11.02.2019, 13:59 | |
ბარბერი მრავალწლიანი ყინვაგამძლე დეკორატიული ბუჩქია, რომელიც საუკეთესოა ეზოს მოწყობისთვის. ბარბერი აურას აქვს ღია ყვითელი მრგვალი ფოთლებით. შემოდგომაზე ნარინჯისფერს იღებს. იზრდება მაქსიმუმ 80 სანტიმეტრი სიმაღლის. არსებობს ასევე მცენარის შინდისფერფოთლიანი ჯიში, რომელიც ასევე პოპულარულია და ინტერიერს მართლაც ალამაზებს. ყვითლისგან განსხვავებით შედარებით ჯუჯაა, იზრდება 50 სმ სიმაღლის. ბარბერი მოითხოვს მსუბუქ ოდნავ მჟავე ნიადაგს. უყვარს მზიანი ადგილი. კარგად უძლებს ზამთრის ყინვებს. მზიან ადგილას ფოთლის ფერი უფრო მკვეთრია. ყვავილობას იწყებს მაისში, ყვითელი ყვავილებით. აქვს სასიამოვნო სურნელი. ბარბერი ტიუნბერგი გამოირჩევა წითელი ფოთლებით, ყვითელი კანტით. ზამთარში ირგვლივ რომ თოვლია მცენარე ანათებს თავისი სილამაზით.
| |
| |
ნანახია: 976 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |