24.06.2019, 13:05 | |
ჰოსტა მრავალწლიანი დეკორატიული მცენარეა, ის დეკორატიულობას ინარჩუნებს პირველი ყინვის დასაწყისამდე. ჰოსტა არის შროშანისებრთა ოჯახის მცენარე, გამოირჩება ლამაზი ფოთლებით. ჰოსტას სამშობლოდ ითვლება იაპონია, ევროპაში გვხვდება მეცხრამეტე საუკუნიდან. გღესდღეობთ უამრავი სახეობაა გამოყვანილი, განსხვავდება ფოთლების შეფერილობით, ზოგი მთლად მწვანეა ზოგი კი ყვითელი ან თეთრი კანტებით გაფორმებული. ჰოსტას შეუძლია კარგად გაიხაროს ჩრდილშიც და მზეშიც. ჩრდილში დარგული უფრო მეტხანს ინარჩუნებს დეკორატიულობას. ჭრელფოთოლა ჰოსტას უფრო მზიანი ადგილი სჭირდება, ვიდრე მწვანეფოთოლას. ჩრდილში მცენარე უფრო ნელა იზრდება, მაგრამ სამაგიეროდ ფოთლები უფრო დიდი ზომის ეზრდება. ჰოსტა ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე, არომატული თეთრი ან იასამნისფერი ყვავილებით. ყვავილების სილამაზით დიდად არ გამოირჩევა. ბუნებაში ჰოსტა იზრდება მდინარის პირებში, ტყის პირებში. მცენარე დაახლოებით ოცი წელი ცოცხლობს. მოვლა: ჰოსტა ადვილი მოსავლელი მცენარეა, დიდ ყურადღებას არ ითხოვს. უყვარს ნესტიანი ნიადაგი, მიწის სიმშრალის გამო და თან თუ მზეშია დარგული ფოთლები უხმება. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა სულ ნესტიანი ჰქონდეს. უყვარს ოდნავ მჟავე ნიადაგი. დარგვის შემდეგ უნდა მოირწყას უხვად. მორწყვა სასურველია დილის საათებში თერთმეტ საათამდე, მორწყვისას ეცადეთ წყალი ფოთლებზე არ მოხვდეს, თორემ მზის სხივი დაწვავს. ჰოსტა იშვიათად ავადდება, ოღონდ თუ დაავადდა იღუპება. ზამთარში როცა უკვე მიწის ზედა ფოთლები გაუყვითლდება მოაჭერით, რომ დაისვენოს მცენარემ. გაზაფხულიდან ისევ გაგახარებთ ლამაზი ფოთლებით.
სასუქი: ჰოსტას დარგვიდან 2-3 წელიწადი სასუქის მიწოდება არ სჭირდება, სამი წლის შემდეგ კი ზამთარში კარგია თუ გარშემო გადამწვარ ნაკელს შემოუყრით ან კომპლექსური სასუქით მორწყავთ.
როგორ გავამრავლოთ ჰოსტა: ჰოსტა მრავლდება ორი ხერხით: დათესვით და ბუჩქის დაყოფით. ბუჩქის დაყოფა უნდა მოხდეს გაზაფხულზე, ძალიან ფრთხილად რადგან ერთმანეთში გადახლართული ფესვები არ დავაზიანოთ. გაითვალისწინეთ, რომ ჰოსტას დიამეტრი იზრდება ერთი მეტრის და ირგვლივ მყოფ მცენარეებს ფარავს. ჰოსტას შეურჩიეთ თავისუფალი ადგილი, რათა სხვა მცენარეები არ დაჩაგროს.
| |
| |
ნანახია: 3068 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |