ფიჭვი (Pinus)
23.06.2019, 11:20

ფიჭვი მარადმწვანე წიწვოვანი ხეების, იშვიათად გართხმული ბუჩქების გვარი pinus-ის სურათის შედეგიწიწვისებრთა ოჯახისაა. მათი სიმაღლე 1,5—50 მ, იშვიათად 75 მეტრს აღწევს. ახალგაზრდა ხის ვარჯი კონუსურია, ხნიერისა მომრგვალო, ქოლგისმაგვარი. ქერქი ღეროზე სქელი და ღრმად დაშაშრული აქვს, ახალგაზრდა ტოტებზე კი თხელ ფირფიტებად იქერცლება. დამოკლებულ ყლორტებზე ორ-ორი, სამ-სამი ან ხუთ-ხუთი წიწვია ერთად (გამონაკლისია კალიფორნიული ერთწიწოვანი ფიჭვი Pinus monophylla). წიწვს იცვლის 2-3 წელიწადში ერთხელ. მდედრობითი გირჩა მწიფდება მეორე ან მესამე წელს, მომწიფებისას არ იშლება, ხევდება და ცვივა.

ფიჭვი ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას. იგი გვალვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა, დაჩრდილვას ვერ იტანს. ფიჭვნარებს ქმნის, როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე, კირქვებსა და ტორფიან ჭაობებზე.  ცოცხლობს 300-350 წელს.

გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გავრცელებულია 4 სახეობა: კავკასიური ფიჭვი ანუ სოსნოვსკის ფიჭვი, ბიჭვინთის ფივი, ელდარის ფიჭვი, კოხის ფიჭვი. ყველა სახეობა ორწიწვიანია.

ფიჭვის წიწვები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ცე ვიტამინს, განსაკუთრებით ზამთარში არის მასში კაროტინი და ფიტონციდები. áƒ“აკავშირებული სურათი

ფიჭვის პრეპარატებს ფართოდ იყენებენ მედიცინაში. ფიჭვის წიწვებს ხმარობენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას, იყენებენ ვიტამინურ ნედლეულად, ინფექციური დაავადებების და ჭრილობების მკურნალობისათვის, წიწვების ექსტრაქტს უნიშნავენ გამამაგრებელ აბაზანებში. ფიჭვის ეთერზეთი გამოიყენება რევმატული ტკივილებისას შესაზელად და სასუნთქი გზების დაზიანების დროს ჩასასუნთქად, სკიპიდარს იყენებენ რევმატიზმების დროს და აგრეთვე ანტიპარაზიტულ საშუალებად.

 

შავი ფიჭვი:

შავი ფიჭვი ტანმაღალი 25 (40) მ სიმაღლის ხეა. საქართველოში შემოტანილი ფიჭვის სახეობებიდან კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება. ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის განაპირა რაიონებში და დასავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილში. შავი ფიჭვის ხის ღერო დაფარულია მუქი შავი ქერქით, Pinus-ის სურათის შედეგირომელიც ღეროს სიგრძეზე და გარდიგარდმო დამსკდარია. მერქანი წითელი გულისა და თეთრი ცილისაგან შედგება. დამოკლებულ ტოტებზე 8-13 სმ სიგრძის, წყვილი მაგარი და მკვრივი წიწვი აქვს. გირჩი 8 სმ. სიგრძის მოყვითალო ნაცრისფერია, ფრთიანი თესლი წვრილი ზომისაა.

ყვავილობს აპრილში, ნაყოფის დამზადების სეზონი ოქტომბერ-მარტის თვეებია, თესლის გამოსავლიანობა 2,5-3%, 1000 ცალი თესლის წონა 22,4 გრ-ია, თესლის შენახვის ვადა 4-5 წელია, დათესვის სეზონი ზაფხულია. 

ნიადაგის მიმართ შავი ფიჭვი ძლიერ შემგუებლობას იჩენს. იზრდება მშრალ, კირნარ, თიხნარ ნიადაგებზე და ქვიშნარებზე.

 

ელდარის ფიჭვი:Pinus eldarica-ის სურათის შედეგი

ელდარის ფიჭვი მარადმწვანე ხეა, სიმაღლე 12-15 მ, ვარჯი – ფართოდ გაშლილი, წიწვები – გრძელი, ღია მწვანე ფერის, მოკლე ტოტებზე ორ-ორი. ველურად გავრცელებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, ელიარ-ოუღის ქედზე (ივრის ზეგანი). შეტანილია საქართველოს “წითელ წიგნში“ (1982). დეკორატიულია. გამოიყენება ბაღებსა და პარკებში.  ქერქი მურა ნაცრისფერია და დამსკდარი. ახალგაზრდა ღეროსი კი გლუვი და ნაცრისფერი. კავკასიაში მოზარდ ფიჭვებთან შედარებით ყველაზე უფრო გვალვაგამძლეა, ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნი. იზრდება თხელ, ქვიან ნიადაგზე, კარგად ხარობს კირიან და მცირედ დამლაშებულ ნიადაგზეც. ტიპური სინათლის და სითბოს მომთხოვნი მცენარეა. ზიანდება –20°ჩ-ზე მეტი ყინვის დროს, ცუდად იტანს ხანგრძლივ, მშრალ ზამთარს. ფართოდ იყენებენ აღმ. საქართვ. მშრალ რეგიონებში, კერძოდ თბილისში, ეროზირებული ფერდობების გასამწვანებლად. თბილისის მიდამოებში გაშენებულია 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე. 

დაკავშირებული სურათი

 

ფიჭვის სასარგებლო თვისებები:

ფიჭვის ბუნებრივი თუ ხელოვნური გამწვანება ადამიანის ფილტვებზე ჯადოსნურად მოქმედებს: მის მიერ ჰაერში გამოყოფილი ფისი და ეთერზეთები სასარგებლოა ყველასთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, ბრონქული ასთმა და სხვა) აწუხებს. ფიჭვოვან ნარგავებში ყოფნა ადამიანის გუნება-განწყობაზე საოცრად დადებითად მოქმედებს, ხსნის თავის ტკივილს, სპობს გრიპოზულ დაავადებებს, აწესრიგებს არტერიულ წნევას.

მედიცინაში ფასდაუდებელია ფიჭვის დამსახურება. ფიჭვის წიწვების სასარგებლო თვისებებს მათში შემავალი მფრინავი ეთერზეთები განაპირობებს, რომლებიც ფიტონციდების, ალდეჰიდების, სპირტებისა და სხვა ქიმიური ნაერთების ერთობლიობას წარმოადგენს. ამ ეთერზეთებს უძლიერესი ბაქტერიციდული თვისებები აქვს. ფიჭვის წიწვის ზეთი ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიულ და ფარმაკოლოგიურ წარმოებაში.

სამკურნალო მიზნით ფიჭვის წიწვების გამოყენება იმით არის განპირობებული, რომ მასში ვიტამინების აურაცხელი რაოდენობა შედის. ფიჭვის წიწვებში შემავალი ვიტამინების რაოდენობა 6-ჯერ აღემატება ლიმონსა და ფორთოხალში შემავალი ვიტამინების რიცხვს. გარდა ამისა, ფიჭვის წიწვები უამრავ მიკრო და მაკროელემენტს, ცილას, ფისს, ასკორბინის მჟავას, В ჯგუფის, Е, К ვიტამინებს, მთრიმლავ ნივთიერებებსა და რკინას შეიცავს.Pinus-ის სურათის შედეგი

ფიჭვის წიწვს მოქმედების ფართო სპექტრი აქვს: ტკივილგამაყუჩებელი, ნაღველმდენი, მადეზინფიცირებელი, ბაქტერიციდული, შარდმდენი და იმუნომასტიმულირებელი. გარდა ამისა, ის ხშირად გამოიყენება ისეთი რეცეპტების შემადგენლობაში, რომლებიც სხვადასხვა ნერვული აშლილობებისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის აშლილობის მქონე პაციენტების მდგომარეობას ამსუბუქებს.

ფიჭვის წიწვებისგან შესანიშნავი ვიტამინიზებული სასმელი მზადდება, რომელიც ძალზე სასარგებლოა იმუნიტეტ დაქვეითებულთათვის.

ფიჭვის ახალამონაყარი გირჩები გამოიყენება გრიპის, გაციების, ხველების, ბრონქიტის, პნევმონიის, ანგინის, ტონზილიტის, ლარინგიტის, ფარინგიტის, ეგზემის, დერმატიტის, ჭინჭრის ციების, ფსორიაზის, რევმატული პრობლემების, ნევრალგიის, ნიკრისის ქარების (პოდაგრა) დროს. ახალამონაყარი გირჩების ნაყენი ძალზე ეფექტურია ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესშიც.დაკავშირებული სურათი

დიდი რაოდენობით ეთერზეთებისა და ფისის შემცველობის წყალობით, ფიჭვის ახალამონაყარი გირჩები მადის დასაქვეითებელ საშუალებადაც გამოიყენება, ჭამამდე 10 წუთით ადრე საკმარისია რამდენიმე პატარა გირჩის მიღება, 
ის საკმარისად ძლიერ არომატულ საშუალებებს შეიცავს, რომლებიც აწესრიგებს მადას და შიმშილის გრძნობას. ამგვარად, ადამიანი გაცილებით ნაკლებ საკვებს იღებს, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს მეთოდი შეუდარებლად ეფექტურია სხვადასხვა სახის დიეტების ფონზე.

ფიჭვის ახალამონაყარი გირჩების ნაყენი წარმატებით გამოიყენება შარდსასქესო გზების ინფექციების, ნეფრიტისა და ცისტიტის დროს, მისგან დამზადებული სიროფი კი შაკიკისა და სისტემატური თავის ტკივილების უებარი წამალია.

მრავალრიცხოვანმა კვლევებმა დაადგინა, რომ ფიჭვის ახალამონაყარ გირჩებში უხვად შემავალი სხვადასხვა ეთერზეთები უაღრესად დადებითად მოქმედებს ქალის სასქესო სისტემაზე და ფერტილობის შესაძლებლობაზე.Pinus-ის სურათის შედეგი

ფიჭვის მოზრდილი გირჩებისგან სახელგანთქმული მურაბა მზადდება, რომელსაც გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო გასაოცარი სამკურნალო თვისებებიც აქვს. გირჩის მურაბა ისევე მზადდება, როგორც სხვა ხილის. მხოლოდ საჭირო არ არის მისი გადაჭედვა რაც შეიძლება მეტი ნაყოფით. ჩაიში ერთი ჩაის კოვზი გირჩის მურაბის ჩამატებით საკუთარ იმუნიტეტს საიმედოდ გავამყარებთ.
 

 

ფიჭვის უკუჩვენებები:  
   ფიჭვის გირჩებისა და წიწვებისგან დამზადებული პრეპარატები უკუნაჩვენებია ორსულობისას და თირკმლის ისეთი დაავადებისას, როგორიცაა გლომერულონეფრიტი. აგრეთვე, ფიჭვით მკურნალობა დაუშვებელია ჰეპატიტის მწვავე ფორმების დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ წიწვის პრეპარატების ზედმეტ გამოყენებას თირკმელების პარენქიმების პროვოცირება, კუჭის ლორწოვანასა და ნაწლავების ანთების, აგრეთვე, საერთო სისუსტისა და თავის ტკივილების გამოწვევაც კი შეუძლია.Pinus-ის სურათის შედეგი

პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაშიც სკიპიდარი შედის, უკუნაჩვენებია ნეფროზებისა და ნეფრიტების დროს. ამგვარ პრეპარატებს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ჰიპოტონიკები, თრომბოზების მქონენი.

გულის უკმარისობის დროს სჯობს, ფიჭვის ტყეებში გაზაფხულზე სეირნობისგანაც შევიკავოთ თავი, რადგან ფიჭვის მიერ გამოყოფილმა ფიტონციდებმა შესაძლოა, სტენოკარდიის გამწვავება გამოწვიოს. áƒ“აკავშირებული სურათი

 

კატეგორია: მარადმწვანე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2747 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar