ხავერდა, დეკორატიული ზაფრანა (Tagetes)
30.08.2019, 15:56

ხავერდა იგივე დეკორატიული ზაფრანა ერთი ან მრავალწლოვანი ყვავილია, რთულყვავოლოვანთა ოჯახის. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა. ღერო სწორმდგომია, მტკიცე, რომლებიც ქმნიან კომპაქტურ ან გაშლილ ბუჩქს. ბუჩქის სიმაღლე მერყეობს 20-დან 120 სმ-მდე. მცენარეს მკვეთრი სურნელი აქვს. ფოთლები ფრთისებრ-გაყოფილი ან ფრთისებრ-ფოთლოვანია, იშვიათად მთელი, დაკბილული, ღია მწვანედან დაწყებული მუქ მწვანემდე. ისინი განლაგებულნი არიან მოპირდაპირედ ან მორიგეობითი წესით.

ზაფრანას გააჩნია ასევე უნიკალური სამკურნალო თვისებები, რის გამოც მას მოიხმარენ მედიცინაში  100-ზე მეტ დაავადების მკურნალობაში. ეს მცენარე შეიცავს მრავალ ვიტამინებს, ასევე მიკრო და მაკრო ელემენტებს. 

 

როგორი პირობები უყვარს:

ხავერდა ადვილად მოსავლელი უპრეტენზიო მცენარეა, კარგად ხარობს როგორც მზიან ადგილას ასევე ნახევარჩრდილშიც. იგი სითბოს მოყვარულია, უპრეტენზიო და სწრაფადაც იზრდება. არსებობს ხავერდულას როგორც  ,მწვრილყვავილიანი, ისე მსხვილყვავილა ჯიშები. ყვავილობს ლამაზი მკვეთრი ფერებით, ყვავილები ყვითელი, მოყავისფრო-წითელი, წითელი, ჭრელი ან ნარინჯისფერია. ყვავილობას იწყებს ზაფხულის დასაწყისიდან და გრძელდება პირველი ყინვის დაწყებამდე. ნაყოფი თესლურაა, დაყვავილების შემდეგ თესლი შეგიძლიათ შეინახოთ შემდეგი წლისთვის.

ხავერდა თავისი სურნელით მავნებლებისგან იცავს გარემოს. 

ხავერდულა კარგად ხარობს საკვები ნივთიერებებით მდიდარ, კარგად გატენიანებულ ნიადაგებზე. ეს განსაკუთრებით ეხება ზაფხულის პირველ ნახევარს. ისინი, აგრეთვე, მოვლის ღონისძიებების მიმართ გარკვეულწილად მოთხოვნილებადნი არიან. მართალია, ისინი ითვლებიან გვალვაგამძლეებად, მაგრამ, ზრდის დასაწყისში საჭიროა მორწყვა, რადგან ამ ღონისძიების გარეშე მცენარეები იქნება ფუყე, ხოლო ყვავილედები – წვრილი.

რაც შეეხება ნიადაგში ტენის სიჭარბეს, ხავერდულა ვერ იტანს ზედმეტ ტენს ნიადაგში. წვიმიან ამინდში, მათი მსხვილი ყვავილედები იწყებენ ლპობას. თუ ნიადაგი გაჯერებულია წყლით, მცენარეები იღუპებიან, ფესვის ყელის სოკოვანი დაავადებების გამო. მინერალური სასუქების საგაზაფხულო შეტანას თან ახლავს ძლიერი ზრდა და ყვავილობის დაყოვნება. ისინი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მცენარე, თავისებურად რეაგირებენ დაავადებებისა და მავნებლების გამოვლენაზე.

მშრალი და ცხელი ტემპერატურის პირობებში, ისინი ზიანდებიან აბლაბუდას ტკიპით. იმისათვის, რომ მცენარეები ვიხსნათ მისგან, საჭიროა ავამაღლოთ ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა. ეს შესაძლებელია რამდენიმეჯერ მორწყვით გავაკეთოთ. პარაზიტის მთლიანი განადგურებისათვის იყენებენ ხახვის ნაყენით შესხურებას 2-3-ჯერ. შესაძლებელია გამოყენებული იქნას ნაყენი წითელი წიწაკისა, ათასწლოვანასი. 

 

 

როგორ მრავლდება:

მცენარე ძირითადად მრავლდება თესლით. ხავერდას დათესვა შესაძლებელია ღია გრუნტში, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში. პირველი აღმონაცენები გამოვლინდება დათესვიდან 5-10 დღის შემდეგ.

შესაძლებელია ხავერას დათესვა ოთახის პირობებშიც. ჯანმრთელი მცენარეების მიღებისათვის საჭიროა საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი. საჭიროა სპეციალური ნარევი ნიადაგისა: ერთი წილი ნაკელი + ერთი წილი ტორფი + ერთი წილი კორდის მიწა + 0.5 წილი ქვიშა. ასეთ შემთხვევაში უნდა დაითესოს მარტში, ნათესი უნდა დაასათბუროთ და მოათავსოთ კარგად განათებულ ადგილას. საჭიროა თანაბარი ტემპერატურის დაცვა (18-22 გრადუსი) და ზომიერი მორწყვა. 

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2657 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/7
სულ კომენტარები: 0
avatar