ლოროპეტალუმი (Loropetalum)
18.08.2020, 09:28

ლოროპეტალუმი მრავალწლიანი, მარადმწვანე ყინვაგამძლე ბუჩქოვანი მცენარეა.  მისი სამშობლოა ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ფოთლები ბორდოსფერია მთელი წლის განმავლობაში,ზამთარში კი განსაკუთრებულ აქცენტს აძლევს ეზოს თავისი მკვეთრი შეფერილობით. ყვავის უხვად მუქი ვარდისფერი სურნელოვანი ყვავილებით ადრე გაზაფხულზე, კერძოდ მარტ-აპრილში, გააჩნია გარემო პირობებს. სეზონის განმავლობაში იმეორებს ყვავილობას.

სიმაღლეში იზრდება 1,5 მეტრამდე, უფრო ინტენსიურად იზრდება სიგანეში 2 მეტრამდე. დარგეთ მზეზე ან ნახევრადჩრდილში, ფხვიერ და ნოყიერ ნიდაგში.

 

სად და როდის დავრგათ:

ლოროპეტალუმი უნდა დაირგას ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, სანამ ყინვები დაიწყება. მოსწონს კარგად განათებული ადგილი, ნოყიერი, ოდნავ მჟავე ნიადაგი. ჩრდილში მცენარე დეკორატიულობას კარგავს, ფოთლები უფერულდება და ყვავილობაც მწირი აქვს. 

ახალდარგულ მცენარეს რეგულარული მორწყვა სჭირდება. კვირაში ერთი-ორჯერ. ზრდასრული ცხელი ზაფხულის შემთხვევაში პერიოდულად უნდა მოვრწყათ, მაგრამ არც ზედმეტი უნდა მოგვივიდეს.

ლოროპეტალუმი შეგვიძლია სხვადასხვა ფორმის მცენარედ გავზარდოთ, მივცეთ როგორც ბუჩქოვანი, ასევე ბონსაის ფორმა.

 

სასუქი:

მცენარეს აპრილ-მაისში უნდა მიაწოდოთ ორგანული და მინერალური სასუქები. კარგია ადრე გაზაფხულზე გადამწვარი ნაკელის შეტანა.

 

 

კატეგორია: ხეები და ბუჩქები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 4558 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar