29.03.2019, 12:57 | |
გეიჰერა მრავალწლიანი ბუჩქოვანი მცენარეა, ის გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი შეფერილობით. მცენარე სიმაღლეში იზრდება მაქსიმუმ 50 სანტიმეტრი. ყვავის თეთრი პატარა ზომის ყვავილებით, ყვავილობის პერიოდია ივნისი-აგვისტო. ამ მცენარის მოვლა არ არის რთული თუ ზუსტად დაიცავთ მისი მოვლის პირობებს. ყველაზე ლამაზი და გავრცელებულია წითელი გეიჰერა, დღესდღეობით გამოყვანილია გეიჰერას მრავალი ჰიბრიდული ჯიში. მცენარე ფოთლის ფერს იცვლის სეზონის მიხედვით. გაზაფხულზე აქვს წითელი ფოთლები და საუცხოოდ გამოიყურება. ზაფხულში ფოთლები ნაცრისფერდება, ხოლო შემოდგომაზე მწვანე ფერს იბრუნებს. როგორი პირობები უყვარს: მცენარე გეიჰერა კარგად ხარობს როგორც მზიან ადგილებში, ასევე ნახევარ ჩრდილშიც. სასურველია არ დარგოთ ისეთ ადგილას სადაც მთელი დღის მანძილზე მზე დააჭერს, ასეთ ადგილაც მცენარეს გაუჭირდება. გეიჰერას უყვარს ტენიანი ნიადაგი. ტენის შესანარჩუნებლად მცენარის დარგვისას შეგიძლიათ ხის ქერქები ან პერლიტი აურიოთ ნიადაგში, რაც ხელს შეუწყობს ტენიანობის შენარჩუნებაში. მცენარე ყვავის გაზაფხულის ბოლოდან მთელი ზაფხული. როცა მცენარე გადაყვავილდება თესლი ფრთხილად მოარიდეთ მცენარეს და შეინახეთ გრილ ადგილას ან მაცივარში. მცენარეს უყვარს ფხვიერი წყლისა და ჰაერის კარგი გამტარი ნიადაგი. გაითვალისწინეთ ეს მისი დარგვისას. მას არ უყვარს მჟავე ნიადაგი, ამიტომ სანამ მცენარეს ჩარგავთ, ორმოში ჩაყარეთ ჯერ ხის ნაცარი და შემდეგ ჩარგეთ მცენარე, ეს შეამცირებს ნიადაგის მჟავიანობას და ამავე დროს საუკეთესო სასუქიც არის. მცენარე სასურველია პერიოდულად განახლდეს, უნდა მოეჭრას დაბერებული ფოთლები.
სასუქი: პირველ წელიწადს არ სჭირდება სასუქის მიცემა. შემდეგი წლიდან უნდა მისცეთ ორჯერ სასუქი, ერთხელ აყვავებამდე- მოყვავილე მცენარეების სასუქი და მეორედ აყვავების შემდეგ კომპლექსური სასუქი, ოღონდ განახევრებული დოზით.
გამრავლება: მცენარე გეიჰერა მრავლდება ბუჩქის დაყოფით და თესლით. გაზაფხულზე შეგიძლიათ მცენარე ამოიღოთ მიწიდან და ფრთხილად გაყოთ რამოდენიმე ნაწილად. დაყოფილი მცენარე შეგიძლიათ ჩარგათ ცალ-ცალკე. თესლით გამრავლება არ არის საუკეთესო პირობა, რათა ამოსული მცენარე არ ემგვანება დედა მცენარეს. თესლი უნდა დაითესოს მარტ-აპრილში ფხვიერ პერლიტიან და ქვიშიან მიწაში. როცა ნერგი კარგად ამოიზრდება გადაიტანეთ ღია გრუნტში. ნერგებს შორის უნდა იყოს მინიმუმ 20 სანტიმეტრი დაშორება. გაითვალისწინეთ თესლი მალე კარგავს თვისებებს და კარგი იქნება თუ თქვენივე ხელით შეგროვებულ თესლს დათესავთ. გამოწერილი და მაღაზიაში ნაყიდი თესლი შესაძლოა არ ამოვიდეს. თუ ძალიან ცივი ზამთარია და ინვებია მოსალოდნელი მცენარე შეფუთეთ, რათა არ გაიყინოს.
| |
| |
ნანახია: 2632 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |