კალიბრაჰოა (kalibrahoa)
07.11.2018, 13:56

კალიბრაჰოა ძალიან წააგავს პეტუნიას. ამ მცენარის ყვავილის დიამეტრია 2-3 სმ, და უხვად ყვავილობს. ტოტები სიგრძეში ერთ მეტრს დაკავშირებული სურათიაღწევს, თუ დაკიდულია იმ შემთხვევაში მეტრა ნახევარსაც აჭარბებს. ღერო და ფოთლები დაფარულია ბუსუსებით. ყვავილის შეფერილობა უამრავია. არსებობს ხუჭუჭა და არახუჭუჭა მცენარეები. ხუჭუჭას ოდნავ მომცრო ყვავილები აქვს, ვიდრე არახუჭუჭას. კალიბრაჰოა მრავალწლიანი მცენარეა. 

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

 

ამ მცენარეს არ უყვარს ნესტიანი ნიადაგი, უნდა მოვრწყათ იშვიათად. მთელი ყვავილობის პერიოდში კალიბრაჰოას სასუქი სჭირდება. უნდა გამოიყენოთ ნებისმიერი სასუქი კვირაში ერთხელ. დაყვავილებული, მომჭკნარი ყვავილები დროულად მოარიდეთ, რომ მის ადგილას ახალი კოკრები განავითაროს. 

მცენარე ვერ უძლებს ყინვას. თუ ღია გრუნტში გაქვთ დარგული ზამთარში უნდა შეიფუთოს ან დააყაროთ ტორფი. áƒ™áƒáƒšáƒ˜áƒ‘რაჰოა-ის სურათის შედეგი

ღია გრუნტში დარგვისას უნდა გაითვალისწინოთ ადგილი: არ უყვარს შუადღის მწვავე მზე ასეთ შემთხვევაში ხმაბა. რამოდენიმე ნერგის დარგვისას შუალედი უნდა იყოს 50 სმ. $IM

 

 

როგორ გავამრავლოთ:

მცენარე მრავლდება თესლით და კალმებით. თესლით გამრავლებას არ გირჩევთ, რადგან ამოსული მცენარე იშვიათად ემგვანება დედა მცენარეს. დათესვის წინ თესლი უნდა ალბეს და დაითესოს ტორფში მარტში, მაისიდან უკვე იწყებს ყვავილობას. 

კალმებით გამრავლება უფრო იოლია და ეფექტური. ხუჭუჭა კალიბრაჰოას კალამი უფრო მალე ფესვიანდება. კალამი

შეგიძლიათ დააფესვიანოთ წყალშიც და ტორფში. თუ კალამს აფესვიანებთ უნდა ჩარგოთ ტორფში ზამთრის ბოლოს და დადგათ 10 გრადუსზე ოთახში. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 999 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar