მუშმალა (eriobotrya japonica)
11.10.2019, 15:39

მუშმალა სუბტროპიკული მარადმწვანე ხე ან ბუჩქია, ვარდისებრთა ოჯახისა. Image result for eriobotrya japonicaმცენარე 6-8, იშვიათად 9 მეტრ სიმაღლემდე იზრდება. მუშმალას ფოთლები დიდი ზომისაა, მუქი მწვანე ფერის, სქელი, ტყავისებრი, პრიალა ზედაპირით, ოვალური ფორმის. ფოთლის ქვედა მხარე შებუსული, მჯდომარე ან მოკლე ყუნწით, რომლის სიგრძე აღწევს 25 სმ-ს, სიგანე 7-8 სმ. მუშმალას ყვავილების ზომა 1-2 სმია, ყვავილები თეთრი, სურნელოვანი-მწარე ნუშის სუნის მქონე, შეკრებილი ფართო საგველა ყვავილედებად. ყვავილების სიგრძე 10-20 სმ, ისინი მოთავსებულია ყლორტების ბოლოებზე არსებულ ძლიერ შებუსვილ განშტოებებზე. კვირტის ბოლოებზე შეკრებილი სწორმდგომი საგველა ყვავილედებად. ყვავილები შედგება 5 გვირგვინი ფურცლისაგან, რომელიც თეთრი ან მოყვითალო ფერისაა. ნაყოფი მრგვალია (დიამეტრი 3 სმ-მდე, კულტურული ფორმისა 10 სმ-მდე), ოვალური ან მსხლისებრი ფორმა აქვს, წვნიანია, მომჟავო-ტკბილი. მისი ნაყოფი ნარინჯისფერი ან ყვითელია. მოჰყავთ კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროსა და ყირიმის სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე შუა აზიის ზოგიერთ რაიონებში. მცენარე ყვავილობს ნოემბერ-დეკემბერში, ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (კომპოტი, მურაბა და სხვა), თესლისაგან ამზადებენ ყავის სუროგატს. მუშმალას ნაყოფის მიღება ცოცხალი სახით უფრო სასარგებლოა, თუმცა გადამუშავებული სახითაც არ კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს, მისგან დამზადებული მურაბები, ჯემები და კომპოტები დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ნაწლავებიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს და აღადგენს მის მიკროფლორას.მუშმულა სუბტროპიკული კარგი დეკორატიული მცენარეა. 

მცენარის ნაყოფში შედის შაქარი, ხილის მჟავები, C, PP, P, B6 ვიტამინები, პროვიტამინი A, პექტინები, ფიტონციდები, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, არომატული და მთრიმლავი ნივთიერებები. მედიცინა იაპონურ ზღმარტლს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად, გასამყარებლად და კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებს. ფიტონციდების მაღალი შემცველობის წყალობით, მცენარე სასუნთქი გზების ანთებების ჩასაქრობადაც აქტიურად გამოიყენება.

მუშმალას მირთმევა რეკომენდებულია დიეტის დროს, რადგან კარგად აქრობს შიმშილის გრძნობას, თანაც დაბალკალორიულია და ნახშირწყლებსაც ცოტას შეიცავს. მისი ნაყოფი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობასაც უწყობს ხელს, ებრძვის შაქრიანი დიაბეტის განვითარებას და არეგულირებს არტერიულ წნევას. მუშმალა დადებითად მოქმედებს მხედველობაზეც. 

ფასდაუდებელი შემადგენლობა აქვს მუშმალის არა მხოლოდ ნაყოფს, არამედ მის ფოთლებსაც. მათ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. მუშმალას ფოთლებისგან დამზადებული ნაყენები და ნახარშები დიარეას, ასთმას, ბრონქიტებსა და ზედა სასუნთქი გზების ანთებებს კურნავს.

მუშმალას დადებით თვისებებთან ერთად უარყოფითი თვისებებიც გააჩნია: მისი მიღება რეკომენდებული არაა წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტის, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს. აგრეთვე საგულისხმოა ისიც, რომ თუ თქვენი შვილი ალერგიულია, დღეში მხოლოდ ერთი ცალი მუშმალა მიიღოს. ამ გზით თავს დაიზღვევთ არასასურველი შედეგებისგან, რაც ალერგიული ადამიანის მხრიდან მის დიდი რაოდენობით მიღებას შეიძლება მოჰყვეს.

 

 

მუშმალას დარგვა და მოვლა:

ნიადაგის მიმართ მუშმალა არ არის დიდი მომთხოვნი, მაგრამ უკეთესად ვითარდება სტრუქტურულ, საკმაოდ ტენიან ნიადაგებზე. მუშმალას დასარგავად უნდა შეირჩეს თბილი და ქარისგან დაცული ადგილი. რგავენ გაზაფხულზე - მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში. დარგვა წარმოებს 1მ სიგანის და 40 სმ სიღრმის ორმოებში 6X6 მ კვების არით, ხოლო შემჭიდროებული ნარგავის სახით 6X3 და 7X3,5 მ დაცილებით, რაც შეადგენს 400-600 მცენარეს ჰექტარზე.

მუშმალა ტენის მოყვარული მცენარეა, ნიადაგში ტენის ნაკლებობისას მცენარე კარგავს ტურგორს და ჭკნება. ამიტომ ტენიან სუბტროპიკულ ზონაში ნორმალური ზრდაგანვითარება მორწყვის გარეშე შეუძლია, ხოლო მშრალი სუბტროპიკული ზონის ადგილებში საჭიროა მცენარის პერიოდულად მორწყვა.

ვარჯის ფორმირებისას შტამბს აძლევენ 50-80 სმ სიმაღლეს და ტოვებენ 5 ძირითად ტოტს. 2-3 წლის შემდეგ, როდესაც ვარჯი ფორმირდება, აწარმოებენ მსუბუქ გამოხშირვას. გარდა ამისა, აშორებენ დაზიანებულ ან ხმელ ტოტებს. ნიადაგის დამუშავება და შემდგომი მოვლა სხვა ხეხილოვანი მცენარეების ანალოგიურია. კარგ შედეგებს იძლევა ნარგაობის განოყიერება გადამწვარი ნაკელით (15-20 კგ თითოეულ ძირზე).

მუშმალა მსხმოიარობაში შედის 2-3 წლის ასაკიდან, ხეების სიცოცხლის ხანგრძლივობა 60-70 წელია, მაქსიმალური რაოდენობის მოსავალს იძლევა 15 წლიდან - 35 წლის ასაკამდე, შემდეგ მოსავლიანობა თანდათან მცირდება. ზრდასრული მცენარეების საშუალო მოსავლიანობა 60-80 კგ-ია, ხოლო მაქსიმალური კი - 150 კგ. როგორც სხვა ხეხილოვანი კულტურების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის, მაღალი მოსავლის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარება, განსაკუთრებით ნარგაობის უზრუნველყოფას საჭირო საკვები ელემენტებით, ამიტომ მნიშვნელოვანია იაპონური მუშმულას განოყიერების სისტემა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს მინერალურ და ორგანულ სასუქებს. 

 

როგორ მრავლდება მუშმალა:

მუშმალა მრავლდება როგორც თესლით, ასევე ვეგეტატიურად.

თესლით გამრავლებისას მცენარე არაერთფეროვანია და მნიშვნელოვნად განსხვავდება დედა მცენარისაგან. ამიტომ თესლით გამრავლებისას არჩევენ ისეთ მცენარეებს, რომლებიც ხასიათდებიან საუკეთესო საგემოვნო თვისებებით. თესვა წარმოებს ივნისის თვეში კვლებში, რომელთა შორის დაშორება უნდა იყოს 25 X8 სმ. თესლის აღმოცენებას 10-15 დღე სჭირდება. აღმოცენებული თესლი შემოდგომისათვის აღწევს სტანდარტულ ზომას - 40-50 სმ სიმაღლეს. ნერგის დარგვა ხორციელდება გაზაფხულზე მარტი-აპრილში ან შემოდგომობით ოქტომბერში. დასარგავად უნდა შეირჩეს ქარისაგან დაცული და თბილი ადგილები. 

მუშმალას ვეგეტაციური გამრავლებისას იყენებენ კვირტით ან კალმით მყნობას. უკეთეს შედეგს კალმით მყნობა იძლევა. კვირტით მყნობა ჩვეულებრივი წესით ტარდება – აგვისტოში. საძირედ იყენებენ იმავე იაპონურ ზღმარტლს, ჩვეულებრივ ტყის ზღმარტლსა და კომშს. საძირის დიამეტრი უნდა იყოს 1,0-1,5 სმ-ის, კვირტი სამყნობად აიღება წინა წლის ტოტებიდან გაზაფხულზე, მისი ზომა უნდა იყოს არანაკლებ 3 სმ. ნამყენის გამოშრობისაგან დასაცავად დამყნობილ მცენარეს ზედა კვირტამდე შემოეყრება ფხვიერი ნიადაგი, რომელსაც აცლიან ნამყენის ზრდის დაწყებისთანავე. გახარებული ნამყენი გაზაფხულზე ცერზე გადაიჭრება.

 

ეს ნაზავი აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და ამსუბუქებს ხველას: 5 ცალი მუშმალა კურკებიანად კარგად გაქენით (კურკებს დაჩეჩქვა მოუწევს), დაუმატეთ 2 სადილის კოვზი თაფლი და 100 მილილიტრი საკე (იაპონური სასმელი), კარგად აურიეთ და ერთი კვირის განმავლობაში ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში შეინახეთ. შემდეგ ნაზავი გადაწურეთ და მიიღეთ 30 გრამი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

 

როგორ მოვამზადოთ მუშმალას ფოთლებისგან სასმელი:

კატეგორია: ხეები და ბუჩქები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 11663 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.7/6
სულ კომენტარები: 0
avatar