დროზერა, მტაცებელი მცენარე (drozera)
12.12.2018, 11:33

    დროზერა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მტაცებელი მცენარეა. მისი 200-მდე სხვადასხვა სახეობა არსებობს. გავრცელებულია ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. საქართველოში კი მხოლოდ 4 სახეობაა გავრცელებული. როზეტად შეკრებილი ფოთლები დაფენილია ჯირკვლოვანი ბუსუსებით. დროზერა მწერებს იჭერს წებოვანი გამონაყოფით დაფარული ნემსების საშუალებით. როცა მწერი ერთ რომელიმე ასეთ ნემსს ეხება, მაშინვე იწყებს მოძრაობას დროზერას სხვა ნემსებიც, რათა მსხვერპლი ხაფანგში მოაქციონ. მწერების გადამუშავების შედეგად მიღებული მასით კი ხდება მცენარის გამოკვება და ზრდა. მცენარე იზრდება ტორფიან ჭაობებში. როზეტა სხვადასხვა შეფერილობის არსებობს ღია მწვანედან დაწყებული მუქ წითლამდე. მცენარე ყვავის ზაფხულის დასაწყისში, ყვავილი თეთრი ან ვარდისფერია. 

დროზერას ქოთანშიც ზრდიან. მცენარეს უყვარს ტორფიანი მსუბუქი ნიადაგი და ნათელი ადგილი. არ არის პრეტენზიული მცენარე. დროზეტას უყვარს ტენი, მაგრამ არა ბევრი წყალი. ის უნდა ჩაირგას პატარა ქოთანში. როგორც ყვალა მცენარეს, დროზეტასაც სჭირდება სასუქის მიცემა. გაზაფხულიდან უნდა მისცეთ ორ კვირაში ერთხელ სასუქი, რათა უხვი ყვავილობა ჰქონდეს. 

მცენარე მრავლდება თესლით. 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2700 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar