აპტენია (aptenia)
05.02.2019, 12:36

აპტენია მრავალწლიანი ნიადაგმფარავი ან ამპელური ბალახოვანი მცენარეა.დაკავშირებული სურათი სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. ეს მცენარე მიეკუთვნება სუკულენტების გვარს.აპტენიას ფოთლები დაფარულია განსაკუთრებული უჯრედებით, რომლებიც ქერცლისებურადაა განაგებული და მზეზე ფოთლებს სძენს განსაკუთრებულ, ბროლის ელფერს, ამის გამო მას ზოგჯერ "ბროლის ბალხსაც"ეძახიან და მართლაც მისი ფოთლები მზეზე ბროლივით ბრწყინავს. ბუნებაში იგი ცხოვრობს ქვიან, ღარიბ ნიადაგზე. მის გარშემო სხვა მცენარეს უჭირს, რადგან ფესვები გამოჰყოფს ნივთიერებას, რაც სხვა მცენარეს არ უყვარს.
ყვავილებს იკეთებს ფოთლის უბეებში, ყვავის ერთ დღეს, მერე სხვა იშლება.
aptenia-ის სურათის შედეგიპატარა ზომის ყვავილი აქვს 1 სმ დიამეტრის. ძირითადად გავრცელებულია წითელი ფერის ყვავილებით, ისე კი არსებობს მალინისფერი, ყვითელი და თეთრი ყვავილებით. ყვავილი სრულად იშლება მხოლოდ პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, ანუ დღის მეორე ნახევარში, როცა კაშკაშა მზეა.
 

აპტენიას მოვლა:

აპტენია სინათლის და სითბოს მოყვარული მცენარეა. მზეზე კარგად გრძნობს თავს. ზამთარში უძლებს 6 გრ-ს.  ამ პერიოდში მიწა თითქმის სულ მშრალია, ეს განაპირობებს მის უხვ ყვავილობას.
კარგად უძლებს გვალვას მისი ხორციან წვნიანი ფოთლების წყალობით. ზაფხულში უნდა გაიტანოთ გარეთ  მზის გულზე. მიწისმფარავი სახეობა დაბალია, მაგრამ მალე იზრდება სიგანეში და მიწას ფარავს. თბილი ზამთრის პირობებში გრუნტშიც კარგად ხარობს მთელი წელი. თუ ტოტები ძალიან გაეწელა, გაზაფხულზე უნდა მოეჭრას და შეგიძლიათ დააფესვიანოთ. მიწაზე დადებული ფოთლები წყლის მოხვედრის გამო ადვილად ზიანდება. ვერ იტანს ფესვებში წყლის დაგროვებას, ადვილად ლპება.

 

 

გამრავლება:aptenia white-ის სურათის შედეგი

მრავლდება ტოტებით. მოჭრილი ტოტი უნდა დადოთ მშრალად ერთი-ორი დღე რომ კარგად გამოშრეს ზედმეტი წვენისგან და შემდეგ ჩარგეთ ტორფნარევ ნიადაგში. 
 

 

 

მოვლასთან დაკავშირებული პრობლემები:aptenia white-ის სურათის შედეგი

თუ ფოთლები ცვივა - წყალი ან მეტია ან ძალიან ნაკლები.
თუ არ ყვავის - სითბოს და სინათლის ნაკლებობის ბრალია.
თუ ლპება- ზედმეტი რწყვის ან აზოტიანი სასუქის ბრალია.
მასთან ერთად შესაძლებელია სხვა სუკულენტების დარგვაც, ლამაზი კომპოზიციის გაკეთების მიზნით.

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2618 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar