ირმის რქა (იგივე lagestroemia)
28.10.2018, 20:48

lagestroemia-ის სურათის შედეგიამ მცენარის სამშობლოა ჩინეთი, მაგრამ ინდოეთიდან გავრცელდა და ამიტომ დაერქვა მას ინდური იასამანი. 

იგი ხარობს როგორც გარე სივრცეში, ისე სახლის პირობებში. გარე პირობებში იგი აღწევს 10 მეტრს, ხოლო სახლის პირობებში მაქსიმუმ 1 მეტრი იზრდება. კვირტები იანვრიდან გამოაქვს, ხოლო ყვავილობს ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით. ყვავილი მოგრძო ფორმის აქვს იასამანს გავს, დღის განმავლობაში იცვლის ფერს თეთრიდან დაწყებული მუქ იისფრამდე. ფოთოლს ზემოთა მხარე აქვს მწვანე და ქვემოდან მუქი ფერისაა. áƒ“აკავშირებული სურათი

მოვლა:

მცენარე პრეტენზიულია და კარგად უნდა ვიცოდეთ მისი მოვლის წესები. ყვავილობის ხარისხზე მოქმედებს გასხვლა და განათება. თუ ფოთლებით გამოიზამთერებს მაშინ ენერგია არ ეყოფა და ყვავილობაც მწირი ექნება. 

მცენარე სწრაფად იზრდება და ამიტომ 2 წლის ზემოთ მცენარეს გასხვლა სჭირდება. თუ არ გავსხალით ძალა არ ყოფნის ყვავილობისთვის. გასხვლა უნდა შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. 

მორწყვა:

გაზაფხულიდან, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში უხვი მორწყვა სჭირდება, ისე რომ მიწა სულ ნამიანი ჰქონდეს. თუ ცხელი ზაფხულია მაშინ დღეში ორჯერ უნდა მოვრწყათ. ზამთარში მხოლოდ უნდა დაინამოს, რომ მიწა ბოლომდე არ გამოშრეს. 

ამ მცენარემ სახლის პირობებში გრილად უნდა გამოიზამთროს დაახლოებით 10 გრადუსძე, თუ გრილად არ გამოვაზამთრეთ შეიზლება არც იყვავილოს. მას უყვარს მზე. ჩრდილში ფოთლები ეწელება და შეიძლება არც კი იყვავილოს. 

 

სასუქი: 

დაკავშირებული სურათისასუქი სჭირდება 2 კვირაში ერთხელ გაზაფხულიდან. სასუქად იყენებენ კომპლექსურ სასუქს. ხოლო ყვავილობას როცა დააპირებს სჭირდება მოყვავილე მცენარეების სასუქი. 

გადარგვა:

გადარგვა სახლის პირობებში საჭიროა 3 წელიწადში ერთხელ. იგი უნდა გადავიტანოთ ღრმა ქოთანში. გადარგვა უნდა მოხდეს გაზაფხულზე. áƒ“აკავშირებული სურათი

ნიადაგი:

გამრავლება:

გამრავლება ხდება თესლით, ამონაყრით ან კალმით. ყველაზე ადვილია კალმით გამრავლება, ამისათვის გაზაფხულზე მოჭრილ ტოტს რგავენ ქვიშაში და ასათბურებენ. საჭიროა დროდადრო განიავება და დანამვა. კარგ პირობებში 2-3 კვირაში დაფესვიანდება. 

დათესვა ხდება ქვიშაში, უნდა დავასათბუროთ და დროდადრო გავანიავოთ. როცა კარგად ამოიზრდება მცენარე ცალკე ქოთანში უნდა გადავიტანოთ. 

გაზაფხულზე დედა მცენარეს უნდა მოვაცილოთ ამონაყარი და ჩავრგათ მსუბუქ მიწაში. 

გარე პირობებში ლამაზია, გარე ინტერიერის გასალამაზებლად. იგი უნდა დავრგათ მსუბუქ მიწაში. კარგი ყვავილობისთვის სჭირდება მზიანი ადგილი. თუ კონტეინერში გაქვთ როცა ფოთლები გასცვივა სახლში შეაქვთ და გრილად 5 გრადუსზე გამოაზამთრებენ, გარეთ გამოიტანეთ აპრილში. მხოლოდ თვეში ერთხელ ნამავენ მიწის ზედაპირს. 

კატეგორია: ხეები და ბუჩქები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 4031 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar