მორცხვი მიმოზა- მისი მოვლა და თავისებურებანი (Mimosa)
17.05.2020, 17:13

მიმოზა  ეკუთვნის მიმოზისებრთა ოჯახს. მრავალწლიანი ბალახები, ბუჩქები, ლიანები და ხეებია. აქვთ თავაკებად ან თავთავისებრ ყვავილებად შეკრებილი წვრილი ყვავილები და პარკი ნაყოფი. თანაფოთლები ხშირად ეკლებად არის ქცეული.

მიმოზას 450-500 სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ამერიკაში. მორცხვი მიმოზა ბუჩქი ან ნახევრად ბუჩქია. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. შეხების ან დარტყმის საპასუხოდ, აგრეთვე შებინდებისას ფოთოლაკებს კეცავს და ქვევით ხრის. ასევე იკეცება მიწისძვრის, შენჯღრევის, გათბობის, ან ქარის დროს..

ზოგჯერ მიმოზას ეძახიან შავი ზღვის სანაპიროზე მოშენებულ აკაციის გვარის სახეობებსაც, განსაკუთრებით კი ლეგა აკაციას. 

ყვავილები შეკრულია ღია ვარდისფერ ან მოიასამნისფრო მრგვალი ყვავილებით, ტოტის ბოლოებზე. იგი სახლის პიროებშიც ადვილი მოსავლელია და მცენარეთა მოყვარულებს ადვილად შეუძლიათ გაახარონ. 

 

მიმოზას მოვლა სახლის პირობებში:

სახლის პირობებში არ არის რთულად მოსავლელი მცენარე, უყვარს ნათელი ადგილი. ზოგჯერ მზის სხივიც მოსწონს. მცენარე არის სითბოსმოყვარული. სასურველი ტემპერატურაა 22-25 გრადუსი, ზამთარში კი 15-18 გრადუსი. მცენარე გაზაფხულიდან თანდათან უნდა შეაჩვიოთ მზის სხივებს. მცენარეს ერთი უარყოფითი თვისება ახასიათებს, ვერ იტანს თამბაქოს სუნს და მაშინვე იცვენს ფოთლებს. 

გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში უნდა მოირწყას უხვად. მიწის ზედა ფენის შეშრობისთანავე. მოსარწყავად უნდა გამოიყენოთ ნადგამი წყალი. ზამთარში ირწყვება ზომიერად, მაგრამ არც მიწის ბოლომდე გამოშრობა ივარგებს, არც ზედმეტი წყალი. 

 

სასუქი:

გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე უნდა მიეწოდოს სასუქი თვეში ორჯერ, ოღონდ მითითებული დოზის ნახევარი უნდა გააზავოთ. 

 

ნიადაგი და გადარგვა:

სახლის პირობებში ზრდიან, როგორც ერწლიან მცენარეს. აქედან გამომდინარე მცენარე გადარგვას არ საჭიროებს. 

დასარგავი მიმოზა უნდა ჩაირგას არა დიდ ქოთანში. ქოთნის ძირში იყრება სადრენაჟე მასალა. სუბსტრატი უნდა შედგებოდეს: ტორფი + მიწა + ქვიშა თანაბარი რაოდენობით. 

 

 

როდის და როგორ დავთესოთ:

მცენარე ითესება ადრე გაზაფხულზე, დასათესად კარგი პერიოდია თებერვალ-მარტი. ითესება ნესტიან ფხვიერ ნიადაგში, რომელსაც ექნება კარგი დრენაჟი. ნათესს უნდა დაეფაროს ცელოფანი და მოთავსდეს თბილ და მზიან ადგილას. როცა მცენარეს კარგად გაეზრდება ფესვები გადააქვთ ცალკე ქოთნებში . 

 

 

კატეგორია: ხეები და ბუჩქები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 4326 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar