23.09.2019, 22:53 | |
დეკორატიული კომბოსტო ორწლიანი მცენარეა. მისი სიმაღლე 60-80 სმ-ს აღწევს. დეკორატიული კომბოსტოს სამშობლოდ იაპონია ითვლება. სწორედ აქ დააფასეს და შეაფასეს ეს კულტურა სათანადოდ. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს მომწვანო, მონარინჯისფრო და ბორდოსფერი ჯიშები. ჯიშის მიხედვით, ის შეიძლება იყოს როგორც ღია, ისე მუქი მწვანე და ასევე მოვარდისფრო. სრულყოფილ ზომას ეს მცენარე ზაფხულში აღწევს. თუ თქვენი აგარაკის გალამაზება გინდათ, დეკორატიული კომბოსტო საამისოდ ნამდვილად გამოგადგებათ. მისი მოყვანა და მოვლა იმდენად ადვილია, რომ დამწყებ მებაღესაც კი არ გაუჭირდება. ეს მცენარე აბსოლუტურად უპრეტენზიოა, სიცივე და ყინვა არ აშინებს. ის კი არა, დაბალი ტემპერატურა უხდება კიდეც. ამ მცენარემ შეძლი სილამაზის მოყვარული ადამიანების გულების მოგება თავისი სილამაზით. დეკორატიული კომბოსტო ალამაზებს ინტერიერს, მას ფერადი ფერები შემოაქვს ბაღსა და ტერასაზე. შეგიძლიათ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე, ზამთრის სიცივეების მოახლოებისას შეიტანეთ სათბურში ან გრილ ოთახში. ასე გაუხანგრძლივდება ყვავილობა კომბოსტოს.
სახლში გამოზამთრებისას: კომბოსტოს თუ სახლში აზამთრებთ უნდა ჩარგათ არანაკლებ ათლიტრიან ქოთანში. სილამაზისთვის შეგიძლიათ ერთ ქოთანში რამოდენიმე სხვადასხვა ფერის კომბოსტო მოათავსოთ. ჩარგვამდე არ დაგავიწყდეთ კერამტზიტის ჩაყრა ქოთანში, შემდეგ იყრება ნოყიერი მიწა და უნდა ჩარგათ მცენარე. გაითვალისწინეთ, რომ მცენარეს ძლიერი ფესვები სწრაფად იწოვს წყალს და ხშირად სჭირდება მორწყვა. როდის და როგორ დავთესოთ: თესლს სათბურში მარტსა და აპრილში თესავენ. თესლები ერთმანეთისგან 5 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული. საგულდაგულოდ უნდა აკონტროლოთ მცენარის სისუფთავე და მორწყვის ინტენსივობა. თესლის დათესვამდე გრუნტი კარგად უნდა მოირწყას. თავდაპირველად რეკომენდებულია თესლის 12-16 გრადუს ტემპერატურაზე გაჩერება. დათესვიდან 35-40 დღეში კი შესაძლებელია მცენარისთვის მუდმივი ადგილის მიჩენა. როგორც წესი, ეს მომენტი აპრილის დასასრულს ან მაისის დასაწყისში დგება ხოლმე. დეკორატიული კომბოსტოს დათესვა პირდაპირ ღია გრუნტშიც შეგიძლიათ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს კულტურა ძალიან მალე იზრდება, მისი დათესვა რეკომენდებულია მაისის მეორე დეკადაში ან ივნისის დასაწყისში. დეკორატიულ კომბოსტოს ძალიან უყვარს სინათლე, თუმცა ზომიერ ჩრდილშიც კარგად ხარობს. სასუქი: დეკორატიულ კომბოსტოს სჭირდება რეგულარული მორწყვა. მინერალური სასუქის გამოყენება კი ხელს უწყობს მის ზრდას. უნდა გამოიყენოთ უნივერსალური სასუქები ორ კვირაში ერთხელ. თესლისთვის მომზადება: შემოდგომით მას ფესვიანად იღებენ მიწიდან. ძირიდან შუამდე აჭრიან ფოთლებს. დარჩენილ ზედა ნაწილს კი რგავენ ქვიშაში გაზაფხულამდე. სრული დამტვერვისთვის ეს მცენარეები ერთმანეთის გვერდით უნდა მოთავსდეს.
| |
| |
ნანახია: 5305 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |