23.08.2019, 16:30 | |
იბერისი ძალიან ლამაზი წარმომადგენელია ჯვარედინყვავილიანთა ოჯახიდან, დეკორატიული და სურნელოვანია. მის სამშობლოდ მიიჩნევა მცირე აზიისა და სამხრეთ ევროპის მაღალმთიანი რეგიონები, უკრაინა, ყირიმი... არსებობს იბერისის მრავალწლიანი და ერთწლიანი სახეობები. სულ გავრცელებულია ორმოცამდე იბერისის სახეობა. აქვს სხვადასხვა ფერის ყვავილი სახეობის მიხედვით - უმეტესად თეთრია, მაგრამ გვხვდება იასამნისფერი, ლილისფერი ყვავილებიანიც. ყვავილობა გრძელდება თვენახევარი და მთელი ეს დრო ბაღში სასიამოვნო სუნი დგას. იბერისი გამოიყენება გაზონების გასალამაზებლად, ასევე სხვა მცენარეებთან კომპოზიციაში. ის კარგად იზრდება ქვიან ნიადაგშიც. არ არის რთული მოსავლელი მცენარე იბერისი შეგიძლიათ სახლის პირობებშიც იყოლიოთ, მხოლოდ უნდა მოათავსოთ განათებულ ადგილას. უნდა მოირწყას ნადგამი ოთახის ტემპერატურის წყლით, როცა მიწა გაუშრება. ღია გრუნტის იბერისი ფაქტიურად საერთოდ არ ითხოვს მორწყვას, მხოლოდ თუ ძალიან ცხელი ზაფხულია შეგიძლიათ მორწყათ ერთხელ ან ორჯერ, მთელი ზაფხულის განმავლობაში.
ნიადაგი და გადარგვა: ნიადაგის მიმართ არ არის პრეტენზიული მცენარე, ხარობს ნებისმიერი შემადგენლობის ნიადაგში. მაგრამ უპირატესობას ანიჭებს მსუბუქ და თიხნარ ნიადაგს. ახალ ქოთანში უნდა გადაირგას მაშინ როცა ფესვები მთლიანად შეავსებს ქოთანს. ახალ ქოთანში უნდა დაგაიყვანოთ თავისივე კომით და გარშემო სიცარიელე შეუვსოთ ახალი მიწით.
გასხვლა:
როგორ მრავლდება იბერისი: მცენარე მრავლდება თესლით და კალმებით. კალმით გასამრავლებლად საჭიროა ჯამრთელი კალამი ჩარგოთ ქვიშისა და მიწის ნარევში. მოათავსეთ ნათელ ადგილას და პერიოდულად დანამეთ მიწის ზედაპირი. როცა მცენარე ზრდას დაიწყებს შეგიძლიათ გადაიტანოთ სასურველ ქოთანში ან ღია გრუნტში. იბერისი ითესება მარტის ბოლოს, თესლი არ უნდა ჩაიფლას ღრმად, უნდა დაითესოს მიწის ზედაპირზე და ზემოდან დააყაროთ თხელ ფენად ქვიშა. დანამეთ კარგად და დააფარეთ ცელოფანი. უნდა მოათავსოთ ნათელ ადგილას. პერიოდულად უნდა გაანიავოთ და დანამოთ მიწის ზედაპირი. მცენარე ამოსვლას დაიწყებს ერთი კვირის შემდეგ. მაისის ბოლოს როცა უკვე ყინვები აღარ იქნება ნერგები უნდა გადაიყვანოთ ღია გრუნტში.
იბერისი იშვიათად ავადდება, ისიც იმ შემთხვევაში თუ არ ხდება ნიადაგის გამოშრობა, ამ დროს შეიძლება გაუჩნდეს სოკოვანი დაავადება.
| |
| |
ნანახია: 1427 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |