ჩაიოტი (Sechium edule)
23.10.2019, 20:34
Jump to searchჩაიოტი ანუ მექსიკური კიტრი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა გოგრისებრთა ოჯახიდან. ის უძველესი კულტურული მცენარეა. იგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ აცტეკებისთვის, მაიასთვის და სხვა ინდიელი ტომებისთვის. ევროპელებმა გაიცნეს მეთვრამეტე საუკუნიდან. მისი სამშობლოა ცენტრალური აფრიკა. ჩაიოტი, როგორც სამრეწველო კულტურა, მოჰყავთ მექსიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ვიეტნამში, კორეაში და აზერბაიჯანში. კლიმატური პირობები შესაძლებლობას იძლევა ჩაიოტი მოყვანილი იქნას ყირიმში, სამხრეთ უკრაინასა და მოლდოვაში.

ჩაიოტი ანუ მექსიკური კიტრი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა,  გოგრისებრთა ოჯახისა. ის უძველესი კულტურული მცენარეა. იგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ აცტეკებისთვის, მაიასთვის და სხვა ინდიელი ტომებისთვის. ევროპელებმა გაიცნეს მეთვრამეტე საუკუნეში. მისი სამშობლოა ცენტრალური ამერიკა. ასევე მოჰყავთ მექსიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ვიეტნამში, კორეაში და აზერბაიჯანში. კლიმატური პირობები შესაძლებლობას იძლევა ჩაიოტი მოყვანილი იქნას ყირიმში, სამხრეთ უკრაინასა და მოლდოვაში.

მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წელს აღწევს. ტროპიკებსა და სუბტროპიკებში აქვს ძვირფასი ბოსტნეული კულტურის მნიშვნელობა. აქვს ფართოდ მომრგვალებული ფოთლები, რომლის სიგრძეა 10-25 სმ.

ჩაიოტის ყვავილები ერთსქესიანია, მომწვანო ან კრემისფერი, გვირგვინის დიამეტრია დაახლოებით 1 სმ. მამრობითი ყვავილები ჯგუფებადაა შეკრებილი, მდედრობითი ყვავილები კი ერთეულად ან ჯგუფად. ნაყოფი მსხლისებრი ან მომრგვალო ფორმის კენკრაა, რომლის სიგრძეა 7-20 სმ. იგი ვიტამინების ნამდვილი საბადოა, ასევე შეიცავს პროტეინს, 16 თავისუფალ ამინომჟავას: (ორნიტინი, ცისტეინი, ცისტინი, გლიკოკოლი, ჰისტიდინი, ლიზინი, ასპარაგინი, სერინი, ალანინი, პროლინი, ტიროზინი, ტრიპტოფანი, ვალინი, ფენილალანინი, ლეიცინი და იზოლეიცინი),  სახამებელს, აზოტურ და მინერალურ ნივთიერებებს. აქვს შარდმდენი თვისებები. ძირითადად დიეტური კვებისათვის გამოიყენება.

საქართველოში ჩაიოტის კულტურით მეოცე საუკუნიდან დაინტერესდნენ და ჯერ აფხაზეთში გაავრცელეს, შემდეგ გურია-სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში. აგრეთვე მოისინჯა ნიადაგი მისი აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელების პერსპექტივებისათვის.

კულტურას ტენიანი სუბტროპიკები უყვარს, ამიტომ გასულ საუკუნეში შავი ზღვის სანაპირო სუბტროპიკულ ზონაში იგი გლეხურ მეურნეობებში ფართოდ იყო გავრცელებული.

ჩაიოტი მოჰყავდათ აფხაზეთში, აჭარაში, გურიაში და სამეგრელოში. ამის საილუსტრაციოდ არაერთი ფაქტის მოყვანა შეგვიძლია. გასული საუკუნის 80-იან წლებში გურიაში ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ზვანის ექსპერიმენტულ ბაზაზე უმოქმედოდ არსებულ ლიმონარიუმში ჩვენი ინიციატივით დაირგო ჩაიოტას რამდენიმე ათეული თესლნერგი. კარგი მოვლისა და მორწყვის პირობებში მცენარემ საუკეთესოდ იხარა, ლიმონარიუმის მთელი შიდა სივრცე მაქსიმალურად აითვისა და ნაყოფით დაიხუნძლა. იმდენად საინტერესო იყო ჩაიოტის ზრდა- განვითარება და მსხმოიარობა, რომ მოსახლეობა სპეციალურად დასათვალიერებლადაც კი მოდიოდა გვთხოვდა რამდენიმე თესლნერგი მიგვეცა საკუთარ ეზოში მისი კულტივირებისათვის. იმ წელს დაახლოებით ორ ტონამდე ნაყოფი მოვკრიფეთ, რომელიც ჩაბარდა ოზურგეთის საკონსერვო ქარხანას მწნილის დასამზადებლად, რომელიც სარეალიზაციოდ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადიოდა. პირადად ანასეულში ჩვენს საბოსტნე ნაკვეთში ყოველწლიურად 150-200 კგ-მდე ჩაიოტის ნაყოფს ვამზადებდით.

მიუხედავად იმისა, რომ ტროპიკებში ჩაიოტი მრავალწლიანი მცენარეა, ჩვენთან ზამთრის დაბალი ტემპერატურების გამო მისი ფესვები და ღეროები კვდება, ამიტომ აუცილებელია ყოველწლიურად მისი თესლით გამრავლება. თესლის მისაღებად გამოდგება შემოდგომაზე მოკრეფილი, საღი ნაყოფი, რომელიც უნდა შეინახოთ გრილ ადგილას. 

 

სასურსათო პროდუქტად გამოიყენება უმწიფარი, ჭყინტი ნაყოფები როგორც მოთუშული, ასევე მოხარშული, შემწვარი, დამჟავებული მწნილისა და კონსერვების სახით. საკვებად შეიძლება გამოყენებული იქნას ფესვებზე წარმოქმნილი სახამებლის შემცველი ტუბერებიც, რომელიც გემოთი ჩამოჰგავს კარტოფილს.

ჩაიოტის ახალგაზრდა ყლორტებისაგან მზადდება მხალი, ხოლო გამხმარისაგან – ქუდები, ჩანთები და ჭილოფი. ამდენად იგი ითვლება სუპერკულტურად. ე.ი. კულტურად, რომლის ყველა ნაწილი მოხმარებადია. 

ჩაიოტი უფრო კალორიულია, ვიდრე კიტრი, ყაბაყი, პომიდორი და სტაფილო. მისი ნაყოფი უფრო სასიამოვნო და გემრიელია, ვიდრე ყაბაყის. მოკრეფილი ნაყოფები ინახება ხანგრძლივად ორი–სამი თვე.

 

ჩაიოტი სინათლის, სითბოს და ტენის მოყვარული მცენარეა, ამჯობინებს საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებს. დაბალ ტემპერატურაზე, ზამთარში მცენარის ფესვები იყინება. კარგად ხარობს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში კი პირველივე ადრეული ყინვების დადგომისთანავე იღუპება. ამიტომ აღმოსავლეთში ჩაიოტის დარგვა ღია გრუნტში არ არის რეკომენდირებული.

 

როდის ითესება:

ადრე გაზაფხულზე, უმჯობესია თებერვალში, ჩაიოტის ნაყოფი უნდა ჩარგოთ კონტეინერში, რომელშიც შემდეგი შემადგენლობის ნაზავი იყრება: 3წილი ფოთლოვანი ტყის მიწა + 1 წილი გადამწვარი ნაკელი + 1 წილი ქვიშა. უნდა დასათბურდეს. საჭიროების მიხედვით უნდა მოირწყას. ნაზარდი იწყებს ნაყოფის შიგნიდან ზრდას. როცა ნაზარდი ნახევარ მეტრამდე მიაღწევს (უმჯობესია ეს მოხდეს მაისის ბოლოს) უნდა გადაირგას მუდმივ ადგილას ღია გრუნტში. 

მუდმივ ადგილას დარგვისას უნდა ამოიღოთ 30-40 სანტიმრტრიანი ორმო, ჩავყაროთ მიწაში არეული გადამწვარი ნაკელი. შემდეგ ფრთხილად უნდა გადავიტანოთ ამოსული ნერგი მუდმივ ადგილას. უნდა მოირწყას უხვად. ჩაიოტი სწრაფად მზარდი მხვიარა მცენარეა და ეს თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ და დარგოთ ისეთ ადგილას, სადაც საყრდენს მოეჭიდება. პერიოდულად აუცილებელია მცენარის გარშემო მიწის გაფხვიერება. მცენარეს აქვს მძიმე ნაყოფი, ამიტომ ღივები უნდა მიაბათ საყრდენზე, რომ არ ჩამოტეხოს ღივი ნაყოფის სიმძიმემ. 

როდის იკრიფება ჩაიოტის ნაყოფი:

ნაყოფი იკრიფება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში. იკრიფება სპეციალური გრძელპირიანი საკრეფით. მოკრეფილი ნაყოფი უნდა მოათავსოთ გრილ ადგილას, რომელსაც პერიოდულად გაანიავებთ. 

 

რა სასარგებლო თვისებები გააჩნია:

  • C ვიტამინის შემცველობის გამო, ეფექტურია მისი მიღება გაციების დროს, როგორც ძლიერი ოფლმდენი საშუალება.

კატეგორია: ხეები და ბუჩქები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 4344 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
avatar