ალსტრომერია (alstroemeria)
06.02.2021, 09:13

ალტრომერია ერთ-ერთი ულამაზესი ყვავილი სამხრეთ ამერიკის ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნებიდანაა. მცენარეს სახელი მიენიჭა მოგზაურ კლას ალსტრომერის საპატივსაცემოდ, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ამ ყვავილის თესლი და შემდეგ მთელს ევროპაში გავრცელდა. ასლსტრომერიაზე უამრავი ლეგენდა არსებობს, რადგან ინდიელების საკულტო მცენარედ ითვლებოდა. 

ალსტრომერია ყვავილობს ივლისის შუა რიცხვებიდან, აგვისტოს შუა რიცხვებამდე. აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი ყვავილი: ყვითელი, წითელი, თეთრი, იასამნისფერი, ცისფერი, ვარდისფერი...

 ალსტრომერიის ყვავილი ზომით ხუთ სანტიმეტრს არ აღემატება, ფორმით კი აზალიას ან ორქიდეას ყვავილს მოგვაგონებს. ალსტრომერიას როგორც ორქიდეას აქვს საკმაოდ გრძელი, დაახლოებით 80 სანტიმეტრის სიგრძის საყვავილე ღერო, რომელსაც საყრდენი სჭირდება. ალსტრომერიას ყვავილობა სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება. ყვავილობის დაწყებიდან ახალ-ახალი კვირტები გამოაქვს და იშლება. მართალია ამ ულამაზეს ყვავილს სურნელი არ გააჩნია, მაგრამ თავისი სილამაზის გამო ალსტრომერია თაიგულების გასაფორმებლად აქტიურად გამოიყენება. მისი მოჭრილი ყვავილი სილამაზეს, ლარნაკში ერთ თვემდე ინარჩუნებს. 

 

ალსტრომერიას ჯიშები და თავისებურება:

   ალსტრომერია არის ბოლქვოვანი მცენარე, მისი სხვადასხვა ჯიში არსებობს, განსაკუთრებით ცნობილია შემდეგი სახეობები:
ოქროსფერი ალსტრომერია - იზრდება ჩილეში. სიმაღლით 90სმ მდე, აქვს ყვითელი ან ნარინჯისფერი ყვავილები.
პერუს შროშანა – საკმოდ ამტანი მცენარეა, კარგად უძლებს დაბალ ტემპერატურას და ძლებს ღია გრუნტში. 
ბრაზილიური ალსტრომერია – საკმაოდ მაღალი 2მეტრამდე მზარდი მცენარეა. 
თუთიყუშა შროშანა – ეს სახეობა სწრაფად მრავლდება და მერე ძნელი მოსაშორებელი ხდება ეზოდან. მას სქელი ფესურა აქვს, სწორმდგომი, დრეკადი ღერო, ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული, მთლიანი, ხაზოვანი, ყვავილები შეკრულია ქოლგისებრ ყვავილედად. ყვავილების დამტვერვას ახდენენ მწერები ან ქარი. ნაყოფი-კოლოფია, რომელიც მომწიფებისას მთლიანად იხსნება და შიგნით არსებული უამრავი თესლი დამოუკიდებლად იყრება გარეთ და იფანტება. 

   

როდის და როგორ ნიადაგში დავრგათ:ალსტრომერია

ალსტრომერიას რგავენ კარგად გამომშრალ ოდნავ მჟავე ნიადაგში. მზიან ამინდში, ერთმანეთიდან 30სმ დაშორებით. მცენარეს დიდი მოვლა არ სჭირდება, ირგვება გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე 20სმ სიღრმეზე. ახალდარგულ მცენარეს რწყავენ ყოველკვირეულად უხვად, რომ მიწა სულ სველი ჰქონდეს. სჭირდება ბალანსირებული სასუქი, გაზაფხულზე და ზაფხულში თვეში ერთხელ. სხვა სეზონზე არ სჭირდება სასუქი. სასუქი მცირე რაოდენობით უნდა შეიცავდეს აზოტს, ყვავილობის დასრულების მერე ტოტებს აჭრიან მიწიდან 6 – 7 სმ ზე, რომ ძალა არ დაკარგოს მცენარემ და ახალი ყვავილობისთვის მოემზადოს. 
 

როგორ მრავლდება ალსტრომერია:

ალსტრომერია ძირითადად მრავლდება ბუჩქის დაყოფით ზაფხულის დასასრულს, ყვავილობის დასრულების შემდეგ. შედარებით პატარა ბუჩქს 2-3 ნაწილად ყოფენ ისე, რომ ყველა ნაწილს კარგად განვითარებული ფესვი ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდხანს მოგიწევთ ყვავილობისთვის ლოდინი. ასე გადარგული ნაწილი იყვავილებს მომდევნო წელს.

შეიძლება დათესვაც. თესავენ აპრილში პატარა კონტეინერებში, ფხვიერ სუბსტრატში. ზემოდან აფარებენ მინას და ათავსებენ 5 გრადუს ტემპერატურაზე, ნათელ ადგილას. ნათესი ერთ თვეში ამოდის, ღია გრუნტში გადარგვა შეიძლება მაისის ბოლოს. ასე გამრავლებული მცენარე იყვავილებს 2-3 წლის შემდეგ.
 

ალსტრომერია ზოგჯერ ავადდება ნაცრისფერი ლპობით, მას ემტერება ლოქორა, მუხლუხო,ფრთათეთრა, აბლაბუდას ტკიპა. ასეთე შემთხვევაში დროულად შესაბამის ზომებს უნდა მიმართოთ. 

 

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 5090 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.7/3
სულ კომენტარები: 0
avatar