09.09.2019, 11:12 | |
აგაპანტუსი მიეკუთვნება შროშანისებრთა ოჯახს. ის მრავალწლოვანი ბოლქვოვანი ბალახოვანი მცენარეა. ბუნებაში მცენარე ცხოვრობს მთის კლდოვან ფერდობებზე სამხრეთ აფრიკის კონცხში, რისთვისაც მას აფრიკული აგაპანთუსი ერქვა. მისი სახელი აფრიკულ ლეგენდას უკავშირდება, გოგონა სახელად აგაპა ერქვა, შეყვარებულის გამო გარდაიცვალა და მის საფლავზე ასეთი ლამაზი ყვავილები ამოვიდა, მას მერე ეს ყვავილი აფრიკაში სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. აგაპანტუსს აქვს სქელი ხორციანი ფესვები, ფოთლები როზეტებად იზრდება ფესვთან ახლოს, ყვავილობისას როზეტიდან ეზრდება სქელი საყვავილე ღერო, ერთად რამდენიმე ერთად შეკრულ ბურთს წააგავს. ყვავილები ღია ცისფერი, თეთრი ან ლურჯია. ყვავილობა ხანგრძლივად გრძელდება, თითქმის ორი თვის მანძილზე. არსებობს ისეთი ჯიშიც, რომელიც ოთახის პირობებისთვის გამოდგება, ასეთად გამოდგება აღმოსავლური აგაპანტუსი, მას ცისფერი ყვავილები და ლენტისებრი ფოთლები აქვს. მოვლა: აგაპანტუსს სჭირდება კარგად განათებული მზიანი ადგილი, როცა იყიდით დაუყოვნებლივ გადარგეთ მოზრდილ ქოთანში ან ღია გრუნტში, რადგან სწრაფად მზარდი ფესვები აქვს. სახლის პირობებში უნდა მოათავსოთ სამხრეთის ფანჯრის რაფაზე, რადგან სინათლის უკმარისობის გამო საყვავილე ღერო ეწელება. მცენარეს უყვარს სუფთა ჰაერი, ამიტომ სახლის პირობებში მყოფს ხშირად გაუნიავეთ ოთახი, გაზაფხულიდან კი კარგია თუ აივანზე გაიტანთ. ჰაერის ტენიანობის მიზნით კარგია თუ პერიოდულად ფოთლებზე წყალს შეასხურებთ. უნდა გამოაზამთროთ აუცილებლად გრილ და ნათელ ოთახში, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 10-12 გრადუსი იქნება. ზომიერი მორწყვა სჭირდება, მიწა არ უნდა გამოუშრეს ბოლომდე, მაგრამ არც მეტი წყალი ივარგებს.
სასუქი: მარტიდან ოქტომბრამდე სჭირდება განოყიერება, უნდა მიაწოდოთ მინერალური და ორგანული სასუქები ათ დღეში ერთხელ.
ნიადაგი და გადარგვა: ახალგაზრდა მცენარეს ყოველწლიურად სჭირდება ახალ ქოთანში გადარგვა, რათა ფესვები სჭრაფად ეზრდება, მოზრდილები კი 2-3 წელიწადში ერთხელ შეგიძლიათ გადარგოთ. უნდა გადაირგას დაბალ და განიერ ქოთანში, ეცადეთ გადარგვისას ფესვები არ დაუზიანდეს, თორემ ძნელად იტანს. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი, შედგებოდეს: ნეშომპალა + ფოთლოვანი მიწა + ქვიშა.
როგორ მრავლდება: აგაპანტუსი მრავლდება ძირის დაყოფით ან დათესვით. გაყოფით გამრავლებისთვის კარგი პერიოდია გაზაფხული, როცა მცენარე ახალ ქოთანში ირგვება. ბუჩქი ფრთხილად უნდა გაყოთ სასურველ ნაწილებად და გაყოფილი ადგილი კი ბრილიანტის მწვანით ან დაფხვნილი ნახშირით დაამუშაოთ. ნერგები უნდა ჩარგათ ტენიან ნიადაგში. დათესვა უმჯობესია მარტში. უნდა დაითესოს კონტეინერში, ქვიშისა და ტორფის ნაზავში. თესლი მოაფრქვიეთ ნამიან ნიადაგზე და ზემოდან თხელ ფენად დააყარეთ ქვიშა. უნდა დაასათბუროთ და მოათავსოთ თბილ და კარგად განატებულ ადგილას. სასურველი ტემპერატურაა 22-25 გრადუსი. ყოველდღიურად გაანიავეთ და დანამეთ სუბსტრატი. როცა ნათესი ამოსვლას დაიწყებს მოაცილეთ თავსახური და ისე გააგრძელეთ მისი მოვლა. ხოლო როცა 3-4 სრული ფოთოლი განუვითარდება უნდა გადარგოთ ცალკე ქოთნებში ან ღია გრუნტში.
როგორ გავყოთ:
ქვემოთ ვიდეოში ნახავთ აგაპანტუსის დათესვაის ვიდეოს | |
| |
ნანახია: 2374 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |