ნეკერჩხალი (Acer)
08.11.2018, 21:45

ნეკერჩხალის გვარი მრავალფეროვანია, რომელიც მოიცავს 150მდე სახეობას ფოთოლმცვივანი ხეები ან ბუჩქები.  დაკავშირებული სურათიის გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკასა და ზონდის არქიპელაგის კუნძულებზე, ზომიერი და სუბტროპიკული ჰავის პირობებში, ნოყიერ და დაწრეტილ ნიადაგებზე. ზოგი ეგუება ნიადაგის სუსტ დამლაშებას. უმეტესად მეზოფილური და ყინვაგამძლე მცენარეებია, ნაწილობრივ — ქსეროფიტები. კავკასიაში 11 სახეობაა გავრცელებული, მათგან საქართველოში— 9.ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum) საქართველოს წითელ წიგნში არის შესული. სახეობებისა ( თათრული ნეკერჩხალი, მთის და მაღალმთის ბოყვები) გამოსადეგია სატყეო და საცავი ნარგევებისათვის, ბაღ-პარკების გასაფორმებლად (შემოდგომაზე ძალზე ლამაზია, მათი ნაირფერი ფოთოლი და ნაყოფი); ზოგი მათგანი შეიცავს მრავალ მაღურ ფორმას. საქართველოში ინტროდუცირებული სახეობებიდან ამ მხრივ პერსპექტიულია ჩრდილოეთ ამერიკის წითელი ნეკერჩხალი (Acer rubrum), შაქრის (Acer saccharum), იფანფოთოლა(Acer negundo) და სხვა.დაკავშირებული სურათი აღმოსავლეთ აზიური ნეკერჩხალი „გინალა“ (Acer ginnala) და სხვა. ნეკერჩხალის მერქანი მკვრივი, გამძლე და მაგარია, კარგად პრიალდება. იყენებენ ავეჯის, სპორტის ნივთიერების, მუსიკალური საკრავებისა და სხვათა დასამზადებლად. ზოგიერთი სახეობა შეიცავს „ნეკერჩხლის შაქარს“. ფოთლებისაგან მიიღება საღებავი.

ნეკერჩხალი-ის სურათის შედეგიქართული ნეკერჩხალი ველურადაა გავრცელებული ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილის ტყეებში და ძირითადად ტყისპირებსა და ღია ადგილებში. საქართველოში იგი ჩვენი ნათელი ტყეების ერთ-ერთი ძირითადი მცენარეა. განსაკუთრებით ხშირია შირაქიდან ალაზნისკენ დაქანებულ ფერდობთა ხევებში და სხვა. ქართული ნეკერჩხალი კარგად უძლებს სიცხესაც და სიცივესაც. 

წითელი ნეკერჩხალის სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა. მცენარე გავრცელებულია როგორც ჭაობიან ადგილებში,ისე კლდეებზე. მას აქვს არაღრმა ფესვები. მცენარე უნდა დაირგას ნახევრად ჩრდილში. უყვარს ტენი და მჟავე ნიადაგი. ნეკერჩხალი ადვილად ავადდება ტკიპებით, ასეთ დროს უნდა შეიწამლოს. 

მცენარეს რგავენ როგორც ღია გრუნტში, ისე ქოთანში (ე.წ. ბონსაი).დაკავშირებული სურათი

ნეკერჩხალის ამრავლებენ თესლით, კალმები ძნელად ფესვიანდება. უხვად ივითარებს ძირკვის ამონაყარს.

ნეკერჩხალი ათავისუფლებს ნერვულ დაძაბულობას, რაც სტრესს იწვევს და კარგი ანტიდეპრესანტია. ის კარგ საქმეს აკეთებს, ხელს უწყობს ჰარმონიზაციისა და ენერგიის აღდგენას.

ქვემოთ ატვირთული ვიდეო გასწავლით, როგორ მისცეთ ფორმა ბონსაის. 


 

კატეგორია: ხეები და ბუჩქები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 4946 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar