28.08.2019, 13:45 | |
ბელისი უნიკალური და ძალიან ლამაზი მინდვრის მცენარეა. მცენარე ბელისს უყვარს მზიანი ადგილი. ნიადაგის მიმართ არ არის პრეტენზიული, მაგრამ ძალიან უხეშ და თიხნარ მიწაში არ გირჩევთ მის დარგვას. დასარგავად კარგი პერიოდია აგვისტოს ბოლო ან სექტემბრის დასაწყისი. მომჭკნარი ყვავილი მოაცილეთ დროულად, რომ ძალა არ დაკარგოს მცენარემ და ახალ ყვავილებზე იზრუნოს. ზამთარში სჭირდება გრილი გამოზამთრება, დაახლოებით 10 გრადუს ტემპერატურაზე. ნუ დადგავთ გამათბობელთან ახლოს და თბილ ოთახში. მორწყვის რეჟიმი: ბელისს უყვარს ნესტიანი ნიადაგი, ეცადეთ მიწა ბოლომდე არ გამოუშრეს. განსაკუთრებით გარეთ დარგულ მცენარეებს სჭირდება ყოველ დილით მორწყვა. სახლის პირობებში მყოფს ოთახის პირობებიდან გამომდინარე უნდა მოვრწათ, თუ როგორ გარემოში იმყოფება. სასურველია მოირწყას დილის საათებში: ოთახის ტემპერატურის წყალი ჩაასხით ოდნავ ღრმა ლამბაქში, ჩადგით შიგნით მცენარე ქოთნიანად. დააცადეთ 20 წუთი და ამოდგით ქოთანი წყლიდან. როგორ მრავლდება: მცენარე მალე მრავლდება, ივითარებს შვილეულებს, რომელიც ცალკე შეგიძლიათ გადარგოთ და მოუაროთ ჩვეულებრივი წესით. მცენარის დაყოფა უმჯობესია გაზაფხულზე, სანამ მცენარე ყვავილობას დაიწყებს. უნდა ამოიღოთ მთლიანად მცენარე მიწიდან და ფრთხილად გაყოთ, გაითვალისწინეთ ფესვები აქვს ერთმანეთში გადახლართული. თითოეული ნერგი შეგიძლიათ ცალ-ცალკე ჩარგათ, ან ჯგუფურად.
| |
| |
ნანახია: 2731 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |