01.11.2018, 11:48 | |
ჰორტენზია ბუჩქოვანი მცენარეა. ის თავისი სხვადასხვა ფერების არაჩვეულებრივი შეფერილობებით სხვათა შორის, იაპონიაში ჰორტენზიას აჯისაის უწოდებენ, რაც თარგმანში მზის იასამნისფერ ყვავილს ნიშნავს. ყვავილს Hydrange-საც უწოდოებენ, რაც ძველბერძნულად წყლით სავსე ჭურჭელს ნიშნავს. ეს სახელწოდება ჰორტენზიას შემთხვევით არ მიუღია, მას ძალიან უყვარს ბევრი წყალი.
დღესდღეობით ამ მცენარის 80-მდე სახეობა არსებობს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით 4 სახეობა
ჰორტენზიამ რომ კარგად იყვავილოს ჩრდილში უნდა დარგათ, აქ ნიადაგი შედარებით ნელა შრება. გრუნტი უნდა ჰქონდეს მჟავე ან მსუბუქად მჟავე. ძალიან უხდება კომპლექსური სასუქი. ყვავილი ივლისში იწყებს აყვავებას და ზამთრამდე არის, ოღონდ ფერს იცვლის და მწვანე ფერის არის.
მორწყვის რეჟიმი: რაც შეეხება მორწყვას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ყვავილების ნიადაგი მუდამ სველი უნდა იყოს. მოსარწყავად იდეალურია ნადგომი წყლის გამოყენება. წყალში პერიოდულად შეგიძლიათ დაამატოთ ლიმნის წვენი. გაითვალისწინეთ ის ფაქტორიც, რომ უნდა მორწყათ მხოლოდ მიწა, ზედაპირული მორწყვა ამ ყვავილს არ უყვარს, მის ფოთლებსა და ღეროებს არ უნდა შეეხოთ. ჰორტენზია ღია გრუნტში გაზაფხულზე ირდგვება, როცა ყინვები ჩაივლის.
სასუქი: ჰორტენზიის შეფერილობა იცვლება ნიადაგში არსებული სასუქის მიხედვით. თუ თვეში ერთხელ რკინის ჰორტენზიას შემოდგომაზე გასხვლა ესაჭიროება. სასურველია ძველი ტოტები მოვაჭრათ, რომ ახალი ტოტები უფრო უხვად ამოიყაროს და ყვავილობაც უხვი ექნება.
გამრავლება: გამრავლება 2 გზით შეგიძლიათ: ბუჩქის დაყოფით და კალმებით. დაყოფა შეგიძლიათ გაზაფხულზე, ამისათვის უნდა ამოიღოთ მიწიდან და გაყოთ მცენარე. ირგვება ჩვეულებრივი წესით. ახალი მცენარე მეორე წლიდან იწყებს ყვავილობას. კალმით გასამრავლებლად მოჭრილი ტოტი უნდა ჩარგათ ქვისანარევ ნიადაგში და დაასათბუროთ. ქოთნის ჰორტენზია წელიწადში ორჯერ გადარგვას საჭიროებს. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ მის მორწყვას. წყლის ნაკლებობის შემთხვევაში ჰორტენზიას ყვავილები გაყავისფერდებიან. ასევე უნდა მოარიდოთ ეს ყვავილი მზის პირდაპირ სხივებს. | |
| |
ნანახია: 6132 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |