26.02.2019, 11:40 | |
მცენარე აგავა სატაცურისებთა ოჯახიდანაა. აქვს მოკლე ღერო და მცენარეს სამედიცინო ღირებულებაც აქვს. სახალხო მკურნალთა წყაროებში ის მოხსენიებულია, როგორც ძვირფასი სამკურნალო მცენარე. ამ მცენარისაგან დამზადებული პრეპარატები ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებითაც. ხასიათდებიან სიცხის დამწევი ეფექტითაც. ხალხური მედიცინისათვის ცნობილია მისი „პრეპარატების“ მიღება, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი გზით. აგავას ნაყენის დამზადებისათვის საჭიროა გარკვეული წესის დაცვა, რაც უფრო ეფექტურს ხდის მას. ამ დროს, გასათვალისწინებელია მცენარის ასაკი (ის არ უნდა იყოს სამ წელზე ნაკლები ასაკის). უფრო ახალგაზრდა მცენარეში არაა დაგროვილი ყველა ის მახასითებელი ინგრედიენტი, რაც მის ნაყენში შედის. აგავის ნაყენისათვის დამახასიათებელია სედატური მოქმედება და გამოიყენება ნევრალგიების დროსაც. მისი გამოყენება დაფიქსირებულია იშიაზის დროს. ბევრია მითითება მისი გამოყენებისა ოსტეოქონდროზის, ოსტეოართროზის და რადიკულიტის დროს. ლიტერატურაში არის წარმოდგენილი სპეციალური რეცეპტი, რომელიც საჭიროა მისი ნაყენის დამზადებისათვის შინაგანი მიღებისათვის. ამ შემთვევაში, მისი მომზადებისათვის საჭიროა ნორჩი ფოთლების გამოყენება. ნაყენის დამზადების სპეციალური მეთოდი გამოიყენება სხვადახვა დაავადებების სამკურნალოდ, უპირატესად ოსტეოართროზისა და ოსტეოქონდროზისა.
როგორ მოვუაროთ სწორად: აგავა თბილი კლიმატის მცენარეა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოვლა-მოყვანისას. მისთვის დამახასიათებელია ხორციანი ფოთლების განვითარება, ამ თვისებით ტიპიური სუკულენტია. ფოთლისათვის დამახასიათებელია მახვილი დაბოლოების არსებობა. მცენარე მოვლა-მოყვანის სათანადო დონისა და შესაფერისი კლიმატის პირობებში საკმაო ზომას აღწევს. ეცადეთ, აგავას ბუნებრივ პირობებთან მიახლოებული გარემო შეუქმნათ, ამისთვის კი საჭიროა, მცენარე რაც შეიძლება ნათელ ადგილას მოათავსოთ.
ნიადაგი და გადარგვა: აგავა ადრე გაზაფხულზე, თებერვალ-მარტში უნდა გადაირგას, ძველთან შედარებით უფრო დიდი ზომის ქოთანში. ნიადაგის მიმართ ძალიან მომთხოვნი არ არის და თითქმის ყველა სახის ნიადაგს ეგუება, მაგრამ თუ გსურთ, რომ თქვენმა მცენარემ უფრო კარგად გაიხაროს, სასურველია, ნიადაგი ტორფით, ნაკელითა და ქვიშით შეაზავოთ. კარგი იქნება, თუ სამ კვირაში ერთხელ ამ ტიპის მცენარეებისთვის განკუთვნილ, რომელიმე კომპლექსურ სასუქსაც მიაწოდებთ.
როგორ მრავლდება: აგავა მრავლდება ამონაყრით. უმჯობესია მცენარეს შვილეული გაზაფხულზე მოარიდოთ და ცალკე ქოთანში გადარგათ.
| |
| |
ნანახია: 6042 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |