ურთხელი (Taxus baccata)
31.05.2019, 12:53

ურთხელი ანუ უთხოვარი წიწვოვანი მცენარეების ურთხლისებრთა ოჯახს ეკუთვნის. ურთხელის გვარის მცენარე მოწითალო-მოყავისფრო თხელი ქერქით გამოირჩევა. ზემოდან მუქმწვანე, ქვემოდან ბაცი, ბრტყელი, Taxus baccata-ის სურათის შედეგიხაზურა და შიშველი წიწვები 2-3,5 სმ სიგრძისა და 2-2,5 მმ სიგანისა აქვს. სიმაღლით 10–20 მეტრი, განსაკუთრებულ შემთხვევაში  კი იზრდება 28 მ სიმაღლის. იზრდება ძალიან ნელა, მაგრამ ხასიათდება დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობით. ხის მაქსიმალური დაფიქსირებული დიამეტრია 4 მეტრი. აღნიშნული ხის ასაკი 4 000 წელი იყო. საუცხოოა გამწვანებისათვის. საჭმელად ვარგისია როგორც რბილი თანათესლი, ასევე თესლის გულიც, რომელიც 30-38% ზეთს შეიცავს. ქერქისგან ხდიან წებოს. ყლორტები და წიწვები წამლავს ცხენს, ვირს და ჯორს. მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის ყლორტები და წიწვები ნაკლებ ტოქსიკურია.

გავრცელებულია დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ირანში, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში.  საქართველოში ურთხელი საკმაოდ ფართო არეალითაა წარმოდგენილი, მაგრამ რაოდენობრივად მეტად მცირეღა შემორჩა. ამჟამად ყველაზე დიდი რაოდენობით იგი მხოლოდ ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში შემორჩა 100 ჰექტარ ფართობზე მდინარე ალაზნის ზემოწელში და პანკისის ხეობაში. ზღვის დონიდან გვხვდება 1500 მეტრ სიმაღლემდე, მაგრამ ოპტიმალური ზრდა მას 1200 მეტრი სიმაღლის ფარგლებში ახასიათებს. Taxus baccata-ის სურათის შედეგი

მიუხედავად გავრცელების საკმაოდ ვრცელი არეალისა, ურთხელი გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა და ენერგიულ დაცვას საჭიროებს. ამჟამად ბაწარა-ბაბანაურის ტყეში არსებულ უთხოვარის კორომბს გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ. მათი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ იუნესკო ბაწარა-ბაბანაურის ტყეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანენ. 

 

როგორი გარემო უნდა შევუქმნათ:

ურთხელი ყვავილობს აპრილი-მაისში, ხოლო ნაყოფი მწიფდება სექტემბერში. 

უთხელი ჩრდილის ამტანი მცენარეა. თბილი ზამთრის რეგიონებში ის კარგად იზრდება ღია მზიან ადგილებშიც, მაგრამ შედარებით მკაცრი კლიმატის პირობებში ზიანდება ზამთრის ცივი ქარებით. ამიტომ სასურველია მის დასარგავად შერჩეული იქნას ქარისგან დაცული ადგილი.

უყვარს ნოყიერი თიხნარი ნიადაგები. მწირ ფხვიერ ქვიშნარ ნიადაგებზე ძალიან ნელა იზრდება, მაგრამ სამაგიეროდ უკეთ იზამთრებს. ნორჩი ნერგების დარგვისას სასურველია სუბსტრატში ტყის წიწვიანი ნიადაგის მცირე რაოდენობის დამატება, ვინაიდან მასში არის ნიადაგის სოკოები, რომლებიც სახლდებიან უთხოვრის ფესვებზე და უზრუნველყოფენ მის დამატებით კვებას აზოტითა და მიკროელემენტებით. áƒ“აკავშირებული სურათი

მოზრდილ ეგზემპლარებს დამატებითი კვება არ ესაჭიროებათ. უფრო მეტიც, კონცენტრირებული მინერალებით ან ახალი ორგანული სასუქებით გამოკვებამ შეიძლება მიკორიზას სიკვდილი და ზრდის შეფერხება გამოიწვიოს, ფესვებსა და ნიადაგის სოკოებს შორის კავშირის აღდგენამდე. 

უთხოვარი ტენის მოყვარულია მხოლოდ აქტიური ზრდის პერიოდში. მოზრდილი, კარგად განვითარებული მცენარე საკმაოდ გვალვისამტანია. ზედაპირული გრუნტის წყლები მისთვის დამღუპველია.

ხანმოკლე ყინვებს, -300-მდეც კი, იოლად იტანს. ნორჩი ხეები კარგად იზამთრებენ თოვლის საფარის ქვეშაც. გაზაფხულზე უთხოვრის ნარგავების ერთდროული გამოღვიძებისათვის საჭიროა მათი უხვად მორწყვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასუსტებული ეგზემპლარების მორწყვა.

Taxus baccata-ის სურათის შედეგი

გადარგვისთვის სასურველი პერიოდი:

გადარგვას კარგად იტანს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ნორჩი ყლორტების აქტიური ზრდის პერიოდში. გადარგვისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული ან ზაფხულის დასაწყისი. შემოდგომაზე შეიძლება გადაირგოს მხოლოდ მკვრივ ფესვთა კოშტიანი ან კონტეინერში გამოზრდილი ეგზემპლარები. მსხვილი ეგზემპლარის გადასარგავად საჭიროა ფესვთა კოშტის წინასწარი მომზადება გადარგვამდე 6-12 თვით ადრე.

 

კონტეინერებსა და გაზონებში უთხოვრის გასახარებლად აუცილებელია სივრცე და ნოყიერი თიხნარი ნიადაგი. ვიწრო ქოთნების შემთხვევაში აუცილებელია რეგულარული გამოკვება სუსტი კონცენტრაციის სასუქებით აქტიური ზრდის პერიოდში. áƒ“აკავშირებული სურათი

გასაკაჟებლად სასურველია ზაფხულზე მცენარის გარეთ გამოტანა და ჩრდილში მოთავსება. ზამთარში დახურულ გრუნტში უნდა იმყოფებოდეს 8-120-ის ტემპერატურის პირობებში.

 

უპრეტენზიობა, დეკორატიულობა და სიცივისამტანობა უთხოვარს საკმაოდ ძვირფას მასალას ხდის ბაღების გასაფორმებლად. მის გარეშე წარმოუდგენელია რეგულარული სტილის ვერც ერთი ბაღი.დაკავშირებული სურათი

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ უთხოვრები და ბზები განსაზღვრავენ ფორმალური ბაღების სტილისტიკას. უთხოვარი ერთ-ერთი იდეალური მცენარეა ფიგურული კრეჭვისათვის.

 

კატეგორია: მარადმწვანე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3029 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar