05.12.2019, 14:00 | |
ასტილბა არის ქვატეხიასებრთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, რომელიც ხარობს მთის ხეობებში. სამშობლო იაპონია და ჩრ.ამერიკაა. სახელი მიანიჭა შოტლანდიელმა ბოტანიკოსმა ლორდ ჰამილტონმა, რაც ლათინურიდან მქრქალს ნიშნავს, რადგან მცენარის ფოთლები არაა პრიალა. მცენარე ევროპაში შემოიტანა ეგზოტიკურ მცენარეებზე მონადირე კარლ ტუნბერგმა. მის მერე იგი ჩრდილოვანი ბაღების ფავორიტი გახდა. ჩინური ასტილბა დაბალი ჯიშის მცენარეა, იზრდება მაქსიმუმ 60 სანტიმეტრამდე. ეს კონკრეტული ჯიში არ არის პრეტენზიული ნიადაგის მიმართ. იაპონური ჯიში კიდევ უფრო დაბალი იზრდება, მცენარე ძლივს აღწევს 40 სანტიმეტრს და უპირატესობას ანიჭებს ტენიან ადგილებს.
ასტილბას მოვლის თავისებურება:
მცენარის დარგვა: დარგვის წინ ორმოებში შეაქვთ კალიუმიანი ან ფოსფორიანი სასუქი და ნეშომპალა. რგავენ სახლის ჩრდილოეთ მხარეს ან ხეების ჩრდილში. თუ სადმე ახლოს მდინარეცაა მთლად უკეთესია მისთვის, ასე მას მუდმივი სინესტე ექნება. მცენარეს ერთი თვისება აქვს, მისი ფესვების ღრმა ნაწილი თანდათან კვდება და ახალი შედარებით ზედა ადგილებში უვითარდება, ამიტომ წლიდან წლამდე საჭიროა ზემოდან ახალი მიწის მოყრა.
სასუქი: ყვავილობის დასაწყისიდან მის დასრულებამდე უნდა მიეწოდოს სასუქები ორ კვირაში ერთხელ. სასუქი უნდა შეიცავდეს ფოსფორს და კალიუმს. როგორ მრავლდება: მისი გამრავლების გავრცელებული მეთოდია ბუჩქის დაყოფა. ბუჩქს თხრიან, აცლიან ფოთლებს და ისე ყოფენ, რომ დანაყოფში 3-5 კვირტი მოხვდეს. რგავენ 30სმ მოშორებით ერთმანეთისგან და კარგად რწყავენ. მარტში ასე დარგული ბუჩქი შემოდგომაზე უკვე ყვავის. შეიძლება მისი გამრავლება ამონაყარითაც, აჭრიან ძირიდან ამოსულ ტოტებს ფესვის ნაწილთან ერთად, აყრიან ნაცარს და რგავენ ტორფ და სილანარევ მიწაში და ასათბურებენ დროებით. ასევე ამრავლებენ თესლითაც, ოღონდ თესლიდან აღმოცენებული მცენარე არ ემგვანება დედა მცენარეს. ასეთ მეთოდს იყენებენ მაშინ, როცა სურთ მისი ახალი ჯიშის გამოყვანა.
| |
| |
ნანახია: 3584 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |