ცისფერი ნაძვის დარგვა და მოვლა (blu picea)
26.10.2018, 10:54

  ვერცხლისფერი ანუ ცისფერი ნაძვი ყველაზე გავრცელებული ცისფერი ნაძვის სახეობაა. მისი ბუნებრივი ადგილსამყოფელი იუტასა და კოლორადოს კლდოვანი მთებია ზღვის დონიდან 2000-3500 მ სიმაღლეზე.

   იგი თავის სამშობლოში 23მ-მდე აღწევს, ხოლო ჩვენს პირობებში მხოლოდ სამ მეტრს აღწევს. ვარჯი პირამიდულია. ტოტების რგოლები ერთმანეთისაგან რამდენადმე დაცილებულია. ახალგაზრდა ნაზარდის ტოტები ღია მოყვითალო-მოყავისფროა. წიწვები ლეგა ან მწვანე, უხეში, მჩხვლეტავი, მკვრივი, 2-3 სმ სიგრძის.

გირჩები წაგრძელებულ-ცილინდრულია, 6-10 სმ სიგრძის.

ცისფერი ნაძვის სამშობლოა კოლორადო და ამიტომ მას კოლორადოს ნაძვსაც ეძახიან, მაგრამ ფართოდ გავრცელებულია სხვადასხვა ადგილას. იგი ძალიან ლამაზია და იყენებენ ინტერიერის გასალამაზებლად. მისი ვერცხლისფერი ლურჯი ნემსები მჩხვლეტავია და აქვს ძლიერი, სუფთა, წვნიანი სუნი. 

 

სად დავრგათ და როგორი პირობები შევუქმნათ:დაკავშირებული სურათი

ცისფერი ნაძვი ჩრდილისამტანი, მაგრამ ამავე დროს სინათლისმოყვარული მცენარეა. მხოლოდ თავისუფალ ადგილზე იძენს ის ვარჯის ტიპურ ფორმას. დაჩრდილულ ადგილებსა და ხშირ ნარგაობებში ნაკლებ დეკორატიულია. ყველა ნაძვი უპირატესობას დაბალმჟავიან, მსუბუქ, ნაყოფიერ თიხნარ ნიადაგებს ანიჭებს, მაგრამ სავსებით კარგად ვითარდება ნებისმიერ სხვა გრუნტზეც, მათ შორის, ღარიბ ქვიშნარებსა და მძიმე თიხნარებზეც. არაა მიზანშეწონილი ჯუჯა ფორმების მეტისმეტად ნოყიერ ნიადაგზე გამოზრდა, ამან შეიძლება მათთვის დამახასიათებელი ვარჯის ფორმის დაკარგვა გამოიწვიოს.

ნაძვს უყვარს ტენიანი ადგილი და უნდა ვეცადოთ მთელი ზაფხული ხშირად მოვრწყათ, ისე რომ მის გარშემო მიწა ყოველთვის ნესტიანი იყოს. თუ სათანადო პირობებს შევუქმნით დიდხანს გაგვახარებს თავისი სილამაზით. 

ცისფერი ნაძვი არა მხოლოდ დეკორატიულია, არამედ მას იყენებენ საახალწლოდ მოსართავადაც. 

დაკავშირებული სურათი

სასუქი:

ნაძვის მრავალწლიან ძირს გააჩნიათ მძლავრად დატოტვილი ფესვთა სისტემა და ამიტომ დამატებითი კვება არ ესაჭიროებათ. ნორჩი მცენარეების ძირში კი, ადრე გაზაფხულზე ნოტიო მიწაზე, დაბალი კონცენტრაციის კომბინირებული ან კომპლექსური სასუქების დამატებაა საჭირო. კარგია ასევე გადამწვარი ნაკელის მოყრა მცენარის ძირში. დაუშვებელია ახალი ნაკელის გამოყენება.

 

როდის გადავრგათ:

გადარგვა შესაძლებელია ან ადრე გაზაფხულზე სანამ კვირტები დაიწყებს გაშლას, ან შემოდგომაზე. ყლორტების აქტიური განვითარების ფაზაში მცენარე ცუდად ფესვიანდება.

ნორჩი მცენარეები გადარგვას ადვილად იტანენ, მსხვილი ეგზემპლარების გადარგვა კი შესაძლებელია მხოლოდ ფესვთა კოშტის წინასწარი მომზადების შემდეგ. ამისათვის გადარგვამდე 6-12 თვით ადრე მცენარის ვარჯის გარშემოწერილობის ქვეშ მიწას ისე გადაბარავენ, რომ ფესვები გადაიჭრას. ეს იწვევს დამატებითი ფესვების განვითარებას და მკვრივი კოშტის წარმოქმნას. გადარგვის შემდეგ აუცილებელია უხვად მორწყვა.

თუ გადარგვა გაზაფხულზე ხდება, საჭიროა ასევე მცენარეზე წყლის სისტემატური შეპკურება კარგად დაფესვიანებამდე.

 áƒ“აკავშირებული სურათი

გამრავლება:

ცისფერი ნაძვი მრავლდება ტოტით და თესლით, რომელიც გირჩშია განლაგებული. 

გირჩი დეკემბერში უკვე მზად არის დასათესად, ამისათვის გირჩში მოთავსებული თესლი უნდა დავაცალკევოთ და დავთესოთ ნესტიან მიწაში (პერლიტი + ტორფი + ქვიშა) და დავასათბუროთ. დროდადრო გავანიავოთ და დავნამოთ. როდესაც კარგად ამოიზრდება გადავიტანოთ ცალ-ცალკე კონტეინერებში. 

ნაძვის გირჩი-ის სურათის შედეგიშეგძლიათ გამრავლება ტოტითაც. ამისათვის კარგი პერიოდია მარტი. ნაძვს აცლიან 20-30 სმ. სიგრძის ტოტს, და რგავენ 2-3 სმ. სიღრმეზე კონტეინერში. უნდა ჰქონდეს მუდმივი ტენი და სითბო. 

კატეგორია: მარადმწვანე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 5846 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar