ფოტინია (photinia)
10.04.2019, 07:35

ფოტინია არის მრავალწლინი ბუჩქოვანი მცენარე, ფოტინია მოვლა-ის სურათის შედეგიარსებობს მისი 60-მდე სახეობა. არსებობს ამ მცენარის ჯუჯა და მაღალი სახეობები.  ფოტინია მარადმწავანე მცენარეა, ფოთლები აქვს მორიგეობით განლაგებული, საკმაოდ სქელი მომრგვალებული და ოვალური ფორმის, ახალი ფოთლები წითელი და პრიალაა, გვიანი გაზაფხულიდან თანდათან მწვანდება. შემოდგომაზე ისევ წითელ შეფერილობას იღებს. კარგად ეგუება ყველანაირ პირობებს და ყინვას. ფოტინია ეკუთვნის ვარდისებრთა ოჯახს, ყვავილობას იწყებს გვიან გაზაფხულზე თეთრი ყვავილებით, რის შემდეგაც ისხავს პატარა წითელ ვაშლის მსგავს ნაყოფს, რომელიც ზომით მხოლოდ 4-10 მილიმეტრია. მის ნაყოფს ფრინველები მიირთმევენ. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ზოგიერთი სახეობა შხამიანია და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნაყოფში არის თესლი, რომელიც შეგიძლიათ დათესოთ. photinia plants-ის სურათის შედეგი

ჯუჯა ფიტონიები სიმაღლეში იზრდება მაქსიმუმ ორი მეტრი, დიდები კი 5-7 მეტრი. იგი ერთერთი იმ მცენარეთაგანია, რომელიც ძალიან კარგად ახერხებს გაზრდას ქოთანში, რა ზომისაც არ უნდა იყოს ის. 

 

ფოტინიას დარგვა და მოვლა:

მცენარე ფოტინია იზრდება მზიან ადგილას, ან ნახევრად ჩრდილში. დაბალი ჯიში ანუ ჯუჯა ფოტინია თუ დარგავთ კარგ ნოყიერ ნიადაგში გაიზრდება მაქსიმუმ ორ მეტრამდე, ხოლო თუ ჩვეულებრივ მიწაში გეყოლებათ და არ გაანოყიერებთ ერთ მეტრამდე გაიზრდება. მცენარე ლამაზია ეგრეთწოდებული ღობეების გასაკეთებლად. ეს არის მცენარე რომელიც ყველა ტიპის ბაღისთვის გამოიყენება, ერთნაირად ეფექტურია, როგორც ცალკემდგომი, ისე ჯგუფურ ნარგავებშიც და ქოთნებშიც. არსებობს მისი ჯუჯა ფორმაც, იგი კომპაქტურია, ფოთლები იგივე ფორმისაა მაგრამ უფრო პატარა. შეგიძლიათ შტამპზეც გამოზარდოთ.დაკავშირებული სურათი

მცენარეს არ უყვარს ზედმეტი წყალი, ზედმეტი ნესტისგან ფოთლებზე უჩნდება ლაქები. მცენარეს სანამ დარგავთ წიასწარ გამზადებულორმოში უნდა ჩაიყაროს სადრენაჟე მასალა და შემდეგ ჩარგათ მცენარე, რათა თავიდან აიცილოთ ფესვებში წყლის შეგუბება. 

 

სასუქი:

მცენარე სასუქის მიმართ არ არის მომთხოვნი, მაგრამ კარგი იქნება თუ წელიწადში ერთხელ, აქტიური ზრდის პერიოდში უნივერსალურ სასუქს მიაწვდით.

 

გასხვლა:

ფოტინიას პერიოდულად სჭირდება გასხვლა, რომ სასურველი ფორმა მივცეთ. გასხვლისას უნდა დაუმოკლოთ ტოტები სასურველ ზომამდე. გასხვლა ხელს უწყობს მცენარის დაბუჩქვას. ისხვლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ-გაზაფხულზე და შემოდგომაზე. áƒ“აკავშირებული სურათი

 

გამრავლება:

მცენარე ადვილად მრავლდება კალმებით. როცა მცენარეს გასხლავთ მოჭრილი ტოტი არ გადააგდოთ, მოაცალეთ დაბლითა ფოთლები და ჩარგეთ ტორფისა და ქვიშის ნარევში. კონტეინერი მოათავსეთ თბილ მზისგან დაცულ ადგილას. კალამი მალე დაფესვიანდება. როცა ზრდას დაიწყებს ესეიგი დაფესვიანდა და გადარგეთ ცალკე ქოთანში. 

 

ქვემოთ არის ატვირთული ვიდეო თუ როგორ გავამრავლოთ მცენარე.

კატეგორია: ხეები და ბუჩქები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 8101 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar