30.03.2019, 12:15 | |
ზეთისხილი (Olea) — მცენარის გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისაა. ცნობილია 60-მდე სახეობა. ზეთისხილი მარადმწვანე, სუბტროპიკულ ხეხილოვანი მცენარეა, რომელიც იზრდება 4-12 მ სიმაღლის. მისი ფოთლები არის წვრილი, ლანცეტისებური, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი. მცენარის ნაყოფი კურკიანია, მოგრძო-ოვალური ან მომრგვალო ფორმისა და იწონის 15 გრამს. თესლიდან გამოზრდილი მცენარე მსხმოიარობას იწყებს 10-12, ხოლო კალმიდან გამოზრდილი 4-5 წლის შემდეგ. ცოცხლობს 300-400 წელზე მეტს. ერთი ხიდან 20-40 კგ მოსავალი მოდის. ნაყოფს იყენებენ დასამზადებლად, დასაკონსერვებლად, ზეთის გამოსახდელად (ნაყოფის ნედლი რბილობი შეიცავს 25-იდან 80%-მდე ზეთს, ე. წ. ზეითუნის ზეთს). საქართველოში ზეთისხილი აფხაზეთში, აგრეთვე კახეთის მშრალ სუბტროპიკულ ზონაში ოდითგანვე იყო გავრცელებული. ზეთისხილი ხარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგში, მაგრამ უმჯობესია მისი გაშენება კარბონატულ-ყავისფერ, ალავიურ ნიადაგებსა და მშრალქვიან ფერდობებზე. ზეთისხილი -7 -9 გრადუს ყინვას უძლებს. ზეთისხილი შეუცვლელი მცენარეა სისხლძარღვების გაწმენდისთვის, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, ის ანადგურებს კიბოს უჯრედებს, მისი გამოყენება ამაღლებს ჩასახვის ალბათობას, ძალზე ეფექტურია სილამაზის, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ზეთისხილი არის ხე, რომელიც დედამიწასა და ცას შორის მისტიკურ კავშირს უზრუნველყოფს, ასე მიიჩნევდნენ ოდითგან. მას პატივს მიაგებდნენ ყველა დროში. ის სიბრძნის, სიმწიფისა და კეთილშობილების სიმბოლოს წარმოადგენდა. მისი ტოტებისგან ძველი ბერძნები გვირგვინს წნავდნენ. მიჩნეულია, რომ ზეთისხილი სწორედ საბერძნეთიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში. რელიგიაში ზეთისხილი აღიარებულია, როგორც აღორძინების სიმბოლო. ნოეს კიდობანში მტრედმა სწორედ ზეთისხილის ტოტები მიიტანა, როგორც წარღვნის დასრულების მაუწყებელი. არსებობს ზეთისხილის არსებობის ისტორიული ფაქტები საქართველოში. ზეთისხილის მოშენება 1879 წელს ახალ ათონში დაიწყეს ბერებმა და დიდი პლანტაცია გააშენეს. გასაბჭოების შემდეგ ის სხვა კულტურებით ჩაანაცვლეს. ბევრმა შესაძლოა არ იცის, რომ საქართველოში ზეთისხილის სამოცამდე სახეობა არსებობდა და ერთ-ერთ ჯიშს „თბილისური“ ერქვა. ზეთისხილის ნაყოფს ცოცხალი სახით არ იყენებენ, რადგან ის მწარეა. სიმწარეს ბუნებრივი პოლიფენოლი აძლევს. უსიამოვნო მწარე გემოს მოსაშორებლად ზეთისხილის ნაყოფს ალბობენ მარილიან წყალში, ან ტუტით_სოდით ამუშავებენ, შემდეგ კარგად რეცხავენ. ზეთისხილი სიმწიფის ფაზის მიხედვით შეიძლება იყოს მწვანე, მოწითალო-მოყავისფრო, მოვარდისფრო, ან მუქი იისფერი. გემური თვისებებით ყველაზე ძვირფასია შავი, ეს არის სიმწიფის ბოლო სტადია. შავ ფერს იღებს ის ასევე დამუშავების შემდეგ. ზეთისხილის ნაყოფი შედგება: ცხიმები – 56% წყალი – 23% უჯრედისი – 9% ცილები – 6%. მასში არის ვიტამინები: А, В1, В2, В4, Е, РР. ზეთისხილის რბილობში არის მაკრო და მიკრო ელემენტები: ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, სპილენძი, თუთია და სელენი. ზეთისხილის მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, პირველ რიგში, მასში არსებული ცხიმებით განისაზღვრება. ესენია:
ზეთისხილის სასარგებლო თვისებები: ზეთისხილი წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ზეთისხილის შესახებ ჯერ კიდევ სპარსი ექიმი ავიცენა წერდა: მცენარე მდიდარია მონოუჯერი ცხიმებით – ომეგა 9, რომელიც სისხლძარღვებსა და გულს სჭირდება. ომეგა 9 აღადგენს ქოლესტერინით დაზიანებული სისხლძარღვების კედლებს, ხდის მათ მეტად ელასტიკურს და მავნე ნივთიერებების შეღწევის რისკს ამცირებს. ის ასევე მოქმედებს სისხლის გამდინარებაზე და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას. ნაყოფს აქვს ნაღვლმდენი ეფექტი. ღვიძლის დასახმარებლად რაციონში აუცილებელია ზეთისხილის ჩართვა, მას აქვს ნაღვლმდენი ეფექტი, აღადგენს ღვიძლის უჯრედებს. ასევე კლავს კიბოს უჯრედებს. ზეთისხილი აქრობს ანთებით პროცესებს, ის ძალზე ეფექტური საშუალებაა ქალებისთვის, რადგან შეუძლია შეცვალოს ვიტამინები თმის, ფრჩხილების, კანისთვის, შეიცავს ყველა კომპონენტს, რომლებიც საჭიროა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანრჩუნებლად – მათ შორის, „რეკორდსმენია“ А და Е ვიტამინების შემცველობით, რომლებიც ცხიმებშია გახსნილი. ის ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც კანის სიმკვირივეზეა პასუხისმგებელი. ზეთისხილი ამაღლებს ჩასახვის შანსს. ის აწესრიგებს ქალის ჰორმონალურ ფონს. ასევე, დიდი სარგებლობა მოაქვს მამაკაცის ორგანიზმისთვის. ვიტამინი Е აუმჯობესებს სპერმის ხარისხსა და სისხლის მიმოქცევას. ცხიმმჟავები წმენდს სისხლძაღვებს და უზრუნველყოფს სისხლის უკეთ მიწოდებას სასქესო ორგანოებთან. ზეთისხილისგან მზადდება ზეითუნის ზეთი, რომელიც ასევე ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ზეითუნის ზეთის მიღება (1 კოვზი უზმოზე) სასარგებლოა ღვიძლის, ნაწლავების და ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრგებლად. ასევე ხელს უშლის ნაღველკენჭოვანი დაავადების ჩამოყალიბებას ჩვენს ორგანიზში. ზეითუნის ზეთით შეგვიძლია დავამზადოთ დამამშვიდებელი ნიღაბი. შევურიოთ 1 ჩაის ჭიქა ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხის გული, 1/2 ლიმონის წვენი და ცოტაოდენი ლიმონის ცედრა. წაისვით სახეზე 10 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ზეთისხილის მიღება არ შეიძლება: უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ დაკონსერვებული ზეთისხილი. ისინი მავნებელია დანამატების გამო. ამან ნაყოფი შეიძლება ალერგენული გახადოს. დამუშავებულ ზეთისხილში ბევრია მარილი, ამიტომ მისი მიღება არ შეიძლება ცისტიტის, გასტრიტის ან კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს, სამ წლამდე ბავშვებისთვის და მეძუძური დედებისთვის. ნაღვლმდენი თვისების გამო, ზეთისხილი არ შეიძლება ნაღვლისა და თირკმლის კენჭოვანი დაავადებების, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის დროს.
რჩევები: შესაძლო ქიმიური დანამატების გამო ზეთისხილზე უარის თქმა არ ღირს, უბრალოდ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები: შეარჩიეთ ზეთისხილი მინის ქილაში, რომ დაინახოთ ნაყოფი. ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. მასში უნდა იყოს მხოლოდ ზეთისხილი, მარილი და წყალი. თუ მითითებულია Е579, ეს ნიშნავს, რომ ნაყოფი შეღებილია.
გაითვალისწინეთ: დაკონსერვებული ნაყოფი 2–3 წელი ინახება, მაგრამ ქილის გახსნის შემდეგ უნდა იცოდეთ, რომ მინის ქილაში, მარილწყალში მისი შენახვა შესაძლებელია სამი დღის განმავლობაში. თუ ზეთისხილი თუნუქის ქილაშია, ის აუცილებლად გადაიტანეთ მინის ან თიხის ჭურჭელში. პროდუქტი სჯობს, მარილწყალში შეინახოთ.
ზეთისხილის დარგვის ინსტრუქცია: ზეთისხილის დარგვა უმჯობესია წელიწადის მე-11 თვიდან (ნოემბერი) მე-5 თვის (მაისის) ჩათვლით. ურწყავ ნაკვეთებში ზეთისხილი ირგვება 6×6-მ-ზე ან 6×7-მ-ზე, ხოლო სარწყავში 6×6-მ-ზე, 5×5-მ-ზე ან 6×3-მ-ზე. ნერგის დასარგავად უნდა ამოითხაროს 1მ სიღრმის და1მ სიგანის ორმო, ამოთხრილი მიწის ზედა 50სმ-იანი ფენა ორმოს ერთ მხარეს თავსდება ხოლო ქვედა 50სმ-იანი ფენა მეორე-მხარეს. აღნიშნული მიწა გამოიყენება უშუალოდ ნერგის დარგვისას. თუ დასარგავი ნერგები მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში, მაშინ დარგვამდე ნერგს უნდა შემოეცალოს პარკი და მიწის კოშტიანად უნდა მოთავსდეს სარგავ ორმოში. მიწა ნერგს უნდა შემოეყაროს ფესვის ყელამდე. ახლად დარგული ნერგი უნდა დამაგრდეს სარზე, განსაკუთრებით ქარიან ადგილებში და უნდა მოირწყას. დარგვისას ნერგი უნდა მოირწყას, შემდეგი მორწყვა დამოკიდებულია ნალექის ატმოსფერული ნალექის რაოდენობაზე, ძირითადად ზაფხულში თვეში ერთხელ ან ორჯერ სჭირდება. დარგვიდან მომდევნო წელს (2 წელი), იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით ნერგი ერთხელ უნდა გაისხლას ზევიდან და ცოტა გვერდებზეც, რათა ძალიან არ გაიზარდოს სიმაღლეში, რომ შემდგომში გაადვილდეს მოსავლის აღება. ზეთისხილის ნაყოფის აღება იწყება ოქტომბრის თვიდან (ჯერ მწვანე ფერისაა) და ნოემბერ-დეკემბერის თვეებში მწიფდება (შავდება). ნაყოფიდან ზეთის გამოწურვის შემდეგ ნარჩენი ასევე გამოიყენება შინაურ ცხოველთა საკვებად, კურკები კი საწვავ-მასალად. | |
| |
ნანახია: 2660 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |