობის პრაქტიკაში მათ ყოფენ დიდყვავილა და წვრილყვავილა ქრიზანთემებად. ჩინეთში, იაპონიაში და აზიის სხვა ქვეყნებში ქრიზანთემის ღეროს, ფოთოლსა და ყვავილედს იყენებენ საჭმელად, როგორც ბოსტნეულს. ქრიზანთემა მრავლდება თესლით (უმთავრესად სასელექციო დანიშნულებით) და ვეგეტატიურად. ძველი გადმოცემის მიხედვით, ეს ულამაზესი ყვავილი ახალგაზრდობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოა, სამკურნალო თვისებების გამო კი მას დღემდე იყენებენ ფიტოთერაპიაში. გამოყვანილია ქრიზანთემას უამრავი ჰიბრიდული ჯიში. არსებობს ოთახის და ეზოს ქრიზანთემები. ყვავილების შეფერილობით უამრავი ფერი არსებობს, თეთრით დაწყებული, ლურჯით დამთავრებული. არსებობს ძველებური ლეგენდა ქრიზანთემის შესახებ. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ერთხელ ბოროტმა დრაკონმა მზე მოიტაცა. მნათობი ცეცხლივით ენთო და ისეთი ცხელი გახლდათ, რომ დრაკონს თათები დაეწვა. ტკივილისა და სიბრაზისგან დრაკონმა ცეცხლოვან ბურთს გლეჯა და თელვა დაუწყო. მზის .ნაპერწკლები დედამიწაზე ჩამოცვივდნენ და თეთრ ყვავილებად იქცნენ.
ქრიზანთემას მოვლა: ქრიზანთემა სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ნათელ ადგილას უნდა მოათავსოთ, ოღონდ მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს. ამიტომ უმჯობესია, კარგად განათებულ ფანჯარასთან მოათვასოთ, დღის ცხელ მონაკვეთში კი თხელი ფარდით მოუჩრდილოთ. პერიოდულად ქრიზანთემას სჭირდება ტოტების დამოკლება. როცა დაყვავილდება, დაყვავილებული ტოტები უნდა მოეჭრას. გასხვლა ხელს უწყობს რომ მცენარე უფრო დაიბჩქოს.
სასუქი: აქტიური ზრდის პერიოდში გაზაფხულიდან თვეში ორჯერ უნდა მიეწოდოს უნივერსალური სასუქები. ეს ხელს შეუწყობს მის უხვ ყვავილობას.
ნიადაგი და გადარგვა: თუ ქოთანში ზრდით მცენარეს ახალგადზრდას ყოველ წელს სჭირდება გადარგვა, ზრდასრულს კი ორ წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევასი მცენარე უნდა გადაირგას ახალ ქოთანში, ეს უნდა მოხდეს ადრე გაზაფხულზე, სანამ მცენარე ყვავილობას დაიწყებს. ნიადაგის მიმართ არ არის პრეტენზიული, მთავარია ფხვიერი ნიადაგი იყოს და დაუმატოთ ცოტაოდენი გადამწვარი ნაკელი.
როგორ მრავლდება: ქრიზანთემა ორი გზით მრავლდება: ბუჩქის დაყოფით და კალმებით. დაყოფით გამრავლება უფრო იოლი პროცესია: გაზაფხულზე როცა მცენარე გადაგვაქვს ახალ ქოთანში, უნდა დავყოთ ბუჩქი სასურველ ნაწილებად და ჩაირგას ცალკე ქოთანში. კალმებით გასამრავლებლად: კალამი უნდა იყოს 10-15 სანტიმეტრი სიგრძის. უნდა მოაცილოთ ქვემოთა ფოთლები და ჩარგათ წინასწარ შეზავებულ სუბსტრატში ( ტორფი + ქვიშა) 1.5-2 სანტიმეტრის სიღრმეზე. ზემოდან დააფარეთ შუშის ქილა და მოათავსეთ გრილად 20 გრადუს ტემპერატურაზე. როცა კარგად დაფესვიანდება დაგაიტანეთ მუდმივ ქოთნებში ან ღია გრუნტში.
| |
| |
ნანახია: 4627 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |