25.02.2019, 11:31 | |
კლემატისი არის ულამაზესი მხვიარა მცენარე. ეს მცენარე
როგორ მოვუაროთ სწორად: კლემატისი უნდა დაირგას გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, მცენარეს ძნელად გადააქვს ეს პროცესი. უნდა დაირგას მზიან ქარისგან მოფარებულ ადგილას. ჩარგვამდე მცენარე 5-10 წუთით უნდა ჩადოთ წყალში. ორმო ამოთხარეთ დაახლოებით 60 სანტიმეტრის სიღრმის. მიწა უნდა იყოს დაბალმჟავიანი. მის დარგვამდე მოამზადეთ საყრდენი, რაზეც უნდა მიმაგრდეს მცენარე, დარგვის შემდეგ საყრდენის გაკეთებისას შეიძლება ფესვები დაუზიანოთ მცენარეს. მცენარის ჩარგვამდე ორმოში უნდა ჩაიყაროს წინასწარ მომზადებული ნაზავი: ქვიშა + ტორფი + ნაცარი + ცოტა მინერალური სასუქი. ჩარგეთ მცენარე და მიწა მოაყარეთ ისე, რომ კვების კვანძი მოექცეს მიწაში. მსხვილყვავილიანი კლემატისი ირგვება უფრო ღრმად, ვიდრე
მორწყვის რეჟიმი: კლემატისს უყვარს ნესტი, თუ მშრალი ამინდებია უნდა მოირწყას უხვად მიწის გაშრობის შემდეგ.
სასუქი: ადრე გაზაფხულზე როცა თოვლი დნობას იწყებს, კლემატისს ძირში უნდა მოაყაროთ სასუქი გვარჯილა, ზაფხულში კი პერიოდულად გამოკვებეთ მინერალური სასუქებით და აზოტით მდიდარი სასუქი.
გასხვლა: შემოდგომაზე კლემატისს სჭირდება გასხვლა. უნდა მოაცალოთ გამხმარი ტოტები. მცენარეს საკმაოდ უნდა დავუმოკლოთ ტოტები, უნდა დარჩეს მხოლოდ 3-4 კვირტზე, ეს უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ და უხვ ყვავილობას.
როგორ გავამრავლოთ: მსხვილყვავილიანი კლემატისის ჯიშები თესლით გამრავლებისას ვერ ინარჩუნებს ჯიშის ხარისხს, ამიტომ მას ამრავლებენ ვეგეტატიურად. მრავლდება ბუჩქის გაყოფით, გადაწვენით ან კალმებით. ყველაზე ეფექტური და იოლია გადაწვენით გამრავლება. ამისათვის გაზაფხულზე დედა ბუჩქის გვერდით ამოსულ ტოტს უნდა ამოუთხაროთ ორმო და გადააწვინოთ ყლორტი, ზემოდან კარგად მოაყაროთ მიწა, რომ ყლორტი ზემოთ არ ამოიწიოს. ბუჩქის გაყოფით გასამრავლებლად ადრე გაზაფხულზე, სანამ კვირტები დაიწყებს გამოსვლას უნდა მოითხაროს ფრთხილად და ცალკე გადარგოთ. კალმით გასამრავლებლად იყენებენ, როგორც მწვანე ისე გახევებულ ტოტებსაც. მოჭრილი ტოტი უნდა დამუშავდეს სტიმულატორში და შემდეგ ჩაირგას ნესტიან ტორფნარევ ქვიშაში. ტემპერატურა უნდა ჰქონდეს 20-22 გრადუსი.
დაავადებები: კლემატისი ზოგჯერ ავადდება სოკოვანი დაავადებით. ამის თავიდან ასაცილებლად კარგია გაზაფხულზე და შემოდგომაზე მცენარე რომელიმე ფუნგიციდით შეიწამლოს. სასურველია მიწაზეც მოასხათ. თუ მაინც დაავადდა მცენარე სასწრაფოდ მოაჭერით დაავადებული ტოტები და დაწვით.
| |
| |
ნანახია: 6426 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |