პირაკანტა, ჩიტავაშლა (pirakanta)
26.08.2019, 18:13

პირაკანტა არის მარადმწვანე ორნამენტული მრავალწლიანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახიდან.სიმაღლით მეტრანახევრიდან ექვს მეტრამდე აღწევს.  ის გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სამხრეთ ევროპაში.  საქართველოში ყველგან გვხვდება მთის შუა სარტყელამდე, ტყის პირას, ქვეტყედ მეჩხერ მუხნარებში, ქვიან ფერდობებზე. აქვს ლამაზი მუქი მწვანე ფოთლები. ყვავის მაის-ივნისში ლამაზი თეთრი ყვავილებით, რის შემდეგაც ისხავს დეკორატიულ ხილს-ვაშლს, რომელიც შეიძლება იყოს ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელი. ნაყოფი მცენარეზე რჩება ზამთრამდე, ამიტომ მნიშვნელოვანი საკვებია გარეული ფრინველებისათვის. დეკორატიული ბუჩქია, ზამთარში ფოთლები ზედ რჩება და ფერს იცვლის. იყენებენ ცოცხალ ღობედ (შეკრეჭას კარგად იტანს) და მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად. უძლებს -20 გრადუს ყინვას.

პირაკანტას ყვავილები თაფლის წყაროა, როცა ყვავის უამრავ ფუტკარს იზიდავს. მცენარე სწრაფად მზარდია, ერთ წელიწადში შეიძლება ერთი მეტრიც კი გაიზარდოს. ძირითადად იყენებენ ღობეებად. 

 

 

პირაკანტას უყვარს ნათელი, კერძოდ მზიანი ადგილი. კარგად ეგუება სიმშრალეს. პერიოდულად სჭირდება გასხვლა, რომ ლამაზი ფორმის გაიზარდოს. 

პირაკანტა მრავლდება თესლით, კალმებით და გადაწვენით. 

გადაწვენით გამრავლება ყველაზე ეფექტურია და ზუსტად ემგვანება დედა მცენარეს. 

 

კატეგორია: ხეები და ბუჩქები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 4198 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
avatar