აუკუბა (aukuba)
21.12.2018, 12:40

მცენარე აუკუბა შინდისებთა ოჯახიდანაა. გვხვდება ჩინეთში, იაპონიაში და კორეაში. იაპონური აუკუბა მარადმწვანე ბუჩქია, დაკავშირებული სურათიმუქი ფერის ყვავილებით. მცენარე აუკუბა ხარობს როგორც ღია გრუნტში, ასევე სახლის პირობებში. ორიგინალური ფორმის გამო მას იყენებენ ბოტანიკურ ბაღებსა და ორაჟერეების გასალამაზებლად. 

 

როგორ მოვუაროთ სწორად:

აუკუბა არ უნდა დავრგათ ძალიან მზიან ადგილას, რადგან მზე ფოთლებს უწვავს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ სახლის პირობებშიც, თუ სახლში აპირებთ ამ მცენარის ყოლას მზიან ადგილას არ დადგათ, თუმცა განათებულ ადგილას უნდა მოათავსოთ. ზაფხულში უნდა მორწყათ მიწის ზედა ფენის შეშრობისთანავე, ზამთარში კი მაშინ, როცა მთლიანად გაუშრება მიწა. თუ თბილად გამოაზამთრებთ, მაშინ ჩვეულებრივ უნდა მორწყათ, როგორც ზაფხულში. ზაფხულში კარგია თუ 25 გრადუსზე გამოაზამთრებთ, უფრო მაღალ ტემპერატურაზე მცენარე ფოთლებს დაიცვენს. შეგიძლიათ პერიოდულად ფოთლების დანამვაც. კარგია თუ ზაფხულში აივანზე გაიტანთ. 

 

 

სასუქი:დაკავშირებული სურათი

გაზაფხულიდან შემოდგომამდე სჭირდება სასუქი, უნდა მისცეთ უნივერსალური სასუქები კვირაში ერთხელ.

 

 

როდის და როგორ გადავრგათ:

როცა ფესვები ქოთანს გაავსებს უნდა გადაირგას ახალ ქოთანში, გადარგვა კარგია გაზაფხულზე. უნჯობესია ახალ ქოთანში გადაიტანოთ თავისივე მიწით, რადგან წვრილი ფესვები არ დაუზიანდეს. გადარგვის შემდეგ შეგიძლიათ გასხლათ სასურველი ფორმის მისაცემად. 

 

 

როგორ გავამრავლოთ: 

მრავლდება თესლით ან კალმით. კალმით გამრავლება უფრო ადვილია. გასამრავლებლად კალამს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი ფოთოლი, უნდა ჩარგოთ ქვიშანარევ ტორფში და დაასათბუროთ, პერიოდულად გაანიავეთ და დანამეთ. კალმები დააფესვიანეთ გრილ ადგილას. როცა ფესვებს შეამჩნევთ დასათბურება აღარ სჭირდება. 

თესლით გამრავლება უფრო რთულია, თანაც თესლიდან ამოსული მცენარე არ ემგვანება დედას. თესლი უნდა დაითესოს ქვიშაში და დასათბურდეს ისიც. 

დაკავშირებული სურათი

თუ მცენარეს ფოთლებზე ყავისფერი ლაქები გაუჩნდა ზედმეტი მოგივიდათ მორწყვა. ჰაერის სიმშრალის გამო მას მავნებლებიც შეიძლება გაუჩნდეს, ასეთ დროს უნდა შეიწამლოს შესაფერისი ფუნგიციდით, ან საპნიანი წყლით გაიწმინდოს.

კატეგორია: მარადმწვანე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3381 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar