ამ მცენარეს ორი სახელი აქვს - ტეკომა და კამპსისი.
მცენარე ფოთოლმცვენი ლიანაა, სამშობლოა ჩინეთი და ჩრდილოეთ ამერიკა. ეს მცენარე ვირჯინიის კუნძულების ოფიციალურ სიმბოლოს წარმოადგენს და ბაჰამის კუნძულების ფლორისტულ ემბლემას.
იგი იკეთებს ულვაშ-საწოვარებს, რითაც ეწებება საყრდენს და შეუძლია 15მეტრზეც კი ავიდეს სიმაღლეში. მცენარე აგრესიულია, იგი აღწევს ფანჯრის, კარის ხის კონსტრუქციებში და ცდილობს იქაც მოიკიდოს ფეხი, ამიტომ ჯობს იგი შენობებიდან მოშორებით გავახაროთ. ძალიან დეკორატიულია, ადვილად ეგუება ქალაქის პირობებს. კარგად უძლებს ცივ ზამთარს, თუმცა უკეთ ხარობს თბილ კლიმატში.
ტეკომას ყვავილები სხვადსხვა ფერის აქვს: ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, ჟოლოსფერი. ზოგიერთი ჯიშის ყვავილის დიამეტრი 6 -7 სმ-ს აღწევს, სიგრძეში კი 7-8სმ, ისინი ხანდახან ყვავილედადაა შეკრული და ძალიან ლამაზი სანახავია. ტეკომა ყვავის ივნის-სექტემერში.
სად დავრგოთ და როგი მოვლა სჭირდება:
მცენარეს მოსწონს განათებული, მაგრამ ქარისგან დაცული ადგილი. ის მიწისადმი უპრეტენზიოა, მაგრამ უხვი ყვავილობით რეაგირებს ფოსფორ აზოტიან სასუქზე. მისი ფესვთა სისტემა საკმაოდ ღრმად მიდის სიღრმეში. ამიტომ თავიდან, დარგვისას საჭიროებს ხშირ და უხვ მორწყვას.
სჭირდება ზომიერი მორწყვა. ვერ იტანს ფესვებში ბევრ წყალს, მაგრამ მიწა სულ ტენიანი უნდა ჰქონდეს.
გასხვლა:
შესაძლებელია გასხვლა, სხვადასხვა ფორმის მისაცემად. მოყვავილებულ ტოტებს აჭრიან ხოლმე, რადგან ყვავილი ამოსდის მხოლოდ იმ წლის ტოტზე. უნდა გაისხლას ყვავილობის დამთავრებისთანავე.
მცენარის ფორმირებისთვი ს ტოვებენ 2-3 ძლიერ ღეროს ქვემოდან. მიწიდან მას ბევრი წვრილი ღეროც ამოსდის, რაც ხელს უშლის ძირითადი ტოტების განვითარებას, ამიტომ მათ აჭრიან ხოლმე. უძლებს -10 გრადუსამდე ყინვას, მაგრამ თუ ზამთარი ცივია, ხსნიან საყრდენიდან და ზემოდან აფარებენ ცელოფანს.
როგორ მრავლდება კაპსისი:
მცენარე ძირითადად ორი გზით მრავლდება:
ყველაზე უკეთ მრავლდება ფესვის ამონაყრით, მას პატარა ფესვთან ერთად ჭრიან სანამ აქტიური ზრდის ფაზაში შევა და ცალკე რგავენ მუდმივ ადგილზე.
ტოტით გამრავლებისთვის მათ ჭრიან ივნის-ივლისში, ტოტის შუა ნაწილებს იღებენ. აშორებენ ქვედა ფოთლებს და ირიბად რგავენ ნოყიერ ფხვიერ ნიადაგში ჩრდილში. 90% ფესვიანდება. წინა წლის გახევებული ტოტების დაფესვიანება კი თითქმის 100%იანია.
კიდევ შეიძლება გადაწვენითაც გამრავლება, თესლით კი იშვიათად ამრავლებენ.
ხშირად ავადდება ფრთათეთრით, აბლაბუდას ტკიპებით, ტრიპსით, ვირუსული და სოკოვანი დაავადებებით, ფესვებს კი მღრღნელებიც ღრღნიან. ასეთ დროს უნდა დანუშავდეს სპეციალური ხსნარით სამჯერ, ათდღიანი ინტერვალით.
მცენარეს იყენებენ ღობეების გამწვანებისთვის, ამისთვის მას აძლევენ დაბალი ხის ფორმას.
|