კესანე
24.11.2018, 22:26

კესანე ერთი ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს ცისფერი ყვავილები ყვითელი გულით, დაკავშირებული სურათისხვადასხვა ფერის ფოთლებით. მცენარე საკმაოდ ლამაზი და უპრეტენზიოა. მის ნაყოფს იყენებენ ფილტვების დაავადების დროს. მცენარე იზრდება მაქსუმუმ 30 სმ სიმაღლის. 

ველურ ბუნებაში გავრცელებულია კესანეს 50 სახეობა, აქედან ჩვენთან მხოლოდ 15 სახეობაა გავრცელებული. 

მცენარეს მოსწონს ტენიანი და ჭაობიანი ადგილები. კარგად გრძნობს თავს ჩრდილში. გამოიყვანეს ჰიბრიდული ჰიშის მცენარეები, რომელსაც სხვადასხვა ფერის ყვავილებით შეხვდებით.  

მცენარე კესანე კარგად გრძნობს თავს ჩრდილში, უყვარს ტენი. ეს მცენარე ყვავილობას იწყებს მაისში და 2 თვე ყვავის. ხოლო თუ მცენარე მზეშია დარგული ყვავილობა ძალიან ხანმოკლე ექნება. 

კესანეს ამრავლებენ თესლით. ადრე გაზაფხულზე უნდა გამზადდეს ადგილი. წინასწარ უნდა შეიტანოთ ტორფი და ნაკელი და შემდეგ გაამზადოთ ორმოები. თესლი უნდა ჩაალბოთ მარილწყალში, რომელიც ზემოთ ამოტივტივდება ისინი გადაყარეთ. ნათესებს შორის უნდა იყოს არანაკლებ ათი სანტიმეტრის. თუ ბევრი ამოვა უნდა გამოხშიროთ. ასევე შეიძლება რამე კონტეინერში დათესვაც ოღონდ შემოდგომაზე. ადრე გაზაფხულიდან კი ღია გრუნტში უნდა გადაიტანოთ. áƒ“აკავშირებული სურათი

მცენარე ორი წლის განმავლობაში ინარჩუნებს თავის სილამაზეს, მესამე წლიდან ის სილამაზეს კარგავს, ფოთლები უწვრილდება და ღერები ეწელება. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2785 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.8/4
სულ კომენტარები: 0
avatar